ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

by ნინო ხუროშვილი 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 760 ნახვა

როგორი ტიპის ოჯახი შეიძლება შენარჩუნდეს 5 წელი კი არა, არამედ იქამდე, „ვიდრე სიკვდილი არ დააშორებს“? მოდით, განვიხილოთ რამდენიმე აუცილებელი ინგრედიენტი:

1. ღმერთი – ცენტრალური ფიგურა.

ღმერთი უნდა იყოს ყოველი ოჯახის ცენტრში, რათა ოჯახი კურთხეული იყოს. გახსოვდეთ, თქვენ ხართ ღვთის სიყვარულის გამტარი არხი თქვენი მეუღლისთვის. მაშინ, როდესაც ცოლი და ქმარი ღვთის მადლის, სიყვარულისა და წყალობის უძირო ოკეანით არიან გარემოცულნი, ისინი ცდილობენ ერთმანეთის აღვსებას. ილოცეთ იმისათვის, რომ უფალმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე და გიჩვენოთ მიმართულება, რათა გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი.

2. იუმორის გრძნობა და ხანმოკლე მეხსიერება.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიდი ხნის დაოჯახებულია, გეტყვით, რომ იუმორის გრძნობა ნამდვილად დიდი დახმარებაა ოჯახურ ცხოვრებაში არსებული მრავალი განსაცდელისა და პრობლემის გადასალახავად. უნდა შეგეძლოთ ერთად სიცილი. მაშინ, როცა პრობლემა იჩენს თავს, აამოქმედეთ ხანმოკლე მეხსიერება, მოიშორეთ უკმაყოფილება და გაიღიმეთ.

3. კონფლიქტები და სიძნელენი.

ეს რაღაა? დიახ, ყველაფერი სწორია, ბევრ ჯანსაღ ოჯახს უწევს კონფლიქტური და ძნელი პერიოდების გადალახვა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობათა ბალანსი მსგავსად ორთქლისა, რომელიც ჩაიდნიდან ამოდის, მაგრამ ჩაიდანი არ ფეთქდება. კონფლიქტები და სიძნელენი ასევე დიდ როლს ასრულებს ცოლ-ქმრის სექსუალურ ურთიერთობათა სფეროშიც. სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ქარიშხლის გადატანის შემდეგ იზრდება.

4. გახსნილი ურთიერთობა.

ყველაზე მომაკვდინებელი შხამი ოჯახისთვის არის მეუღლეთა შორის კომუნიკაციის შეწყვეტა. მათ შორის გახსნილ ურთიერთობათა არარსებობა იწვევს ეჭვებს, ხოლო ეჭვები – დაძაბულობასა და ურთიერთობათა გაფუჭებას. მეუღლეებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთთან საუბარი და ურთიერთდახმარება წარმატებული ცხოვრებისკენ სვლაში.

5. თანამებრძოლები და პარტნიორები.

ხელიხელჩაკიდებული სვლა და მჭიდრო ურთიერთობა გუნდური მუშაობისა და პარტნიორობის საფუძველია. მეუღლეებმა უნდა გააწონასწორონ საკუთარი საუკეთესო თვისებები გუნდის ჩამოსაყალიბებლად, რათა ერთად გადაიტანონ ყველა სირთულე, რაც კი წარმოიქმნება თანაცხოვრებასთან, ბავშვების აღზრდასა და ზოგადად, ცხოვრებასთან დაკავშირებით. თითოეული ძლიერი გუნდი თავისი წევრების ძლიერ მხარეებს ეყრდნობა. იგივე პრინციპი მოქმედებს ქორწინებაშიც.

6. ურყევი ნდობა.

ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, სამაგიეროდ, დაკარგვაა ძალიან ადვილი. ნდობა წმინდად უნდა იყოს დაცული. არც ერთი ჩვენგანი არ არის წმინდა და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ წარმატებულ ქორწინებაში ნდობა არ უნდა შეირყეს. რწმენის გრანდიოზული ნაბიჯია, როცა მეუღლეები ერთად მიდიან ცხოვრების გზაზე, მაგრამ რწმენისა და ნდობის გარეშე ეს შეუძლებელია. ქმარი ცოლისთვის „ძლიერი ზურგია“, ცოლი კი მისთვის „ზურგის გამმაგრებელია“. არასოდეს არავის და არაფერს მისცეთ თქვენ შორის ჩადგომის ნება. არასოდეს მოატყუოთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რთულია გულახდილი საუბარი. ტყუილი მასობრივი განადგურების იარაღია ნდობისათვის.

7. პოზიტიური შეთავსებულობა.

მარტივად რომ ვთქვათ, სექსუალური კავშირი თავისთავად ვერ იქნება ხანგრძლივი ურთიერთობის ერთადერთი საფუძველი და საწინდარი. იმისათვის, რომ შევქმნათ და შევინარჩუნოთ ატმოსფერო, სადაც ქორწინება მიაღწევს თავისი პოტენციალის სისავსეს, აუცილებელია ისეთი თანამგზავრის არჩევა, რომელთანაც ბევრი მსგავსება და ერთნაირი ფასეულობანი გექნებათ. ჩვენ უნდა მოგვწონდეს ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. კარგი მეგობრები უნდა ვიყოთ. ერთნაირი იმედი და ოცნებები უნდა გვქონდეს. შეთავსებულობა დიდად სცილდება საწოლის საზღვრებს.

8. მოშურნეობა და მიძღვნა.

მოშურნეობა არის მწველი სურვილი იმისა, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს თავისი მიზნისათვის ბრძოლაში, ხოლო მიძღვნა გახლავთ ყველაფრის გაკეთება ფინალურ ხაზამდე მისაღწევად. ორივე მეუღლემ ბევრი რამ უნდა გაიღოს მსხვერპლად, რათა ისწავლონ მიძღვნა, რომელიც აუცილებლია ქორწინებისთვის. ჩვენ გამუდმებით დავდგებით ცდუნების წინაშე და ამას ვერ შევცვლით. მტკიცე მიძღვნა ოჯახისადმი სწორედ ის გასაღებია, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ოქროს ქორწინების წლისთავის აღნიშვნას.

9. ემოციური უსაფრთხოება.

ადამიანის ამ საჭიროების შესახებ ხშირად ვივიწყებთ: თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ადგილი, სადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. ჯანსაღი ქორწინება სწორედ ასეთი ადგილია. ეს არის აზროვნება, რომელსაც ეწოდება „ჩვენ ამ სამყაროს წინააღმდეგ ვართ“ და რომელიც გვაგრძნობინებს საკუთარ მნიშვნელობასა და საჭიროებას.

10. ურყევი პატივისცემა.

ორ შეყვარებულ ადამიანს აქვს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთთან ყოფნის სურვილი, რომელიც ყველანაირ ნაკლოვანებაზე მაღლა დგას. ურყევი პატივისცემა უნდა გვქონდეს მეუღლის მიმართ არა მარტო მაშინ, როდესაც ყველაფერი იდეალურად არის, არამედ მაშინაც, როცა რთული პერიოდები დგება – რაღაც ტრაგედია ხდება ან ადამიანი იცვლება. მაშინ, როდესაც პატივისცემა აღარ არსებობს ქორწინებაში, ცოლ-ქმარი მალე შორდება.


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები