ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

მლოცველის ჭრილობები

by ნატალია ჩიქოვანი 2 მარტი, 2021
2 მარტი, 2021 839 ნახვა

მლოცველ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიდგეთ ადამიანთა საჭიროებების სადარაჯოზე, რომ უფალი ავსებდეს მათ. იმის გამო, რომ ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ ადამიანთა სახსნელად, სატანა აუცილებლად შეეცდება – სხვადასხვა ხერხით მოგვაყენოს ძლიერი დარტყმა, ჩაგვაგდოს იმედგაცრუებაში, მოგვატყუოს და ამით ძალა დაუკარგოს ჩვენს ლოცვებს.

გახსოვდეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტკივილი, რომელსაც ლოცვითი ბრძოლის ველზე ვიღებთ, რადგანაც ღმერთი დაგვპირდა, რომ ის ამ ყველაფერს ჩვენდა სასიკეთოდ შემოაბრუნებს (რომაელთა 8:28). შეუძლებელია, ქრისტიანის ცხოვრებამ სულიერი შემოტევებისა და ტკივილის გარეშე განვლოს, ამიტომ ღირს გამოვიკვლიოთ, თუ როგორ იყენებს ღმერთი ჭრილობებს ჩვენ გასაძლიერებლად. იესომაც კი თავისი ჭრილობების მეშვეობით დაიხსნა ქვეყნიერება და „მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“ (1 პეტრე 2:24).

იესომ იცოდა, რომ ხსნის ძალის გამოსათავისუფლებლად აუცილებელი იყო, ჰყვარებოდა და ეპატიებინა მაშინაც, როცა იტანჯებოდა და სტკიოდა ყველაზე მეტად.

თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური; და მათ ცოდვებს ის იტვირთავს.

ესაია53:11

იესომ იცოდა ღვთიური საიდუმლოება. მან იცოდა, რომ ძალა, რომელსაც შეეძლო, გარდაექმნა მთელი ქვეყნიერება, მხოლოდ მისი ჯვარცმით გადმოიღვრებოდა ზეციდან, ტანჯვის მეშვეობით. ჯვარზე იესომ ცოდვის საფასური გადაიხადა და როგორც კი აპატია თავის მტრებს, ტაძარში კრეტსაბმელი ორად გაიპო. იესოს ნაგვემმა და გატანჯულმა სხეულმა მოგვცა მისადგომი განკურნების ძალასთან. მე არ ვსაუბრობ უბრალოდ ტკივილთან გამკლავებაზე, მე გესაუბრებით ტანჯვაზე, რომელსაც სიყვარულის გამო განვიცდით.

ჯვარცმის საშინელმა დანაშაულმა იგივე ჯვარი ხსნის ადგილად აქცია. იესო ყველას მოგვიწოდებს, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე გავყვეთ მას (მათე 16:24). შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯვარი სამსხვერპლოა, რომელზეც ჩვენი ტკივილია მოტანილი, როგორც შესაწირავი ღვთისთვის.

ნახეთ, როგორ აღწერს ესაია წინასწარმეტყველი იესოს ცხოვრებას. ეს სიტყვები თავდაპირველად შეგაძრწუნებთ, თუმცა საბოლოოდ იგი ფარდას ხდის ჭრილობებიდან მომდინარე ძალის დიდებულებას. იგი ამბობს:

მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება; თუ დადებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას.

ესაია53:10

რისი მეშვეობით გამოვლინდა ღვთის ძალა იესოს ხელებიდან? ტანჯვის, მტვრევის, ტკივილისა და დამცირების გზით. იესომ თავი გაწირა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც “დანაშაულის გამოსასყიდი შესაწირავი”.

გახსოვდეთ, ტკივილი არ არის უბედურება, ეს შესაძლებლობაა. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ თქვენი სიყვარული და მსხვერპლი ან შეეხება ცოდვილი ადამიანის გულს, ან არა, მაგრამ იგი ყოველთვის ეხება უფლის გულს. ხშირად დამსხვრეულნი ვართ ადამიანების მიერ, მაგრამ მოდით, მივიტანოთ ეს ტკივილი, როგორც შესაწირავი უფლის წინაშე. ერთმანეთის შეწყალებით ჩვენ ვეხებით უფლის გულს და ვხდებით ნაყოფიერნი. თუ მართლა გვსურს, ვიყოთ ჭურჭლები უფლის სამეფოში, დაე, არა რისხვა, არამედ ხსნის საქმეები ყვაოდეს ჩვენს ხელებში…

ავტორი: ფრენსის ფერჯიპენი


ამავე კატეგორიის

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები