ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

კლაივ ლუისი – „ქრისტიანული ზნეობა“

by ნატალია ჩიქოვანი 19 აპრილი, 2021
19 აპრილი, 2021 159 ნახვა
ქრისტიანული ქცევა – ზნეობის სამი წესი

ერთ მოსწავლეს ჰკითხეს, როგორ წარმოედგინა მას ღმერთი და მან უპასუხა, რომ, რამდენადაც მას ესმის, ღმერთი ის პიროვნებაა, რომელიც  განუწყვეტლივ დაძრწის, რათა ისეთი ადამიანი გამოიჭიროს, რომელიც არხეინად ატარებს დროს და, როცა გამოიჭერს, მაშინვე აწყვეტინებს…

ვშიშობ, რომ სწორედ ამგვარად ესმის ბევრს სიტყვა „ზნეობა“, თითქოს ეს არის ის, რაც ხელს გვიშლის სიამოვნების მიღებაში. სინამდვილეში კი ზნეობრივი კოდექსი ის ინსტრუქციაა, რომელიც ადამიანური მანქანის სწორ ფუნქციონირებას განაპირობებს. ზნეობის ყველა ნორმა იქითკენაა მიმართული, რომ გამორიცხოს ნებისმიერი ხარვეზი − მსხვრევა, გადატვირთვა, არეულობა მანქანის მუშაობაში. აი, რატომ ჩანს, ერთი შეხედვით, რომ ზნეობა განუწყვეტლივ ერევა ჩვენს ცხოვრებაში და ხელს უშლის ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებების გამომჟღავნებას.

ავტომობილის მართვას როცა სწავლობთ, ინსტრუქტორი განუწყვეტლივ გისწორებთ: „არა, არასდროს გააკეთო ეს!“ ის ამას გეუბნებათ იმიტომ, რომ თქვენ სურვილი გიჩნდებათ იმოქმედოთ ისე, როგორც მოხერხებული და ბუნებრივი გგონიათ, სინამდვილეში კი თქვენმა ქმედებამ შესაძლოა მანქანა დააზიანოს.

ზოგიერთს, ზნეობრივ ნორმებსა და მათ მორჩილებას, იდეალებსა და  „ზნეობრივ იდეალიზმზე“ საუბარი ურჩევნია. ზნეობრივი სრულყოფილება, რასაკვირველია, იდეალია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მისი მიღწევა არ შეგვიძლია. ამ გაგებით, ყველაფერი, რაც სრულქმნილია, ჩვენთვის იდეალს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია, გავხდეთ სრულყოფილი ჩოგბურთელი ან მძღოლი, ისევე, როგორც არ შეგვიძლია, გავავლოთ სრულყოფილად სწორი ხაზი. მეორე მხრივ, თუ ზნეობრივ სრულყოფილებას „იდეალს“ ვუწოდებთ, შესაძლოა ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნათ. ვინმე თუ ამბობს, რომ რომელიმე ქალი, ბაღი ან გემო მისი იდეალია, რა თქმა უნდა, მას არ მიაჩნია, რომ სხვა ადამიანებსაც იგივე იდეალი უნდა ჰქონდეთ. ამგვარ საკითხებში დასაშვებია, რომ სხვადასხვა იდეალი და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გემოვნება გვქონდეს, თუმცა ის, რომ იდეალისტი ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც ზნეობრივი ნორმების დაცვას ცდილობს, გარკვეული საშიშროების წინაშე გვაყენებს. ამან შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ მისი სწრაფვა ზნეობრივი სრულყოფილებისკენ, მისი გემოვნების საკითხია და ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, გავიზიაროთ ის. ეს აზრი კატასტროფამდე მიგვიყვანს.

სრულყოფილი ქცევა შეიძლება ისეთივე მიუღწეველი იყოს, როგორც სიჩქარეების სრულყოფილი გადართვა, მაგრამ ეს თავად ადამიანური მანქანის ბუნების მიერ დაწესებული აუცილებელი იდეალია ყველა ადამიანისთვის, ზუსტად ისევე, როგორც სიჩქარეების სრულყოფილი გადართვა გვევლინება იდეალად ყველა მძღოლისთვის, თავად ავტომობილის ბუნებიდან გამომდინარე. უფრო სახიფათო იქნებოდა მაღალი იდეალების ადამიანად მიგვეჩნია თავი იმის გამო, რომ ვცდილობთ, არასდროს ვიცრუოთ (იმის მაგივრად, რომ იშვიათად ვიცრუოთ), ან არასდროს ვიმრუშოთ (იმის ნაცვლად, რომ ნაკლებად ვიმრუშოთ), ან არასდროს გავბრაზდეთ (იმის მაგივრად, რომ გაბრაზებას მოვერიდოთ). ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პედანტად  გადაქცევა გვემუქრება, რომელიც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული პერსონაა და იდეალიზმის გამო ქებას იმსახურებს.

მაშინ თქვენც ასეთივე შექებას იმსახურებთ, როდესაც ანგარიშობთ და ცდილობთ, სწორად დაიანგარიშოთ. ხანდახან, ალბათ, შეცდომებიც მოგდით ხოლმე, თუმცა რა განსაკუთრებული დამსახურებაა ანგარიშის დროს ყურადღების გამოჩენა, განა სისულელე არ იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყავით?! ზუსტად ისევე, როგორც ანგარიშის დროს დაშვებული  შეცდომაა  დაბრკოლება, ყოველი ზნეობრივი  დანაშაულიც უსიამოვნების მომტანია თქვენთვის. ჩვენ როცა იდეალების ნაცვლად, წესებსა და მორჩილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამის შეხსენებას ვცდილობთ საკუთარი თავისთვის.

ადამიანური მანქანა მწყობრიდან ორი მიზეზის გამო გამოდის: პირველი, როცა ადამიანები შორდებიან ერთმანეთს და პირიქით, როდესაც  ეჯახებიან ერთმანეთს სიცრუითა და უხეშობით. მეორე, როდესაც ადამიანის სულში რაღაც ტყდება, ანუ მისი ნაწილები, ატრიბუტები (ნიჭიერება, სურვილები და სხვ.) ერთმანეთში ვერ თავსდება, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამ აზრს უფრო იოლად ჩავწვდებით, თუ  ადამიანებს გარკვეული კურსით მცურავ ხომალდებად წარმოვიდგენთ. ცურვა წარმატებით დასრულდება, თუ ხომალდები არ შეეჯახებიან და არ გადაუღობავენ გზას ერთმანეთს და ამასთანავე, თუ თითოეული ცურვისათვის გამოსადეგია, ანუ მათი ძრავები სრულ წესრიგშია. ორივე პირობის დაცვა აუცილებელია. ხომალდები თუ ერთმანეთს შეეჯახებიან, მწყობრიდან გამოვლენ, მეორე მხრივ, თუ საჭე წესრიგში არ აქვთ, შეჯახებას თავიდან ვერ აიცილებენ; ანდა წარმოვიდგინოთ, რომ კაცობრიობა ორკესტრია, რომელიც რაღაც მელოდიას ასრულებს. კონცერტი რომ გაიმართოს, ორი პირობის დაცვაა საჭირო: ყველა ინსტრუმენტი აწყობილი უნდა იყოს და შესრულებისას შესაფერის მომენტში უნდა შეუერთდეს დანარჩენ ინსტრუმენტებს, რათა საერთო ჰარმონია არ დაარღვიოს.

ერთი რამ გამოგვრჩა, არ გვიკითხავს, საით მიემართება ჩვენი ფლოტი და, რომელი მელოდიის დაკვრა სურს ჩვენს ორკესტრს. შესაძლოა ინსტრუმენტები კარგად იყოს აწყობილი და თავის დროზე დაიწყოს დაკვრა, მაგრამ ორკესტრი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს, თუ მას საცეკვაო მელოდია შეუკვეთეს, ის კი სამგლოვიარო მარშს დაუკრავს. ცურვა რაც არ უნდა იღბლიანად წარიმართოს, მოგზაურობას წარმატებულს ვერ დავარქმევთ, თუ ხომალდები კალკუტას მიადგებიან, როცა დანიშნულების ადგილი ნიუ-იორკი გახლდათ.

ამრიგად, ზნეობრივი ნორმების დაცვა სამ პირობას ითვალისწინებს: 1) პატიოსან თამაშს და ადამიანთა შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებას; 2) ადამიანთა შინაგან წესრიგს და 3) ადამიანური ცხოვრების საერთო მიზანს, იმას თუ, რისთვისაა შექმნილი ადამიანი, რა კურსით უნდა იცუროს ფლოტმა და რა მელოდია აირჩია ორკესტრის დირიჟორმა.

ავტორი: კლაივ ლუისი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები