ჯონ ბევირი – „ვინ არის ქრისტე?”

729 ნახვა
41 გაზიარება
0 კომენტარი

ვინ არის ქრისტე? ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც განუახლებელი გონება ძარცვავს ღვთის შვილებს. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ „ქრისტე“ იესოს გვარია და ეს ძვირფასი ადამიანები ამას ფიქრობენ არა სხვა პიროვნებაზე, არამედ ჩვენს დიდებულ მეფეზე, რომელიც ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღდგა. დიახ, სახელი „ქრისტე“ აღწერს ჩვენს უფალსა და მხსნელს, მაგრამ მოდი, ვნახოთ რას ამბობს ღმერთის სიტყვა.

მოციქული პავლე ამბობს:

თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე მისი ასოები. 1-ლი კორინთელთა 2:27 | სბს–სტოკჰოლმი 2001

ჩვენ, მორწმუნეები, ერთად ქრისტეს სხეულს წარმოვადგენთ. თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც „სხეულის ნაწილს.“ იესო არის თავი, ჩვენ კი სხეული; ეს ძალიან მარტივად გასაგები საკითხია! თქვენ გაქვთ თავი, მაგრამ ამავდროულად გაქვთ ორი ხელი, ორი მუხლი, ორი მკლავი, მკერდი, კუჭი, და ა.შ.

როცა ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილზე ფიქრობთ, მაგალითად, თავზე, მას ცალკე, სხეულისგან განშორებულად წარმოიდგენთ? თავს სხვა სახელს უწოდებ და სხეულს სხვას? რა თქმა უნდა, არა. თქვენ ერთი არსება ხართ, ერთი პიროვნება. მსგავსად ამისა, ქრისტეს თავი და სხეული ერთია. იესო არის თავი და ჩვენ ვართ მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილები. ამრიგად, როდესაც ახალ აღთქმაში ქრისტეს შესახებ კითხულობთ, ნუ ხედავთ მხოლოდ მას, ვინც ჯვარზე მოკვდა, არამედ საკუთარი თავიც დაინახეთ.

თქვენ ერთი ხარ ქრისტესთან. პირდაპირი გაგებით, ერთი!

ახლა, როცა ვიცით, რომ სიტყვაში „ქრისტე“ ჩვენც ვიგულისხმებით, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს გამოცხადება იმ ძალაუფლებასთან მიმართებით, რომელიც ქრისტეში გვაქვს. ეფესელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე მთელი გულით ლოცულობს, რათა ქრისტეს ყოველი მიმდევარი ჩასწვდეს, თუ „რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში“ (ეფეს.1:19). რა დიდებული სიტყვებია! ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ დიდების უფალს შეუზღუდავი, განუზომელი ძალა აქვს? ადასტურებთ თუ არა იმას, რომ მისი ძალა, სამყაროში არსებულ ყველა ძალაუფლებას, დიდებულებას და ძალას აღემატება? დარწმუნებული ვარ, უყოყმანოდ დაეთანხმებით ამ სიტყვებს.

თუმცაღა, შეგიძლია იგივე თქვათ საკუთარ თავზე? მნიშვნელოვანი ის არის, გჯერათ თუ არა ამ სიტყვების? თუ არა, მაშინ თქვენდაუნებურად ქრისტესგან აცალკევებთ თქვენს თავს…

ჩვენ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად დავიმარხეთ, მასთან ერთად აღვდექით, და როგორც ახალი ქმნილებები, მის მსგავსად ვცხოვრობთ! და კვლავ, „როგორც ის არის, ისევე ვართ ჩვენ ამ წუთისოფელში.“ ჩვენ ქრისტეში ვართ! ჩვენ მისი სხეული ვართ! ჩვენ ერთნი ვართ მასთან!

ჩვენ ვართ ქრისტეს სხეული. მოციქული პავლე ამბობს, რომ ყოველივე მის ფერხთა ქვეშ არის დამორჩილებული. თუკი თქვენ ხართ ნაწილი ქრისტეს სხეულისა, მაშ, გაქვთ ძალაუფლება ამ დედამიწაზე.

ჯონ ბევირი