ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

კითხვები, რომლებიც გარდაცვალებამდე უნდა დაუსვა საკუთარ თავს

by ნატალია ჩიქოვანი 19 მარტი, 2021
19 მარტი, 2021 403 ნახვა

გუშინ დაკრძალვაზე სიტყვა წარმოვთქვი. ამ დილით კი ვფიქრობდი, რომ სიკვდილი არც ისე შორსაა თითოეული ჩვენგანისგან, როგორც ეს ხშირად გვგონია. არ ვიცი, რამდენად მალე მოვკვდები, 90 წელი ვიცოცხლებ თუ 90 წუთი, მაგრამ დრო გარბის და ეს დღე ქურდივით შეუმჩნევლად და სწრაფად მოვა.

დაკრძალვაზე ხალხს ვკითხე, უფიქრიათ თუ არა, რა დაამახსოვრდებათ გარშემომყოფებს გარდაცვალების შემდეგ მათ შესახებ. მე თავადაც მაინტერესებს, რა გაახსენდებათ ადამიანებს ჩემზე, როდესაც აღარ ვიქნები.

მეც, აბრაამის მსგავსად, დამიმახსოვრებენ, როგორც „რწმენის კაცს“? (გალატელთა 3:9)

მეც, აბრაამის მსგავსად, ვიწოდები ღმერთის მეგობრად? (იაკობი 2:23)

ვინმე იტყვის, რომ მეც, დავითის მსგავსად, ღმერთის გულის სანდომი კაცი ვიყავი? (მოციქულთა საქმეები 13:22)

რას იტყვიან ეკლესიაში ჩემს მსახურებაზე? მოსეს მსგავსად ვიყავი კაცი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ღმერთის სახლი? (რიცხვნი 12:7; ებრაელთა მიმართ 3:2)

ისინი, ვინც მიცნობენ, იტყვიან, რომ მე მიყვარდა ჩემი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია? (ეფესელთა მიმართ 5:25)

ვინმე დაამოწმებს, რომ ღმერთს არაფერი დაუფარავს ჩემგან, რადგან ღმერთი მენდობოდა მე, რომ ვასწავლიდი ჩემს ოჯახს, რათა ევლოთ უფლის გზებით? (დაბადება 18:17-19)

ამ კითხვებში ჩანს ინტერესი იმის შესახებ, თუ რას იტყვიან ადამიანები ჩემზე, მაგრამ რას იტყვის ღმერთი, როდესაც მე გარდავიცვლები? როდესაც მის წინაშე წარდგომა მომიწევს?

ჩემზეც დაიწერება, რომ ძვირფასია უფლის თვალში მისი წმინდანების სიკვდილი? (ფსალმუნი 115:6)

სიკვდილი არაფერია, თუ არა მარადისობას შეერთება. ყოველი ქება, რომელიც ჩვენი დაკრძალვის  ცერემონიაზე წარმოითქმება, ქრისტეს მისამართით იქნება. ჩვენი ცხოვრების ყოველი ნაყოფი, რომელსაც ადამიანები დააფასებენ, სულიწმიდისგან იქნება მოცემული. დიდებულია უფალი და დიდებულ საქმეთა შემოქმედია იგი.

გარდაცვალების დღე, ამქვეყნიური არსებობის დასასრული გარდაუვალია, გვინდა თუ არა, ის აუცილებლად დადგება, დადგება მოულოდნელად და უცაბედად. თითოეული ჩვენგანი უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის და გვახსოვდეს, რომ სიკვდილი არც ისე შორს არის, როგორც გვგონია.

P.S. თუ გეცოდინებოდათ, რომ რამდენიმე კვირაში თქვენი სიცოცხლე დამთავრდება, რას უპასუხებდით ამ კითხვებზე:

  • დაუთმობდით თქვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ტელევიზორის ყურებას?
  • გაატარებდით დარჩენილ დროს უსაქმურობაში?
  • მოგინდებოდათ, ბოდიში მოგეხადათ რამდენიმე ადამიანისთვის?
  • მეტ დროს დაუთმობდით ოჯახსა და მეგობრებს?
  • ისურვებდით, ნაკლები მოგესმინათ გარშემომყოფთათვის და მეტი გელაპარაკათ თავად?
  • ისურვებდით, რომ გამოგეყენებინათ თქვენი ყოველი ნიჭი და შესაძლებლობა ბოლომდე?
  • ისურვებდით, დარჩენილი დრო გაგეყვანათ ვინმეს დადანაშაულებაში, რადგან ისე არ მიდის თქვენი ცხოვრება, როგორც გინდოდათ და ეს გარშემომყოფთა ბრალია?
  • დარჩენილ დროს წუხილში გაატარდებდით თუ ცხოვრებით დატკბებოდით და მეტს გაიღიმებდით?
  • ისურვებდით, მეტი დრო გაგეტარებინათ ბუნებაში?
  • ისურვებდით, გაგეკეთებინათ რაიმე ღირებული, რაც თქვენს „ნაკვალევს” დატოვებდა სამყაროში?
  • ისურვებდით, უფრო მეტად განგესაჯათ საკუთარი თავი და სხვები?
  • ისურვებდით, გეფიქრათ სხვების ფიქრებისა და ქმედებების  კონტროლზე?
  • ისურვებდით, ნაკლები გეცოცხლათ?
  • სინანულით იტყოდით, ნეტავ უფრო მეტი დრო მქონოდა?

თუ ისურვებდით მეტ დროს, რათა რაიმე შეგეცვალათ, მაშინ შეცვალეთ, რადგან დღეს გაქვთ ეს დრო! თუ გეცოდინებოდათ, რომ სულ ცოტა დრო დაგრჩათ, რა თქმა უნდა, არ გაატარებდით მას ტელევიზორთან პულტით ხელში… მაშ, ახლა რა გჭირთ? დანამდვილებით იცით, რომ კიდევ 50, 20, 10, ან თუნდაც ერთ წელს იცოცხლებთ? შეგიძლიათ, პასუხისმგებლობა აიღოთ თუნდაც მომდევნო ერთ წუთზე? რა თქმა უნდა, არა. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, როდის დატოვებს ამ სამყაროს. მაშ, მეტი ვიცოცხლოთ, მეტად გვიყვარდეს, მატად გვწამდეს და ვიმედოვნებდეთ…

ავტორი: ტაბითი ენიბვეილი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები