ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

დეილ კარნეგი − „რა სურთ ქალებს?”

by ნატალია ჩიქოვანი 12 იანვარი, 2021
12 იანვარი, 2021 706 ნახვა

უხსოვარი დროიდან ყვავილები სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. ისინი ძვირი არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყვავილების სეზონია, მათი ყიდვა ქუჩის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება, თუმცა ქმრების უმეტესობას ძალიან იშვიათად მიაქვს სახლში ნარცისების თაიგული, თითქოს ისინი უფრო ძვირი ყოფილიყოს, ვიდრე ჯადვარი, ან ედელვაისის მსგავსად ძნელად მოსაპოვებელი ყვავილი, რომელიც ღრუბლებით გარშემორტყმული ალპების მწვერვალზე ხარობს.

რატომ ელოდებით თქვენი ცოლის საავადმყოფოში მოხვედრას იმისათვის, რომ ყვავილები მიუტანოთ? რატომ არ შეიძლება გააკეთოთ ეს, თუნდაც ხვალ საღამოს? გიყვართ ექსპერიმენტები? სცადეთ და ნახავთ, რა გამოვა.

ბროდვეიზე ყველაზე დაკავებული ადამიანი, ჯორჯ კოჰეო, დღეში ორჯერ ურეკავდა დედამისს და ეს გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. თქვენ გგონიათ, რომ ყოველ დარეკვაზე ახალ ამბებს უყვებოდა მას? ნურას უკაცრავად! ასეთი უმნიშვნელო ყურადღების არსი ისაა, რომ საყვარელ ქალებს შეახსენებთ, რომ თქვენ ფიქრობთ მათზე, გინდათ რაიმე სასიამოვნო უთხრათ და რომ მათი ბედნიერება თქვენთვის ძვირფასია.

ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დაბადების დღეებსა და განსაკუთრებულ მოვლენათა წლისთავებს. რატომ იქცევიან ასე? ეს არის ერთ-ერთი აუხსნელი საიდუმლოებათაგანი. რიგით მამაკაცს შეუძლია მრავალი წელი მშვიდად იცხოვროს და არ ახსოვდეს ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც უნდა იცოდეს, მათ შორის: ცოლის დაბადების დღე და ჯვრისწერის თარიღი.

ჩიკაგოელი მოსამართლე, ჯოზეფ საბატი, რომელმაც ორმოცი ათასი ცოლქმრული კონფლიქტი განიხილა და ორი ათასამდე წყვილი შეარიგა, ამბობს: „ოჯახური ბედნიერება ხშირად წვრილმანებიდან გამომდინარეობს. ისეთი უბრალო რამეც კი, როგორიცაა ხელის დაქნევა დამშვიდობებისას ქმრის სამსახურში წასვლისას, უამრავ განქორწინებას აგვარიდებდა.”

ძალიან ბევრი მამაკაცი სათანადოდ ვერ აფასებს ამ მცირედი, ყოველდღიური წვრილმანების მნიშვნელობას. ჰეინორ მედოქსი თავის „ილუსტრირებულ მიმოხილვაში“ წერდა: „ოჯახებს სჭირდებათ მცირედი, ახალი ნაკლის დამატება ცხოვრებაში. მაგალითად, ლოგინში საუზმობა ერთ-ერთი სასიამოვნო ნაკლია, რომელიც ქალისთვის ისევე ბევრს ნიშნავს, როგორც მამაკაცებისთვის „დახურული კლუბი“.

ცოლქმრული ურთიერთობა მცირე თავგადასავალთა ნაკრებია და ვაი იმ წყვილს, ვინც ამას არ გაითვალისწინებს. ედუარდ ვინსენტ მილეიმ ეს აზრი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „მე იმაზე კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება, არამედ იმაზე, რომ იგი წვრილმანებზე იხარჯება.“

რენოში, სადაც განქორწინების საქმეებს განიხილავდნენ, გამოითვალეს, რომ ყოველი ათი ქორწინებიდან ერთი განქორწინებით მთავრდება. მართლაც, განა რამდენი განქორწინება მოხდა ნამდვილი ტრაგედიის შედეგად? მჯერა, რომ ძალიან მცირე. თქვენ რომ მოგესმინათ ყოველდღე იმ უბედური ქმრებისა და ცოლების გამოსვლები სასამართლოზე, მიხვდებოდით, რომ „სიყვარული წვრილმანებზე იხარჯება“ მართლაც.

აიღეთ ეს სიტყვები და გააკარით იგი სარკესთან, რათა ყოველდღე კითხულობდეთ მათ: „ახლა მე უკვე სხვაგვარად უნდა მოვიქცე, თუ შევძლებ, რომ რაიმე კარგი გავუკეთო, ანდა გულთბილად მოვექცე ვინმეს, ეს ახლავე, დღესვე უნდა მოვიმოქმედო!“

ამრიგად, თუ გსურთ, რომ ბედნიერი ურთიერთობები გქონდეთ, გახსოვდეთ შემდეგი შეგონება: „იყავით ყურადღებიანი თქვენი პარტნიორის მიმართ.“


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები