ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

კლაივ ლუისი – „რისთვის არის საჭირო თეოლოგია?“

by გუჯა ჩაჩანიძე 22 აპრილი, 2021
22 აპრილი, 2021 259 ნახვა

ხშირად მაფრთხილებდნენ, რომ არ მელაპარაკა თქვენთან იმ თემაზე, რომელზეც ამ წიგნში ვაპირებ საუბარს.

მეუბნებოდნენ, რომ „ჩვეულებრივ მკითხველს თეოლოგია არ სჭირდება, მიეცით მას უბრალო, პრაქტიკული რელიგია.“ მე უარვყავი ეს რჩევები. არ მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი მკითხველი ამდენად სულელია.

სიტყვა „თეოლოგია“ ნიშნავს „მეცნიერებას ღმერთზე“; ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, ვისაც სამყაროს შემოქმედზე ცოტა მაინც უფიქრია, ენდომება, შეძლებისდაგვარად, ნათელი და ზუსტი წარმოდგენა მიიღოს მასზე. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ, მაშ, რატომ უნდა მოგექცეთ ბავშვებივით?

ნაწილობრივ მესმის, თუ რატომ უნდოდა ზოგიერთს, რომ თეოლოგიისათვის გვედი ამევლო. მახსოვს ერთ-ერთი ჩემი საუბრის დროს ხანში შესული ოფიცერი, რომელსაც ჩანდა, რომ ბევრი რამ ენახა ცხოვრებაში, ადგა და თქვა: „მე ეს ლაქლაქი არ მჭირდება, მაგრამ მოგახსენებთ, რომ მეც რელიგიური ადამიანი ვარ. ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. ერთხელ, ღამით, უდაბნოში, მე ვიგრძენი მისი სიახლოვე. ეს უდიდესი საიდუმლოა. სწორედ ამიტომაც, არ მწამს თქვენი ფორმულებისა და დოგმების. ყველას, ვისაც რეალურად განუცდია ღმერთთან შეხება, ისინი საცოდავად, მშრალად და ყალბად მოეჩვენება.“

გარკვეული თვალსაზრისით ვეთანხმები ამ ადამიანს. სავსებით შესაძლებელია, რომ მან მართლაც იგრძნო ღმერთის სიახლოვე იმ უდაბნოში და როცა პირადი გამოცდილებიდან ქრისტიანული მოძღვრებისკენ შემობრუნდა, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ რაღაც რეალურიდან და ხელშესახებიდან განყენებულზე და არცთუ ისე მნიშვნელოვანზე გადავიდა. ალბათ, მსგავსი განცდა დაეუფლებოდა ადამიანს, რომელიც ოდესღაც ატლანტის ოკეანის ნაპირზე იდგა, ახლა კი მას რუკაზე დაჰყურებს. განა შეიძლება ოკეანის ტალღების გაფერადებულ ქაღალდთან შედარება? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუკა მართლაც გაფერადებული ქაღალდის ნაგლეჯია, მაგრამ თქვენ ორი რამ უნდა გააცნობიეროთ. პირველი, ის შედგენილია ასეულობით მკვლევრის აღმოჩენების საფუძველზე, რომლებიც ნამდვილ ოკეანეში დაცურავდნენ, ანუ ისეთივე მდიდარი და რეალური გამოცდილება ჰქონდათ, როგორც იმ ადამიანს, ოკეანის ნაპირზე რომ იდგა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ გამონაკლისს. ის ადამიანი ოკეანეს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაწვდომი რაკურსით უცქერდა. რუკაზე კი ყველა მკვლევრის გამოცდილებაა თავმოყრილი. მეორეც, თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, რუკა თქვენთვის აუცილებელია. სანამ ნაპირზე დასეირნობთ, თქვენ წინ გადაშლილი ხედის ჭვრეტა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რუკის თვალიერება, მაგრამ ამერიკაში გამგზავრება თუ გსურთ, ის შეუდარებლად მეტ სარგებლობას მოგიტანთ, ვიდრე თქვენი გასეირნებანი.

თეოლოგიაც რუკას წააგავს. უბრალოდ ფიქრი ქრისტიანულ მოძღვრებაზე, გნებავთ მისი შესწავლა, თუ თქვენ აქ აპირებთ შეჩერებას, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, როგორც ის, რაც ოფიცერმა უდაბნოში ყოფნისას განიცადა. მოძღვრება ღმერთი არ არის, ის რუკას უფრო წააგავს. ის ასეულობით ადამიანის განცდილის საფუძველზეა შედგენილი, რომლებმაც რეალურად იგრძნეს ღმერთთან შეხება. მათთან შედარებით, ნებისმიერი განცდა, რომელიც მე ან თქვენ გადავიტანეთ, ძალზე პრიმიტიული და ბუნდოვანია და კიდევ, თუ წინსვლა განგიზრახავთ, რუკა აუცილებლად გჭირდებათ. ის, რამაც ასე განაცვიფრა ოფიცერი უდაბნოში, მთელი რეალობის მიუხედავად, თავად მისთვის უსარგებლოა.

ამ განცდას არსად არ მივყავართ, ის მხოლოდ ემოციურ შეძრწუნებაზე დაიყვანება და არანაირ თანაშემოქმედებას არ მოითხოვს. ეს იგივეა, ნაპირზე მდგომი ოკეანის ტალღებს უჭვრეტდეთ. თქვენ ვერ მოხვდებით ნიუფაუნდლენდში, თუ თქვენი კონტაქტი ატლანტის ოკეანესთან ამით ამოიწურა. თქვენ ვერ მოიპოვებთ საუკუნო ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ ყვავილებსა და მუსიკაში ღმერთის სიახლოვეს გრძნობთ. თუმცა ვერსად ვერ მოხვდებით იმ შემთხვევაშიც, თუ რუკას შეისწავლით, მაგრამ გაშლილ ზღვაში გასვლის შეგეშინდებათ. რუკის გარეშე გამგზავრების შემთხვევაშიც კი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთ.

ავტორი: კლაივ ლუისი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები