ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

by ნინო ხუროშვილი 27 იანვარი, 2023
27 იანვარი, 2023 101 ნახვა

„იმედია, ხვალ არ გათოვდება,“ – ვამბობთ ჩვენ და ვფიქრობთ იმაზე, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მონახულებას ვაპირებთ. ან კიდევ, „იმედია, ეკლესიის წინ გზის შეკეთებას მალე დაასრულებენ, რომ ქორწილისთვის მოესწროს“; „ვიმედოვნებ, სუზი მაშინვე დამირეკავს, როგორც კი თვითმფრინავი დაჯდება.“

ამგვარი იმედი მეოცნებე ფიქრია და ხანდახან უგუნური ოპტიმიზმიც კი. ეს არ არის ჭეშმარიტი იმედი. იმდენი ხანია, ასეთნაირად ვიყენებთ ამ სიტყვას, რომ თითქმის დავუკარგეთ კიდეც აზრი და ვერ ვხვდებით მის ნამდვილ მნიშვნელობას მანამ, სანამ ებრაელთა 6:18-19-ს არ წავიკითხავდეთ: „…იმედს, რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე.“

თქვენი იმედი ღუზაა თქვენი სულისათვის? თქვენი მეოცნებე იმედი ჭეშმარიტ იმედად გარდაიქმნა ჯვრის წინაშე? იობის გამოცდილ იმედს ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა აცოცხლებდა:

„რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება“
იობი 13:15

ეს საკმაოდ დიდად განსხვავდება იმისგან, რომ უბრალოდ ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შედეგის იმედი გვქონდეს! შეიძლება, რომ ჩვენმა ტანჯვამ (ისეთმა ტანჯვამაც კი, რომელსაც თავად ვიწვევთ ჩვენს ცხოვრებაში) მოგვცეს ნედლი მასალა ჭეშმარიტი იმედისათვის? ოსია სწორედ ასე ფიქრობდა. ღმერთის სახელით ლაპარაკისას მან დაწერა:

„იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის [მწუხარება, უბედურება] ხეობას, როგორც იმედის ზღურბლს“
ოსია 2:15

ყაქორის ველს, რომელიც იერიქონის ახლოს მდებარეობდა, იესო ნავეს ძემ სახელი უწოდა ყაქანის სახელის მიხედვით, რომელმაც ცოდვა შეიტანა ისრაელის ბანაკში. ყაქანის სახელი ნიშნავდა „უბედურებას.“
იერიქონში ისრაელიანთა გამარჯვების შემდეგ ყაქანმა რაღაცები მოიპარა მტრის ქონებიდან და ამით თავისი თანამოძმეები ქალაქ ჰაღაისთან მარცხისთვის გაწირა. ის და მისი ოჯახი ჩაქოლეს, რათა ღვთის რისხვა აღარ ყოფილიყო მთელ ხალხზე. მას შემდეგ ამ ველს ყაქორის ველი ეწოდებოდა.


ამის მერე ისრაელიანებმა მეორედ შეუტიეს ჰაღაის და აიღეს იგი. ყაქორის ველი კი მათთვის შეხსენება იყო იმისა, თუ რა უძღოდა წინ მათ გამარჯვებას. ეს იგივე ველია, რომლის შესახებაც ექვსი საუკუნის შემდეგ წინასწარმეტყველი ოსია ამბობდა, რომ ღმერთი მას „იმედის ზღურბლად“ აქცევდა.

„ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ [ისრაელს] და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო… და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.“
ოსია 2:14, 19-20

დღეს, როცა 26 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ოსიამ იმედის შესახებ ეს სიტყვები იწინასწარმეტყველა, შეგვიძლია შევხედოთ მათ წუთისოფელში მოსული სინათლის – იესო ქრისტეს წყალობით; მას შეუძლია, შემოაბიჯოს ჩვენი უბედურების ველზე და ჩვენი ცრუ იმედი ჭეშმარიტ იმედად გარდაქმნას, რომელიც ჩვენი სანდო ღუზა იქნება.

უფლის დახმარების წყალობით შეგვიძლია, ვიცხოვროთ იმ სინამდვილით, რომელიც 1-ლი კორინთელთა მე-13 თავშია აღწერილი: „ახლა კი რჩება ეს სამი: რწმენა, იმედი, სიყვარული.“


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

ცოდვაა თუ არა სიზარმაცე?

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    რა არის ქრისტიანული ათეიზმი?

    3 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები