ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვა იგი

934 ნახვა
241 გაზიარება
0 კომენტარი

იესომ მიუგო: ‘…იხილავთ ძე კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. მარკოზი 14:62 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ქვეყნიერება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, უიმედობითაა სავსე, თუმცა არც ერთ ქრისტიანს არ აქვს მორალური უფლება იმისა, რომ დარდით აღსავსემ იაროს აქეთ-იქით და იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა მსოფლიოში ასეთი სიტუაციაა შექმნილი.

წმინდა წერილი ამბობს, რომ დევნათა და შევიწროებათა ჟამს, მაშინ, როცა გავიგებთ ომებსა და ომების ამბებს, ჩვენ უნდა ვანუგეშოთ ერთმანეთი იმით, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება გამარჯვებული თავისი დიდებით.

ხშირად, როცა დასაძინებლად ვწვები ღამით, ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, სანამ გავიღვიძებ, ქრისტე მოვიდეს. ხან, როცა ვდგები დილით და განთიადს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ეს არის მისი მოსვლის დღე. უფალმა ხომ გვითხრა, რომ მუდამ მზად უნდა ვიყოთ და ველოდეთ მის მეორედ მოსვლას:

ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. მათე 24:44 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

როგორ ფიქრობთ, ქრისტე დღეს დაბრუნდება დედამიწაზე? „ალბათ, არა“ – იტყვი შენ. სწორედ ასეთ, ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვა იგი. რა საოცარი ჟამი იქნება მასთან შეერთებისა, როცა ზეცად ვიქნებით ატაცებულნი!

ავტორი: ბილი გრემი