ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

აღდგომის ძალა

by ნინო ხუროშვილი 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 779 ნახვა

შეუძლია აღდგომას თქვენი ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა? მჯერა, რომ შეუძლია. გავიხსენოთ რამდენიმე ბიბლიური პერსონაჟი და ის, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში.

თომა სკეპტიკოსი იყო და მტკიცებულებას ითხოვდა. იესომ კი, თავისი გულმოწყალებიდან გამომდინარე, უჩვენა მას მტკიცებულება.

იოანე წერს თავის სახარებაში:

რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: ‘მშვიდობა თქვენდა.’ მერე თომას ეუბნება: ‘მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.’ მიუგო თომამ და უთხრა: ‘უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

იოანე 20:26-28

იესო მისი მოძღვარი აღარ იყო მხოლოდ. „ურწმუნო თომა“ დარწმუნდა, რომ ქრისტე თავად ღმერთი იყო, მისი უფალი და ღმერთი. თომა უშიშრად და ერთგულად ქადაგებდა სახარებას. ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ ინდოეთში მყოფი, უკვე მოხუცებული მოციქული თომა მახვილით განგმირეს ქრ. შობიდან 72 წელს მაილაპურის მთაზე ლოცვისას.

იოანე, ქრისტეს საყვარელი მოციქული, მრავალი ისტორიკოსის აზრით, იესოს დეიდაშვილი გახლდათ. ის, ალბათ, ბევრჯერ ყოფილა სტუმრად იესოს სახელოსნოში. ის ერთადერთი მოწაფე იყო, რომელიც ქრისტეს მხეცური ჯვარცმის მოწმე გახდა და პირობა მისცა მას, რომ იზრუნებდა მის დედაზე, მარიამზე. ის სულშეძრული შეჰყურებდა ქრისტეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა ჯვარზე გაკრული, მაგრამ სამი დღის შემდეგ იოანე გარდაიქმნა იესოს აღდგომის შედეგად.

მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა.

იოანე 20:6-8

იოანე მოწიწებისა და გაოცების გრძნობით აღავსო ცარიელი სამარხის დანახვამ, სადაც მანამ სუდარაში გახვეული იესოს ცხედარი ესვენა და სახეზე ჰქონდა ტილო გადაფარებული. აღდგომის დილას უზარმაზარი ლოდი გადააგორა ანგელოზმა. რომაელი ჯარისკაცები თავზარდაცემულნი დაიფანტნენ. სუდარა გახსნილი არ იყო, ისევ ისე იყო დახვეული, როგორც მანამ, როცა იესოს სხეულს შემოახვიეს დამარხვამდე.

იოანე განცვიფრებული იყო. კრძალვასა და რიდს მოეცვა იგი და ამ გრძნობას ის აღარც ერთი დღე აღარ დაუტოვებია თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ბოლომდე. კუნძულ პატმოსზე გადასახლებული 90 წლის მოხუცი იოანე ერთადერთი გახლდათ, ვისაც ქრისტემ ზეციური გამოცხადების დაწერა დაავალა ზეციური დიდებისა და დროთა აღსასრულის შესახებ. 

ჩვენც შეგვიძლია, უფლისადმი ამგვარი მოწიწებითა და განცვიფრებით ვიცხოვროთ ყოველდღე ქრისტეს აღდგომის გამო. ქრისტიანთა უმეტესობა კი აპათიით მოცული ატარებს დღეების უმეტესობას. ბიბლია მოსაწყენია მათთვის, ხოლო იესოს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა „წმინდა მითოლოგიად“ ეჩვენებათ. არაფერია ახალი და გასაოცარი მათთვის.

თუ ჩვენ ნამდვილად გვწამს იმის, რომ ქრისტემ სძლია სიკვდილს, შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ მოკრძალებისა და გაოცების გრძნობით. ვიღვიძებდეთ დილით და ველოდებოდეთ ჩვენი მხსნელის ხმის გაგონებას, ვხედავდეთ მას ქმნილებაში და ჩვენი ქრისტიანი დებისა და ძმების ცხოვრებაში. ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი ქრისტიანული ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდეს. მიმოიხედეთ და გაოცდით უფლის გასაოცარი ქმნილების ხილვისას.

