ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

ადამიანებთან ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპები

by ნატალია ჩიქოვანი 25 დეკემბერი, 2020
25 დეკემბერი, 2020 296 ნახვა

„თქვენ ისურვებდით, უკეთესი მხრით შეგეცვალათ ადამიანი? ჩინებულია. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო ამას, მაგრამ რატომ არ დავიწყოთ ეს საკუთარი თავით? თვით წმინდა ეგოისტური თვალსაზრისითაც კი, ეს უფრო სასარგებლო და ნაკლებ საშიშიც იქნება.“ – დეილ კარნეგი

1936 წელს გამოიცა ამერიკელი მწერლის, დეილ კარნეგის (1988-1955) წიგნი „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე.“ დღემდე ეს სახელმძღვანელო აქტუალობას არ კარგავს თავისი ღრმა შინაარსისა და პრაქტიკული რჩევების გამო.

ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი წესები:

1. ადამიანებთან ურთიერთობისას ნუ გამოიყენებთ კრიტიკას დიდი დოზით, ნუ განსჯით და ნუ განიკითხავთ მათ, რადგან დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს ურთიერთობათა ნგრევის და თავის მართლების გარდა. ეცადეთ გაუგოთ, აპატიოთ და თავი იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგინოთ, ვის განსჯასაც აპირებთ.

2. წრფელად და გულუხვად დააფასეთ გარშემომყოფები, ამას გაცილებით ეფექტურად შეუძლია პიროვნების კარგი მხრივ შეცვლა, ვიდრე კრიტიკას. ადამიანები როლური პრინციპით მოქმედებენ, ასე რომ, მიაკუთვნეთ თქვენს გარშემომყოფებს „ კარგი როლები“ და ისინი შეეცდებიან იმედი გაგიმართლონ.

3. თუ გსურთ, ვინმეს რაიმე გააკეთებინოთ, ნუ მიადებთ იარაღს შუბლზე და ნუ აიძულებთ მას, მოიქცეს თქვენი ნებისამებრ, ეცადეთ, აღძრათ ადამიანში ძლიერი სურვილი.

როგორ მოვიგოთ ადამიანების გული და შევიძინოთ მეგობრები:

1. გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი ადამიანებისადმი; ყურადღებით მოუსმინეთ მათ, ნაცვლად იმისა, რომ გაუჩერებლად ილაპარაკოთ. წაახალისეთ სხვები საკუთარ თავზე სასუბროდ, ამით მათ გულს ნამდვილად მოიგებთ.

2. ღიმილი მნიშვნელოვანია, რაც მოსაუბრეს თქვენს კეთილგანწყობაზე მიუთითებს.

3. გახსოვდეთ, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მოსასმენი საკუთარი სახელია, ამიტომ ეცადეთ, ხშირად მიმართოთ მოსაუბრეს სახელით.

4. ეცადეთ ილაპარაკოთ თანამოსაუბრისთვის საინტერესო თემაზე.

5. მოსაუბრეს გულწრფელად აგრძნობინეთ მისი პიროვნების მნიშვნელობა.

როგორ დავაჯეროთ ადამიანი საკუთარი თვალსაზრისის სისწორეში:

1. კამათში გამარჯვების საუკეთესო საშუალება მისი თავიდან აცილებაა.

2. გამოხატეთ პატივისცემა სხვათა მიმართ და კამათისას არასოდეს თქვათ: „შენ ტყუი!“

3. თუ შეცდით, აღიარეთ დაუყოვნებლივ და შთამბეჭდავად.

4. საუბარი დაიწყეთ მეგობრული განწყობით.

5. მოსაუბრეს მიეცით ხანგრძლივი საუბრის საშუალება.

6. ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ კარგი იდეა მათ ეკუთვნით, პატივისცემა გამოხატეთ ადამიანების იდეებისა და გადაწყვეტილებებისადმი.

7. მოვლენებს შეხედეთ მოსაუბრის თვალით.

8. იყავით გულწრფელი და გადაამოწმეთ თქვენი მოტივები კამათისას.

9. თქვენი იდეები შემოქმედებითად წარმოაჩინეთ.

10. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოწვევას და ნუ გაცხარდებით.

ლიდერს ხშირად უხდება ადამიანების პოზიციისა და ჩვევების შეცვლაზე ზრუნვა.

ამისათვის ეს რჩევები წაგადგებათ:

1. საუბარი დაიწყეთ მოსაუბრის წრფელი შექებით.

2. ირიბად შეეხეთ მოსაუბრის შეცდომებს.

3. ისაუბრეთ საკუთარ შეცდომებზე, ვიდრე სხვას გააკრიტიკებთ.

4. პირდაპირი კრიტიკის ნაცვლად დასვით შეკითხვები.

5. მიეცით ადამიანს საშუალება, გადაირჩინოს ღირსება და დაიცვას საკუთარი თავი;

6. შეუქეთ მოსაუბრეს მცირე წარმატებაც, ოღონდ პირფერობას ნუ მიმართავთ, შექებისას იყავით მაქსიმალურად წრფელი და გულუხვი.

7. ხაზი გაუსვით მოსაუბრის რეპუტაციას და იგი მის გამართლებას შეეცდება.

8. წაახალისეთ ადამიანი, აგრძნობინეთ, რომ შეცდომის გამოსწორება ადვილია.

და ბოლოს, ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო წესია:

მოექცე მათ ისე, როგორც თავად გსურს, რომ მოგექცნენ…

მათე 7:12

ავტორი: დეილი კარნეგი

ამონარიდი წიგნიდან „როგორ შევიძინოთ მეგობრები და გავლენა მოვახდინოთ ადამიანებზე“


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები