ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

მარადისობისთვის მზადება

by ნატალია ჩიქოვანი 7 დეკემბერი, 2020
7 დეკემბერი, 2020 389 ნახვა

მიწიერი ცხოვრების მიწურულს ჩვენ უფლის წინაშე წარვდგებით და ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს, თუ როგორ ვემსახურებოდით სხვებს. (რომ. 14:12) ეს ნიშნავს, რომ ერთხელაც ღმერთი შეადარებს ჩვენს დახარჯულ დროს და ძალისხმევას საკუთარ საჭიროებებზე და სხვათა მომსახურებაზე. იმ დღეს ჩვენი ეგოიზმის ნებისმიერი გამართლება წვრილმანი და უმნიშვნელო გახდება: „ძალიან დაკავებული ვიყავი”, „უამრავი საქმე მქონდა”, „სამსახურით, გართობით, პენსიის გამომუშავებით ვიყავი დაკავებული…” ღმერთი ყველაფერ ამაზე მოგვიგებს: „ამაზე არ გესაუბრები… მე შეგქმენი, დაგიხსენი, მოგიწოდე, სხვების მსახურება გიანდერძე და ახლა შედეგის ნახვა მსურს…”  ბიბლია აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ ქრისტიანისთვის პატივმოყვარეობა მარადიული ჯილდოს დაკარგვის ტოლფასი იქნება.

ჩვენ სრულყოფილი ცხოვრებით მხოლოდ მაშინ ვცხოვრობთ, როცა ვინმეს ვეხმარებით. იესომ თქვა:

ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, ის დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, ის შეინარჩუნებს მას.

მარკოზი 8:35

ეს ჭეშმარიტება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახარებებში 5-ჯერ მეორდება. მსახურების გარეშე ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს, რადგან ცხოვრება მსახურებისთვის ებოძა მას. ღმერთს სურს, შევძლოთ სხვათა უანგარო სიყვარული და მათი მსახურება.

თქვენ აუცილებლად მიუძღვნით თქვენს ცხოვრებას რაიმეს, მაგრამ საკითხავია, რას?! ღმერთს სურს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცით თავისი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის ისტორიაში. რით ამართლებ საკუთარ პასიურობას?… აბრაამი ძალიან ხანდაზმული იყო; იაკობს თავდაჯერება აკლდა; ლეა ულამაზო იყო; იოსებს ძალადობისა და უსამართლობის ატანა მოუხდა; მოსე ენას უკიდებდა; გედეონს სიმამაცე არ ჰქონდა; სამსონი დამოკიდებულებით იყო შეზღუდული; რახაბი მეძაობდა; დავითმა იმრუშა თანამებრძოლის ცოლთან, რასაც მთელი რიგი ოჯახური პრობლემები მოჰყვა; ნაყომმა ქმარი დაკარგა; იოანე ნათლისმცემელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და ექსცენტრიკული კაცი იყო; პეტრე ადვილად კარგავდა მოთმინებას; მართა ზედმეტს ზრუნავდა; სამარიელმა ქალმა 5 ქმარი გამოიცვალა; ზაქე არავის უყვარდა; თომა ეჭვობდა; პავლეს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა; ტიმოთე კი მეტისმეტად ხათრიანი იყო…

როგორც ხედავთ, აქ ადამიანური სისუსტეთა მთელი ნაკრებია ჩამოთვლილი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ უარი თქვათ მსახურებაზე, მაგრამ თითოეული ამ ადამიანის მეშვეობით ღმერთმა დიადი საქმეები მოიმოქმედა. თქვენი მსახურებითაც მოიმოქმედებს ღმერთი დიად საქმეებს, თუ თავს დაანებებთ თავის მართლებას და მსახურებაზე უარს არ იტყვით.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები