ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ისჯება თუ არა ყველა ცოდვა ერთნაირად ჯოჯოხეთში?

by ნინო ხუროშვილი 10 დეკემბერი, 2020
10 დეკემბერი, 2020 3.6K ნახვა

ფართოდ გავრცელებული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ყველა ცოდვა ერთია ღმერთისათვის“, წმინდა წერილს არ ეფუძნება. დიახ, ყველა ცოდვა ცუდია, გვაშორებს ღმერთისგან და იმსახურებს ღვთის რისხვას. ყველა ცოდვის გამო გაეკრა ქრისტე ჯვარზე და ახლა უფალი უსასყიდლოდ გვთავაზობს თავის მადლს, რადგან არცერთი ცოდვა არ რჩება ღვთის მადლის მიღმა. მაგრამ მითია ის, რომ ყოველი ცოდვა ზუსტად ერთი და იგივეა ღმერთის წინაშე. დაფიქრდით იმის შესახებ, რაც კორინთელთა მიმართ 1-ელ წერილშია დაწერილი: (6:18): „გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.“  

ყურადღება მიაქციეთ, რომ სექსუალური ცოდვა ხარისხობრივად აშკარად განსხვავებულია.

წმინდა წერილი მკაფიოდ მიგვითითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ცოდვა უფრო მეტად განისჯება, ვიდრე სხვანი. განკითხვა გულისხმობს ყველას: „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები.“ (გამოცხადება 20:12), ხოლო მოციქული პავლე წერს: „ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს… ყველას საკუთარი საქმეებისამებრ მიუზღავს… მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას ‒ რისხვასა და გულისწყრომას.“ (რომაელთა 2:5-7).

სასჯელის სხვადასხვა ხარისხი იქნება მათთვის, ვინც უარყოფენ ქრისტეს. მკვდრები „განკითხულ იქნენ წიგნებში ნაწერიდან… თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.“ (გამოცხადება 20:12,13). ამგვარი განკითხვა მოითხოვს იმ საქმეთა შეფასებას, რომლებიც ადამიანებს უკეთებიათ და ცხადია, რომ აქ მათ სხვადასხვა საქმე უკეთებიათ ‒ ყველა ერთი როდია.  

უფალი იესო ამბობს:

ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.

ლუკა 12:47-48

მაცხოვარი ეუბნება ქალაქებს ქორაზინსა და ბეთსაიდას:

მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.

მათე 11:22

23-ე და 24-ე მუხლებში კი ამბობს: „შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“

მწიგნობრებზე კი ქრისტე ამბობდა, რომ „ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“ (ლუკა 20:47). მან ისიც თქვა, რომ ზოგი ადამიანი „მაგარ ცემას მიიღებს“, ზოგი კი „ნაკლებად იცემება.“ (ლუკა 12:47-48). ეს მუხლები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ სასჯელის სხვადასხვა საფეხური არსებობს.  

მაშ, სხვაგვარად როგორ უნდა განვმარტოთ ხსენებული მუხლები? არ წაიშლება არცერთი მცდარი საქციელი. ყველაფერი გათვალისწინებული იქნება:

თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.

მათე 12:36

ყოველ ნათქვამ სიტყვას, ყოველ ჩადენილ საქციელს ნათელი მოეფინება და განიკითხება:

რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს ‒ კარგი იქნება თუ ცუდი.

ეკლესიასტე 12:14

სამსჯავროს დღეს ადამიანთა გულის საიდუმლოებანი გამომჟღავნდება. პავლე მოციქული წერს იმ დღის შესახებ, როცა ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ. (რომაელთა 2:16; შდრ. ლუკა 8:17). „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.“  

ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება.

ლუკა 12:3

ვფიქრობ, კითხვას იმის შესახებ, ჯოჯოხეთში ჰიტლერი იმავე სასჯელს მიიღებს თუ არა, რასაც საშუალო ცოდვილი, სწორედ ზემოხსენებული ბიბლიური მუხლებიდან უნდა გაეცეს პასუხი. რასაკვირველია, ეს დიდი ნუგეში სულაც არ გახლავთ, რადგან ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს ღმერთის სამართლიანობის დადასტურებაა, იმისა, რომ უფალი სრულყოფილი, სამართლიანი და კეთილია. 

წყარო: https://preachitteachit.org


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები