ჯონ ბევირი – „ქმნილება ქადაგებს”

137 ნახვა
12 გაზიარება
0 კომენტარი

როცა შევხედავ შენს ცას − შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ფსალმუნი 8:4-5 | სბს–სტოკჰოლმი 2001

თუმცა არ შემიძლია ამის დამტკიცება, მჯერა, რომ მე-8 ფსალმუნში ასახულია ღმერთის ტახტის ახლოს მყოფი ერთ-ერთი ძლიერი ანგელოზის − სერაფიმის რეაქცია ღმერთის ქმნილებაზე. შეჩერდით და დაფიქრდით ამაზე და შეეცადეთ, საგნებს ამ ანგელოზის თვალით შეხედოთ…

წამით გაჩერდით და წარმოიდგინეთ სამყაროს უსაზღვროდ გაშლილი სივრცეები. გააკეთეთ ეს და თქვენ შეიცნობთ ღმერთის დაუსრულებელ დიდებას! დავითი ამბობს, რომ სამყარო ადიდებს ღმერთს. ღმერთის ქმნილება მხოლოდ პლანეტა დედამიწით როდი შემოიფარგლება, ის სამყაროს უცნობ ადგილებსაც მოიცავს. ღმერთმა თავისი თითებით განალაგა ცაზე ვარსკვლავები…

…ყოვლადძლიერი დიდებული ღმერთი, რომელმაც ახლახან შექმნა სამყარო და საკუთარი ხელით განალაგა ვარსკვლავები თავიანთ ადგილებზე, ახლა თავის ყურადღებას ერთი ციცქნა ნაწილაკისაკენ − პლანეტა დედამიწისკენ მიმართავს და იმას, რაც უმნიშვნელო მტვრის გროვას წარმოადგენდა, ადამიანის ფორმას ანიჭებს, მაგრამ ის, რაც ნამდვილად აკვირვებს ამ ანგელოზს, გახლავთ ღმერთის ესოდენ დაჟინებული ყურადღება. ღმერთის ყურადღება მთლიანად მიპყრობილია იმ არსებაზე, რომელსაც ადამიანი ჰქვია. მეფსალმუნის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ღმერთს ამაღლებული ზრახვები აქვს ჩვენ მიმართ, რომელთა რაოდენობა ქვიშაზე უმრავლესია (იხ. ფსალ.138:18-19).

მჯერა, რომ ამის დანახვაზე ანგელოზმა წამოიძახა: „რას წარმოადგენს ადამიანი ამისთანას, რომ შენ თვალჩაციებით უთვალთვალებ მას ასეთი სიყვარულით და თრთოლვით? რას წარმოადგენს ეს უმნიშვნელო არსება, რომელიც მუდმივად იკავებს შენს ფიქრებს და რომლის ირგვლივაც შენს გეგმებს აწყობ?“…
გამოყავით დრო, გაჩერდით და იფიქრეთ ღმერთის ხელის ნამოქმედარზე. ჩვენ ნაბრძანები გვაქვს ამის გაკეთება. თქვენ როცა ამას მოიმოქმედებთ, თვით ქმნილება დაიწყებს ღმერთის დიდების შესახებ ქადაგებას…

ჯონ ბევირი