ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ემოციები აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას?

by ნინო ხუროშვილი 15 თებერვალი, 2021
15 თებერვალი, 2021 659 ნახვა

მაოცებს, თუ როგორ ექცევიან ადამიანები ემოციების გავლენის ქვეშ. ემოციები განაგებს მათ ცხოვრებას, საღ აზრს უგულებელყოფენ, ფაქტებს წინააღმდეგობას უწევენ, ცხოვრებას კი ემოციების გამადიდებელი შუშით უყურებენ.

მე მესმის და ვაფასებ ადამიანის ემოციურობას, წიგნიც კი მაქვს დაწერილი ამ თემაზე, მაგრამ, მოდით, დავიცვათ წონასწორობა ემოციებსა და საღ აზრს შორის. ნუ დააფუძნებთ თქვენს ცხოვრებას ემოციებზე და, რა თქმა უნდა, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ემოციურ ფონზე. 

ისწავლეთ გრძნობასა და აზროვნებას შორის განსხვავების დანახვა

მარკ ტვენმა თქვა: „ჩვენ გამუდმებით რაღაცას ვგრძნობთ და შეცდომას ვუშვებთ, როცა ეს აზროვნებაში გვეშლება.“ ხშირად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, ტვინის რომელი ნაწილია მეტად აქტიური მოცემულ მომენტში: ჩვენი ლიმბური სისტემა (ემოციები), თუ შუბლის წილი (აზროვნება და მსჯელობა). მაშინ, როცა გაბრაზებული ხართ, ან მოწყენილი, ბედნიერი, ან უგულებელყოფილი − ესენი ემოციებია. მაშინ, როცა თქვენ ფიქრობთ მონაცემებსა და ფაქტებზე და უპირატესობას რაციონალურ დისკურსსა და არსებულ მტკიცებულებათა გააზრებულ მსჯელობას ანიჭებთ − ეს აზროვნებაა.

ხშირად გრძნობასა და ფიქრს შორის ე. წ. უკუდამოკიდებულებაა

ზოგჯერ, რაც უფრო მეტად ჭარბობს ემოცია, მით უფრო ნაკლებად შეგვიძლია საღად აზროვნება. ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც ადამიანი ემოციურ ზღვარზეა, საღი აზროვნების უნარი აღარ შესწევს. მსგავსად ამისა, თუ ჩვენ მხოლოდ რაციონალიზმის მეშვეობით ვუყურებთ ცხოვრებას, ვერ შევძლებთ სხვების მდგომარეობის სრულად გაგებას და გამოგვრჩება ადამიანური გამოცდილების სიღრმე. ისწრაფეთ წონასწორობისკენ. თავი აარიდეთ ემოციურ თავშეუკავებლობას.

გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდენით ფაქტებს

გადაწყვეტილების მიღებისას გჭირდებათ ფაქტები. მოძებნეთ და მიანიჭეთ პრიორიტეტი მათ. ყველას აქვს იმის უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ არა საკუთარი ფაქტები. ზოგჯერ მოსაზრებანი და ინდივიდუალური თვალთახედვანი უნდა გათვალისწინებულ იქნეს, მაგრამ მხოლოდ ფაქტების განხილვის შემდგომ. მაშინ, როდესაც თქვენი ემოციები პიკს აღწევს, აუცილებლად შეიკავეთ თავი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისგან.

ზოგადად, რაციონალური აზროვნება აღემატება ემოციებს

თითოეული ადამიანი ემოციურია, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანური ემოციურობის უარყოფა. ჩვენი ცხოვრება სავსეა დადებითი ემოციებით (ვგრძნობ კმაყოფილებას, ბედნიერებას, ვგრძნობ, რომ მხარს მიჭერენ ადამიანები), ასევე მტკივნეული ემოციებით (მოწყენილი ვარ, უგულებელყოფილი, გულნატკენი, მარტოსული, ვგრძნობ, რომ მხარში არავინ მიდგას). ეს ემოციები ადამიანური გამოცდილების სასიცოცხლო ნაწილია და საკუთარი წვლილი შეაქვს ჩვენს არსებობაში, თუმცა ლოგიკა და მსჯელობა უფრო სანდო გზას გვიკვალავს ჭეშმარიტებისა და განვითარებისკენ.

ავტორი: დონ მაკმინი


ამავე კატეგორიის

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები