ქრისტიანი თუ ხარ, მაშინ შენ გეხება ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც ქვემოთაა მოცემული. იკითხე ყოველდღიურად და აღიარე ხმამაღლა, რადგან ამ ჭეშმარიტებათ შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.
ვინ ვარ ქრისტეში:
იოანე 1:12 – მე ღვთის შვილი ვარ!
იოანე 15:15 – ქრისტეს მოწაფე და მისი მეგობარი ვარ!
რომაელთა 5:1 – უკვე გამართლებული ვარ!
1 კორინთელთა 6:17 – შევუერთდი უფალს და ერთი სული ვარ მასთან!
1 კორინთელთა 6:19-20 – ფასით ვარ ნაყიდი და უფალს ვეკუთვნი!
1 კორინთელთა 12:27 – ქრისტეს სხეულის ნაწილი ვარ!
ეფესელთა 1:3-6 – უფლის რჩეული ვარ და მაქვს შვილობა!
კოლასელთა 1:13-14 – გამოსყიდული ვარ და ცოდვები მეპატია!
კოლასელთა 2:9–10 – ქრისტეს სისავსით ვცხოვრობ!
ებრაელთა 4:14-16 – მაქვს მისასვლელი მადლის ტახტთან იესო ქრისტეს მეშვეობით!
დაცული ვარ:
რომაელთა 8:1-2 – თავისუფალი ვარ ცოდვისგან!
რომაელთა 8:28 – დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოება სასიკეთოდ მეწევა!
რომაელთა 8:31-39 – ღმერთი ჩემკენ არის და ვერაფერი ჩამომაშორებს ქრისტეს სიყვარულს.
2 კორინთელთა 1:21-22 – ღმერთმა განმამტკიცა ქრისტეში და მცხო!
კოლასელთა 3:1-4 – ჩემი სიცოცხლე დაფარულია ქრისტეში!
ფილიპელთა 1:6 – ღმერთი დაასრულებს თავის დაწყებულ საქმეს ჩვენში!
ფილიპელთა 3:20 – მაქვს ზეციური მოქალაქეობა!
2 ტიმოთე 1:7 – არ მომცემია შიშის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების!
1 იოანე 5:18 – ღვთისგან ვარ შობილი და ბოროტება ვერ მომეკარება!
რას ვფლობ ქრისტეში:
იოანე 15:5 – იესო ვაზია, მე ლერწი და მის გარეშე არაფერი შემიძლია!
იოანე 15:16 – დადგენილი ვარ ღვთისგან, რათა ნაყოფი გამოვიღო!
1 კორინთელთა 3 : 16 – ღვთის ცოცხალი ტაძარი ვარ !
2 კორინთელთა 5:17-21 – შერიგების მსახური ვარ ქრისტე იესოში!
ეფესელთა 2:6 – ქრისტესთან ერთად ზეცაში ვზივარ!
ეფესელთა 2:10 – ღვთის თანამშრომელი ვარ!
ეფესელთა 3:12 – მაქვს გაბედულება რწმენის მეშვეობით!
ფილიპელთა 4:13 – ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში!
ავტორი: ნილ ანდერსონი