რიკ უორენი − „როგორ ვემსგავსებით ქრისტეს?”

113 ნახვა
18 გაზიარება
0 კომენტარი

ყოველი პრობლემა ხასიათის დახვეწის საშუალებას გვაძლევს და რაც უფრო რთულია იგი, მით უფრო მეტია მასში ჩვენი სულიერი კუნთებისა და ზნეობრივი ჩონჩხის განვითარების პოტენციალი. მოციქული პავლე ამბობდა:

…გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება − სიმტკიცეს, სიმტკიცე − სასოებას. რომაელთა 5:3-4 | სბს–სტოკჰოლმი 2001

გარშემო არსებული ვითარება სულაც არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ჩვენში მიმდინარე მოვლენები. ვითარებანი მოდიან და მიდიან, მათი მეშვეობით ჩამოყალიბებული ხასიათის თვისებები კი სამუდამოდ ჩვენთან რჩება.

ბიბლია ხშირად ადარებს განსაცდელს გამწმენდ ცეცხლს, რომელიც მინარევებისგან ასუფთავებს ნივთიერებას. პეტრე წერდა:

ამაზე ილხინეთ, თუმცა მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება. 1-ლი პეტრე 1:6-7 | სბს–სტოკჰოლმი 2001

ვერცხლის დამუშავების ერთ-ერთ ოსტატს ჰკითხეს: „როგორ ატყობ, რომ ვერცხლი მთლიანად გაიწმინდა მინარევებისგან?“ „მასში ჩემს ანარეკლს ვხედავ,“ − უპასუხა მან და როცა ტანჯვა ნამდვილად განწმენდს თქვენს რწმენას, ადამიანები თქვენში იესო ქრისტეს ანარეკლს დაინახავენ.

ღმერთი როცა ცდილობს, ქრისტეს დაგამსგავსოთ, იგი იმავე განსაცდელს გადაგატანინებთ, რაც მისმა ძემ გადაიტანა, მათ შორის მარტოობას, ძლიერ სტრესს, საცდურს, კრიტიკას და უარყოფას ადამიანთა მხრიდან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესომ

ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქნა ყველა მისი მორჩილისათვის. ებრაელთა 5:8-9 | სბს–სტოკჰოლმი 2001

რატომ უნდა აგვარიდოს ღმერთმა ის, რაც თავისი ძისთვის არ აურიდებია?!… გაიხსენეთ მოციქულ პავლეს სიტყვები:

მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც. რომაელთა 8:17-18 | სბს–სტოკჰოლმი 2001

რიკ უორენი