იმედი არ გადაიწუროთ. ღმერთი მეორე შანსსაც გვაძლევს. ქრისტემ საუზმე მოუმზადა პეტრეს და დააბრუნა ღვთის მსახურებაში. პეტრესავით არცერთ მოწაფეს არ დაუშვია ამდენი შეცდომა. მან უარყო ქრისტე. ის მუდამ რაღაცას არასწორად ამბობდა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კი ისევ ბადე აიღო და თევზაობას დაუბრუნდა. იესო რბილად ელაპარაკა პეტრეს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი მისი მომზადებული თევზით საუზმობდა.

ეუბნება მათ იესო: ‘მოდით, ისაუზმეთ.’ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი. რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: ‘სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?’ ეუბნება მას: ‘დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.’ ეუბნება მას: ’აძოვე ჩემი კრავები.’ ეუბნება მას კვლავ მეორედ: ‘სიმონ იოანესო, გიყვარვარ?’ ეუბნება მას: ‘დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.’ ეუბნება მას: ‘დამწყემსე ჩემი ცხვრები.’ ეუბნება მას მესამედ: ‘სიმონ იოანესო, გიყვარვარ?’ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა ‘გიყვარვარ?’ და ეუბნება მას: ‘უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!’ ეუბნება მას იესო: ‘აძოვე ჩემი ცხვრები.’

იოანე 21:12-17

ბერძნულ ენაში არსებობს ოთხი სიტყვა სიყვარულის აღსანიშნავად: ეროსი, სტორგე, ფილეო და აგაპე. „აგაპე“ არის ღვთიური სიყვარული. იესომ ჰკითხა: „პეტრე, ღვთიური სიყვარულით გიყვარვარ?“ პეტრემ უპასუხა: „დიახ, უფალო, იცი, რომ მეგობრული სიყვარულით (ფილეო) მიყვარხარ.“ იესომ კითხვა გაუმეორა: „პეტრე, გიყვარვარ ღვთიური სიყვარულით?“ პეტრემ ისევ მიუგო: „დიახ, უფალო, იცი, რომ მეგობრული სიყვარულით (ფილეო) მიყვარხარ.“ იესომ კიდევ დაუსვა კითხვა: „პეტრე, ნამდვილად გიყვარვარ მეგობრული სიყვარულით?“ „დიახ, უფალო, იცი, რომ მეგობრული სიყვარულით მიყვარხარ.“ „მაშ, აძოვე ჩემი ცხვრები.“

პეტრეს უფალი არ უყვარდა სრულყოფილი სიყვარულით. თუმცა იესომ დაარწმუნა, რომ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის აღსრულებისკენ მოუწოდა მას. პეტრემ აიღო ქრისტეს კვერთხი. მწყემსის კვერთხი. წუწუნა, ფიცხი მოციქული იქცა იმად, რადაც იესომ თავიდანვე დაინახა ის. პეტრემ იქადაგა ორმოცდაათობის დღესასწაულზე და უძღვებოდა იერუსალიმის ეკლესიას. ისიც ჯვარცმით აღესრულა. პეტრე რომში აღესრულა თავდაყირა ჯვარცმული, რადგან თავი უღირსად მიიჩნია, ისევე მომკვდარიყო, როგორც თავისი უფალი.

როგორ შეუძლია ქრისტეს აღდგომას, შეგცვალოთ? ახლა უკვე გაქვთ იმედი. უფალს არ აინტერესებს თქვენ მიერ წარსულში დაშვეული შეცდომები, მარცხი, მცდარი სიტყვები. შეიძლება უარგიყვიათ კიდეც ქრისტე, როგორც უფალი. შეიძლება ის უკანასკნელ ადგილზე იყოს თქვენს ცხოვრებაში. ახლა შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ და ნახავთ, რომ ქრისტე თქვენს ცხოვრებას აღდგომის გასაოცარი ძალით აღავსებს!

მოიშორეთ ყოველგვარი ეჭვი და შიში. იხილეთ ღვთის გასაოცარი ძალის მოქმედება ყოველდღე. ჩაეჭიდეთ იმედს, რომელსაც უფალი გაძლევთ. ის აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები