ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

დაუპირისპირდი შენს ყოველგვარ შიშს!

by ნატალია ჩიქოვანი 15 მარტი, 2021
15 მარტი, 2021 767 ნახვა

12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ, ორ წელიწადში ისინი კვლავ დაქორწინდნენ და შემდეგ კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს. 21 წლის ასაკში კი ყველაზე მძიმე პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში. არიზონის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვფიქრობდი, რომ უკვე ყველაფერი მქონდა გაკეთებული იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. უნივერსიტეტში პოპულარული გახლდით, „დედოფლობისთვის“ ვიყავი ნომინირებული უნივერსიტეტის წვეულებაზე. ვფიქრობდი,  ბედნიერი ვიქნებოდი, თუ შეყვარებული იურიდიული ფაკულტეტიდან მეყოლებოდა; ბედნიერი ვიქნებოდი, თუ დავინიშნებოდი ან რომელიმე ქალთა ორგანიზაციაში გავწევრდებოდი. ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი ამისრულდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, უფრო მეტი სიცარიელე ვიგრძენი. ჩემი მეგობარი ბიჭი, რომელთან ერთადაც ვაპირებდი, ბედნიერი ვყოფილიყავი, მუდმივად მაკონტროლებდა. გამუდმებით მაძლევდა შენიშვნებს ჩემს წონასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, კვების რეჟიმი დამერღვა. ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი იმ შემთხვევაში მომეწონებოდა, თუ 40 კილოგრამი გავხდებოდი.

შარდმდენ და საფაღარათო საშუალებებზე ვიყავი დამოკიდებული და კვების მკაცრი რეჟიმი მქონდა. როდესაც ამის გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რატომ იყო ამ დღეში ჩემი სხეული. ფიზიკურად და მორალურად გავანადგურე საკუთარი თავი… ვფიქრობდი, რომ დაუმორჩილებლობა და პროტესტი ყველაფრის მიმართ თავისუფლებამდე მიმიყვანდა, თუმცა  იმ ზაფხულს, არიზონაში, აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების ნაცვლად ტყვედ ვიქეცი.

უნივერსიტეტიდან უკან ინდიანაში ვბრუნდებოდი. მარტო ვიჯექი ჩემს მანქანაში და მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ისეთ ადამიანად ვიქეცი, როგორიც არასდროს მომწონდა. ცარიელი ვიყავი, ზედაპირული, ვერიდებოდი ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისთანაც კარგი დროის გატარებას ვერ შევძლებდი. ზუსტად ისეთი გავხდი, როგორ ადამიანსაც თავად ყოველთვის ვერიდებოდი. მახსოვს, ვლოცულობდი და ვამბობდი: „ღმერთო, თუ ნამდვილად ხარ, მაჩვენე შენი ძალა.“

ჯონი ახალი გაცნობილი მყავდა, როცა ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფში დამპატიჟა პიკნიკზე. მახსოვს, ძალიან უცხო გარემო იყო ჩემთვის და თანაც ჩემი გემოვნების შეუსაბამო მუსიკას უკრავდნენ. სიმრთლე რომ ვთქვა, მხოლოდ უფასო საჭმლის გამო წავედი, მაგრამ იმ ღამეს პირველად მოვისმინე ღმერთის სიყვარულის შესახებ. ამ სიტყვებმა ჩემი გული დაიპყრო.

ჯონთან ჩემი პირველი შეხვედრა თავიდან დაბადებას ჰგავდა, სულიწმიდით და კურნებით ავივსე. ჯონმა მითხრა, რომ იესო იმისთვის მოვიდა, რათა მე გადავერჩინე.  მან არ იცოდა, როგორი განადგურებული ვიყავი… ამ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბიბლია წაკითხული არ მქონდა. ისე გავიზარდე, რომ არასდროს წამიკითხავს ის. ჩემთვის ეს იყო წმინდა წიგნი, რომელიც თაროზე იდო და მხოლოდ პირველი ზიარების დროს იყო საჭირო მისი თან წაღება ეკლესიაში. ბიბლიის ხარბად კითხვა დავიწყე. ეს უბრალოდ კითხვა არ იყო, ის მიმართულებას აძლევდა ჩემს სულს, თანდათან ვხვდებოდი ჩემი არსებობის მიზანს. გამალებით დავიწყე კითხვა და ვამბობდი: „მოიცადეთ… ეს ყველაფერი სიმართლეა? რატომ არასდროს გამიგია ამის შესახებ?“ ვიცოდი, რომ მსახურებისთვის ვიყავი მოწოდებული, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ეს რას ნიშნავდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ ჯონი და მე დავქორწინდით, მაშინ ჩვენ 23 და 22 წლისანი ვიყავით, ჩვენ ღმერთს მივენდეთ.

ჩემთვის ცვლილებები 1987 წელს, ახალი წლის ღამეს დაიწყო. ლოცვაში ვთხოვე ღმერთს: „მინდა, ჩემს ცხოვრებაში მოხვიდე და ამოატრიალო იგი… ყველაფერი, რაც მაბრკოლებს და შენგან შორს მამყოფებს, მინდა, რომ აღარ იყოს ჩემს ცხოვრებაში.“ ორი კვირის შემდეგ მე ვთქვი: „ამოატრიალო არა… უკეთესი რომ გახდეს ჩემი ცხოვრება, ამას ვგულისხმობდი.“  და რა მოხდა?! ყოველი ამაზრზენი რამ, ჩემი ადამიანური ბუნების ყოველი სიმახინჯე ზედაპირზე ამოტივტივდა და არ მომეწონა, ეს შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ღმერთი ერთგვარ ნებართვას ელოდა, რომ დაენახვებინა ჩემთვის ჩემი შინაგანი ბუნება.

ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, თავისუფლებაა, მაგრამ თუ ამბობ, რომ თავისუფლება გინდა, მაშინ ღმერთი მოგცემს ძალას, გაუსწორო თვალი შენს ყოველგვარ შიშს. მაშინ, როდესაც ღმერთისგან აღთქმა მოდის ციდან დედამიწაზე, ეს შიშს იწვევს. ამიტომაა, როდესაც ანგელოზები მოდიან დედამიწაზე, ისინი ყოველთვის ამბობენ: „ნუ გეშინია“, როდესაც ღმერთს რაიმე ახალი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, ის ამბობს: „ნუ გეშინია“. ჩვეულებისამებრ, მას მოაქვს ის, რაც ჩვენი უდიდესი იმედი ან ღამის კოშმარი ხდება. მარიამი გაიხსენეთ, ანგელოზმა უთხრა:  „ნუ გეშინია, შენ ქორწინების გარეშე გახდები დედა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, შენ მუცლით ატარებ მესიას.“ ჩვენი ცხოვრება მრავლისმომცველი უნდა გახდეს, სადაც შიშს რაღაც დაუპირისპირდება, რაღაც შეუძლებლის მარცვალი უნდა დაითესოს ჩვენს ცხოვრებაში.

ჩემი უდიდესი შიში ხალხის წინაშე გამოსვლა იყო. ხელოვნური თვალი მაქვს, 5 წლის ვიყავი, თვალი რომ დავკარგე. ცხოვრებაში საჯაროდ არაფერი გამიკეთებია, სულ ვიმალებოდი. როდესაც დამამთავრებელ კლასში ვიყავი, სიტყვით გამოსვლა დამავალეს. ძალიან კარგად მოვემზადე და კლასის წინაშე გამოვედი, ერთ-ერთმა ბიჭმა საკლასო ოთახის ბოლოდან  „ციკლოპი“ დამიძახა. გავიყინე. კლასიდან გავიქეცი, ხელმძღვანელთან მივედი და ვუთხარი: „ამის გაკეთება არ შემიძლია. ფიზიკური ნაკლი მაქვს!“ და იცით რა? ის დამეთანხმა. მითხრა: „მართალი ხარ. ფიზიკური ნაკლი გაქვს,  ეს ძალიან რთულია შენთვის.“ ამის გამო 15 წლის ასაკში უარი ვთქვი სიტყვით გამოსვლაზე, უარი ვთქვი წერაზე, ესაა ორი რამ, რასაც ახლა ვაკეთებ. თუმცა ღმერთმა სხვა რამ მითხრა, მან თქვა: „ყველაფერი კარგადაა, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შენს საკუთარ წიგნებს დაწერ ან შენი მეუღლის წიგნებს გაუწევ რედაქტორობას.“

აი, რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან: ადამიანები ყოველთვის გეთანხმებიან იმაში, რომ ზღვარდადებული ხარ, მაგრამ ღმერთი – არასდროს! ღმერთი გვათავისუფლებს ლიმიტისგან, ამიტომ უსაზღვროები ვართ. ეს სულაც არ არის ცუდი, ეს ნიშნავს, რომ ის ისმენს ჩვენს ძლიერ სურვილსა და მისწრაფებას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება ყოველთვის შიშის საპირისპირო მხარესაა.

ავტორი: ლიზა ბევირი

P.S. ლიზა ბევირს უამრავი წიგნი აქვს დაწერილი, იგი ცნობილი მქადაგებლის, ჯონ ბევირის, მეუღლეა და ისინი ერთად ემსახურებიან უფალს.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები