ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ისწავლეთ სულიწმიდის ძალით ცხოვრება

by ნატალია ჩიქოვანი 1 მარტი, 2021
1 მარტი, 2021 346 ნახვა

ეკლესია არის ღმერთის გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რათა შეცვალოს სამყარო. ეს არის ღვთის იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიდეს დედამიწაზე ღმერთის სამეფო. იესომ გაგზავნა ძალით შემოსილი თავისი მოწაფეები, რათა ექადაგათ ღვთის სასუფევლის შესახებ. ეკლესიას აქვს ძალა, შეცვალოს მსოფლიო. და დღეს ჩვენც, ქრისტეს მიმდევრებმა, უნდა გამოვაცხადოთ, რომ ღვთის სამეფო აქ არის. ესაა ჩვენი მისია! თუმცა ამის ნაცვლად ხშირად ვამბობთ: „ჩვენ გვაქვს სუპერთანამედროვე ეკლესია, ნოვატორული მიღწევები…“ 

იესო გვგზავნის, როგორც ცხვრებს მგლებს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერნი და ღვთის სიბრძნით აღსავსენი, რათა ბოლომდე დავრჩეთ სიწმინდეში. ღვთის სასუფევლის გავრცელებას დიდი ფასის გადახდა სჭირდება, არ გეტყვით, რომ ეს უსაფრთხოა დღევანდელ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ღვთის სიტყვაში არის ძალა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

პირველი ეკლესია ეზიარა იესოს სასწაულებს, იხილა იგი ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი. იესოს მოწაფეებმა გაიაზრეს ხსნის სიხარული ქრისტეში და წაიღეს ეს კეთილი უწყება ყველგან, სადაც კი შეძლეს. ისინი რთულ გზას დაადგნენ. სახარების გავრცელება არ იყო არც ადვილი და არც უსაფრთხო, მაგრამ ისინი იყვნენ გაბედულნი, სულიწმიდის ძალით აღვსილნი და ღმერთი იყო მათთან. დღესაც ეკლესია უნდა იყოს ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე, ის არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ მშვიდი ნავსაყუდელი, ეს ტრამპლინია ქვეყნიერებაზე მრავალი სულის გადასარჩენად. 

„მე არ ვარ სრულყოფილი ღვთის სასუფევლის გასავრცელებლად“, – იტყვი შენ, მაგრამ არცაა საჭირო, ვიყოთ სრულყოფილნი და ვერც ვიქნებით, მთელი გულითაც რომ მოვინდომოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს ღმერთი ზეცაში, რომელსაც ვუყვარვართ და არსებობს იდეა, რომელიც ყველაფერზე დიდია. ეს ღვთის სასუფევლის გავრცელებაა. განადიდეთ იესოს სახელი ყველგან, სადაც წახვალთ და ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. 

ბევრი ჩვენგანი ცდილობს, ფოკუსირდეს იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი „სამიზნე აუდიტორია“, მაგრამ როდის უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ ვის სახელს ვქადაგებთ? 

უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შეგვიყვარა და ახლა ჩვენ უნდა გავხდეთ ამ სიყვარულის „თარჯიმნები“ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ეს ჯერ არ იცის. ქრისტეს სიყვარულის წინაშე მთელი ჩვენი ქონება, სახელწოდებით „მე“, ფასს კარგავს, რადგან იესომ საკუთარი თავი გაიღო ჩვენთვის. როდესაც მან თქვა „აღსრულდა“, ჩვენც მასთან ერთად ვთქვით ეს სიტყვა; როდესაც ის მოკვდა, ჩვენც მოვკვდით; როდესაც ის აღდგა, ჩვენც აღვდექით და ახლა აღარ ვცხოვრობთ საკუთარი თავებისთვის, არამედ მისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა. იესომ სიცოცხლე გაგვიცვალა ჯვარზე. და ახლა ჩვენ უნდა მივდიოდეთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ ღმერთმა ჯვარცმით სიკვდილამდე შეიყვარა ისინი და მათი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ქვეყნიერებაზე გასვლა, ვიდრე საკრებულოებში კომფორტულად ჯდომა. ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს ხალხის აღჭურვა და გაგზავნა ქვეყნიერების „ბნელ“ ადგილებში, რათა იყვნენ ნათელი წუთისოფლისთვის. უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა ჩვენი ხალხი ჯანსაღი რწმენაში, აღჭურვილი საჭირო ძალით და შთაგონებული ამ მისიისთვის. 

ქრისტიანებო, შეარყიეთ ჯოჯოხეთის კარიბჭეები სულიწმიდის ძალით.

დღეს კაცობრიობას არ სჭირდება საქმიანი ლიდერები, არამედ მებრძოლები, რომლებიც ჯოჯოხეთს შეარყევენ. გახსოვდეთ, რომ ეკლესია ფიზიკური ადგილი არ არის, ეს სულიერი მისიაა, რომლის მეშვეობითაც ჩვეულებრივი ადამიანები აღიჭურვებიან და ღმერთის ძალით არაჩვეულებრივ, ზებუნებრივ საქმეებს აკეთებენ.

უბრალოდ გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია; შესაძლოა ზოგჯერ არ გამოგივიდეს, მაგრამ განაგრძე; შესაძლოა შეგეშალოს, მაგრამ განაგრძე, უთხარი ხალხს, რომ ღვთის სასუფეველი უკვე აქაა. 

ავტორი: ლუი გიგლიო


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები