„…გქონდეთ ღმერთის რწმენა…“

195 ნახვა
31 გაზიარება
0 კომენტარი

დოქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა (Dr. Wernher von Braun), ჩვენი დიდებული კოსმოსური რაკეტების განვითარების წამყვანმა სპეციალისტმა, თქვა: „მე-19 საუკუნის მატერიალისტები და მე-20 საუკუნის მარქსიზმის მემკვიდრენი ცდილობდნენ ჩვენთვის ეთქვათ, რომ მეცნიერება უფრო მეტ ცოდნას იძლევა სამყაროს შექმნის შესახებ და ის შეგვაძლებინებს შემოქმედისადმი რწმენის გარეშე ცხოვრებას.

და მაინც, აქამდე, ყოველ ახალ პასუხთან ერთად ახალი კითხვაც ჩნდება. რაც უფრო კარგად ვიგებთ ატომური სტრუქტურის სირთულის, სიცოცხლის ბუნების და გალაქტიკათათვის დაწესებულ დახვეწილ გეგმათა შესახებ, მით უფრო მეტი მიზეზი გვეძლევა იმისა, რომ გავოცდეთ ღმერთის ქმნილების დიდებულების გამო, მაგრამ ჩვენი მისწრაფება და საჭიროება ღმერთისადმი მხოლოდ ჩვენს მოწიწებას არ ეფუძნება. ადამიანებს რწმენა სჭირდებათ ისევე, როგორც სჭირდებათ საკვები, წყალი და ჰაერი. მთელი მსოფლიოს მეცნიერებებთან ერთად ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ღმერთისადმი რწმენა.“

ავტორი: ბილი გრემი