ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„იყავით უკომპრომისონი ცოდვის წინააღმდეგ!“

by ნატალია ჩიქოვანი 22 თებერვალი, 2021
22 თებერვალი, 2021 576 ნახვა

ბევრ ეკლესიაში მოისმენთ ქადაგებას სიყვარულის, იმედის, მხნეობისა და იდენტობის შესახებ. ეს ყოველივე კარგია, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ნაქადაგები პირდაპირი და უხეში სიტყვების მოსმენის შემდეგ ქანქარა ბუნებრივად სხვა მხარეს გადაიხარა ‒ შორს შევტოპეთ? იქნებ დაგვავიწყდა, რას ნიშნავს, ვიყოთ ნამდვილი მეგობრები მათთვის, ვინც ჩვენს სახლში შემოდიან? 

წინა ათწლეულებში შეცდომა დავუშვით იმით, რომ ადამიანებს სიმართლეს ისე ვეუბნებოდით, რომ ჩვენს ნათქამში სიყვარული დიდად არ მჟღავნდებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე ისე ხშირად აღარ ვთქვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისწავლოთ სიმართლის თქმა სიყვარულით.

იესო ნამდვილად იყო ცოდვილების მეგობარი და ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ დროა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. თქვენს შემთხვევაში არ ვიცი, როგორი მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ჩემი მეგობრებისგან მოველი, რომ ისინი სიმართლეს მეტყვიან. თუმცა არ მინდა, პირდაპირ მომახალონ ეს სიმართლე, მინდა ეს სიყვარულით გააკეთონ.   

ჩვენ ხშირად უხეშად გვახლიან სიმართლეს პირში, რაც სულაც არაა სასიამოვნო. სიმართლე სიყვარულის გარეშე უბადრუკია, მაგრამ სიყვარული სიმართლის გარეშე უმიზნო და უმნიშვნელოა. ჩვენ ორივე გვჭირდება, უფალ იესოში კი ორივე თვისებას ვხედავთ. ის არის ღმერთი, რომელსაც უყვარს ადამიანები, ის არის სიყვარული და ჭეშმარიტება. (იოანეს სახარება 14:6).

გავიხსენოთ ქალის ამბავი, რომელსაც მრუშობაზე წაასწრეს, იოანეს სახარების მე-8 თავი. ის მხილებულია ცოდვაში, გარს შემოხვევიან ფარისეველი ბრალმდებელნი, რომელთაც მისი ჩაქოლვა სურთ. ბევრმა ჩვენგანმა იცის ეს ამბავი. იესო იხრება და რაღაცას წერს ქვიშაზე. შემდეგ დგება და ეუბნება თავის მოწინააღმდეგეებს: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ მისი ბრალმდებლები. შემდეგ დგება დიდებული წუთი, როცა ღვთის მადლი სრული სისრულით ვლინდება. უფალი იესო  მიუბრუნდება ქალს და ეკითხება: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ „არავინ, უფალო.“ ‒ პასუხობს ქალი. „არც მე გდებ მსჯავრს.“ ‒ ეუბნება იესო. ეს მონაკვეთი ნამდვილად შთამაგონებელია და დიდი მოწიწებით გვავსებს უფლის მიმართ. რაოდენ ძალუმად გამოვლინდა უფლის სიყვარული და მადლი ამ დიდებულ წუთში. იესო რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ეკლესიათა უმეტესობა იქცევა დღეს, იქვე დამთავრდებოდა ეს ამბავი. მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა. მისი სიყვარული ჩვენ მიმართ ძლიერი აღმოჩნდა. მარადისობის ღმერთი მისწვდა მიწას, რომლისგანაც შეგვქმნა და ერთი შეხებით გარდაქმნა.

იმ სიტყვების მსგავსად, როგორიც იყო: „არც მე დაგდებ მსჯავრს“, მშვენიერია მისი შემდეგი სიტყვებიც: ის ეუბნება ქალს: „წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“

რატომ? იმიტომ, რომ მან იცის: ქალი სიცოცხლეს ეძებდა იქ, სადაც მას ვერ იპოვიდა. იმიტომ, რომ მან იცის ‒ ქალი ცდილობდა, წყურვილი მოეკლა დაბზარული, დამშრალი ჭებიდან. ქრისტე ხედავს, რომ ქალის ცხოვრების გზები არეულია და სთავაზობს მას, რომ ეს გზები უკან მოიტოვოს, რადგან სურს, ქალმა ისე იცხოვროს, რისთვისაც არის შექმნილი უფლის მიერ. ის ხედავს ტკივილს, რომელიც ქალისავე არჩევანითაა გამოწვეული. ღმერთს უკეთესი რამ აქვს გამზადებული  მისთვის.

ხედავთ? ქრისტე უფრო მეტის მიღებას სთავაზობს მას, იმისა, რაც სუნთქვის შემკვრელად მშვენიერია.

ხედავთ? იესოს ვუყვარვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ, მაგრამ ის არასოდეს დაგვტოვებს იქ, სადაც ვართ. ის სიცოცხლისკენ მოგვიწოდებს.

ზოგჯერ ვჩუმდებით იმაზე, რაც ანადგურებს ადამიანების ცხოვრებას. თვალს ვხუჭავთ სიხარბეზე, იმავე სქესისადმი მიზიდულობაზე, თვალთმაქცობაზე, ჭორებზე, ამპარტავნობაზე, ცილისწამებაზე, მორალურ რელატივიზმზე, სქესთა არევაზე, აბორტზე, პორნოგრაფიაზე და სხვა. ნუთუ ჭეშმარიტად მოსიყვარულე ადამიანები ჩუმდებიან მსგავს რაღაცებთან დაკავშრებით?

ტყვეობასა და სირცხვილში დავტოვებთ ამ ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ სიყვარულით ვამხილოთ, რაც დროებით უხერხულად აგრძნობინებს თავს, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოსწორების გზაზე დააყენებს? ხომ არ გვერევა ერთმანეთში ადამიანის უპირობო სიყვარული და მისი ქმედებებისათვის ხელის დაფარება? გვჯერა, რომ ბიბლია დაუფარავად ლაპარაკობს ამ ყოველივესთან დაკავშირებით? ღვთის სიტყვა არ დუმს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ კი ვდუმვართ. მწარე სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები ისე, როგორც უფალ იესოს ვუყვარვართ. ჩვენ უკან ვიხევთ სიყვარულის სახელით. ქრისტე კი ასე არასოდეს იქცეოდა. მისი სიყვარული მეტად ღრმაა.

საყვარელნო, იყავით იესო ქრისტეს მსგავსნი, შემბრალენი, ჭეშმარიტებაში უკომპრომისონი.

ყოველთვის გაბედულად განაცხადეთ ღმერთის უცვლელი, მუდმივი, უპირობო, უსასრულო, დაუმსახურებელი, ურყევი სიყვარულის შესახებ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ სიყვარული ყოველთვის აღმატებულისკენ მოგვიწოდებს.

არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რაც იესომ თქვა: „მეც არ განგსჯი, წადი და ნუღარ შესცოდავ.“ ის არა მარტო გვპატიობს ცოდვებს და გვწმენდს სირცხვილს, ის გვათავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან და გვიხმობს სიცოცხლისკენ, რომელიც თავად გაგვიმზადა. ღმერთის სიყვარული მტკიცეა და ჩვენც სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს, რადგან ამისკენ ვართ მოწოდებულნი.

ავტორი: ლიზა ბევირი


ამავე კატეგორიის

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025
  • 4

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები