რატომ გვპასუხობს ღმერთი?

238 ნახვა
26 გაზიარება
0 კომენტარი

ბოლოს როდის გიპასუხათ ღმერთმა ლოცვებზე?

როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ღმერთმა ამ ლოცვაზე გიპასუხათ?

ჩვენ არ უნდა ვეჩვეოდეთ ღვთიური პასუხის სასწაულებს, როდესაც ვლოცულობთ. გასაოცარია იმის გაცნობიერება, რომ ის გვისმენს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის გვპასუხობს კიდეც. ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებთ მის ყურადღებას, დროსა და რესურსებს.

ხანდახან ვფიქრობ: „რადგანაც ღმერთმა მიპასუხა ლოცვაზე ადრე, ის ისევ გააკეთებს ამას.“ ან ჩემს მცდარ წარმოდგენებში მჯერა, რომ თუ ახლახან ღმერთს პატივი მივაგე, მან უნდა უპასუხოს ჩემს თხოვნას ახლა.

ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის, რომ როდესაც ღმერთი არ მპასუხობს სწრაფად ან ჩემთვის სასურველი გზით, მე აღმოვაჩენ ხოლმე ჩემში მისდამი მზარდ სიცივეს ან ნაღველს. ეს თითქმის იგივეა, რომ ჩემი სული აღშფოთებულიყო: „როგორ გაბედა ღმერთმა, რომ არ ეპასუხა ჩემთვის?!“ რაოდენ ბნელი და საშიში რეალობაა ეს!

აი, რატომაც მჭირდება ბიბლია: ის გვახსენებს ჩვენ ისევ და ისევ, თუ როგორ უნდა მიგვქონდეს უფალთან ჩვენი სათხოვრები. ყველგან, ფსალმუნებშიც და იესო ქრისტეს ლოცვაშიც მოცემული გვაქვს 6 მიზეზი, რომელთა გამოც ღმერთს შეუძლია, უპასუხოს ჩვენს ლოცვებს:

  1. თავისი სიყვარულის გამო: „მიპასუხე, უფალო, რადგან კეთილია შენი წყალობა…“ (ფსალ. 68:16).
  2. თავისი თანაგრძნობის გამო: „ყური მომაპყარ, უფალო და მიპასუხე, რადგან ღარიბი და ღატაკი ვარ მე.“ (ფსალ. 85:1).
  3. თავისი მადლის გამო: „ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე!“ (ფსალ. 26:7).
  4. თავისი ერთგულების გამო: „ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.“ (ფსალ. 68:13).
  5. თავისი დიდების გამო: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.“ (მათე 6:9).
  6. თავისი მეფობის გამო: „მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“ (მათე 6:10).

თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ღმერთის უარის, როდესაც ლოცულობთ. რატომ? იმიტომ, რომ თავად ღმერთი წარმოადგენს ლოცვებზე თავისი პასუხის მიზეზს. ლოცვის იმედი დაფარულია არა მლოცველის, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ხასიათსა და გეგმებში.

ღმერთი პასუხობს ლოცვებს იმის გამო, ვინც არის ის. ის პასუხობს ლოცვებს იმის გამო, რასაც აკეთებს. ის პასუხობს იმის გამო, რომ უყვარს თავისთან სალოცავად მოსულების ყურება და მას მოსწონს ჩვენი უზრუნველყოფა თავისი მადლით ზუსტ და საჭირო დროს. მაშინაც, თუ არაფერი გაქვთ ღმერთისთვის მისატანი, თქვენ მაინც თამამად შეგიძლიათ, მიხვიდეთ მასთან.

მას მართლაც უხარია თავისი შვილების მოსმენა და მათ ლოცვებზე პასუხის გაცემა.

…ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი კაცი ქრისტე იესო. 1 ტიმოთეს 2:5 – სბს სტოკჰოლმი 2001

გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო იესო, ძე ღვთისა… გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.ებრაელთა 4:14-16 – სბს სტოკჰოლმი 2001

წყარო: https://helpforheart.org