ბილი გრემი: „სულიწმიდაა ჩვენი ნუგეშისმცემელი”

435 ნახვა
45 გაზიარება
0 კომენტარი

…რამდენად უფრო მეტად მისცემს ზეციერი მამა სულიწმიდას მათ, ვინც სთხოვს! ლუკა 11:13 – სბს სტოკჰოლმი 2001

ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ წარმოგზავნიდა ნუგეშისმცემელს, რომელიც მათი შემწე იქნებოდა განსაცდელთა და ცდუნებათა ჟამს. ეს ნუგეშისმცემელი არის სულიწმიდა, წმინდა სამების მესამე პირი. იმწუთს, როცა ადამიანი ხელახლა იშობა, ის მის გულში იმკვიდრებს ადგილს.

შესაძლოა, ემოციურად ვერც იგრძნო სულიწმიდის მყოფობა შენში, მაგრამ უნდა გამოიწვრთნა რწმენაში. იწამე, რომ სულიწმიდა შენშია და მიიღე ეს ფაქტი! ის შენს გულში მკვიდრობს იმისათვის, რომ დაგეხმაროს. ის წარმოქმნის სულის ნაყოფს: სიყვარულს, სიხარულს, სახიერებას, თავმდაბლობას, მოთმინებას… ჩვენ ამ ნაყოფს საკუთარი ძალისხმევით ვერ გამოვიღებთ. ეს ნაყოფი ზებუნებრივად წარმოიქმნება ჩვენში სულიწმიდის მოქმედების შედეგად, რომელიც ჩვენს გულებში მკვიდრობს!

ავტორი: ბილი გრემი