ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„მოწმის ეფექტი“ ქრისტიანობაში, ანუ რა შეუძლია გულგრილობას

by ნატალია ჩიქოვანი 18 იანვარი, 2021
18 იანვარი, 2021 335 ნახვა

2016 წელს ციხეში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა უინსტონ მოზლი. მკვლელი ახალგაზრდა ქალის სუზან კეტრინ ჯენოვეზისა, რომელის ტრაგიკულ აღსასრულში თვითმხილველთა გულგრილობამ უფრო დიდი როლი შეასრულა, ვიდრე თავდამსხმელმა. ამ ფაქტის შემდეგ ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინები „ჯენოვეზეს სინდრომი“ და „მოწმის ეფექტი“.

ზემოხსენებული მოვლენა ნიუ-იორკში 1964 წელს მოხდა, უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოზლიმ, ახალგაზრდა იტალიური წარმოშობის გოგონას, სიუზან კეტრინ ჯენოვეზი ზურგში დანის ორი დარტყმით დაჭრა, რის შემდეგაც შეშინებულმა გოგონამ გაქცევა შეძლო და საშველად მეზობლებს უხმობდა, მდევარი თავიდან შეშინდა და მიმალვა სცადა, მაგრამ დარწმუნდა რა, რომ არავინ აპირებდა მის შეჩერებას, დაბრუნდა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, მან კიდევ არაერთი ჭრილობა მიაყენა გოგონას, რის გამოც იგი ადგილზევე გარდაიცვალა…

საოცარი ის იყო, რომ შემთხვევის ადგილს 38 ფანჯარა გადაჰყურებდა, შემდგომში მეზობლებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი ოჯახურ კონფლიქტად მიიჩნიეს და ჩარევა არ უცდიათ, მათ თავიც კი არ შეიწუხეს პოლიციის გამოსაძახებლად.

აღნიშნული პრობლემით დაინტერესდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევები აღნიშნულ საკითხზე დადგმული სცენარებით: „თუ ვინ მოვა დასახმარებლად, როდესაც შველას ითხოვენ?“ აღმოჩნდა, რომ განმსაზღვრელი ფაქტორი იყო არა სქესი (კაცს ჩაგრავდნენ თუ ქალს), ან კანის ფერი, ან ასაკი (ბავშვზე ძალადობდნენ თუ ასაკოვანზე), არამედ ის, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა აღნიშნულ ფაქტს. აღმოჩნდა, რომ რაც მეტია დამსწრეთა რაოდენობა, მით მეტია გულგრილობა. (!)

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცარიელ ოთახში სტუდენტის ეპილეფსიური შეტევისას მის ყვირილს გამვლელმა სტუდენტმა ადეკვატურად უპასუხა და მისი გადარჩენა დაუფიქრებლად სცადა. იმავე ექსპერიმენტზე კი სავსე ოთახში მხოლოდ სტუდენტთა 31%-ს ჰქონდა რეაქცია. პირადი პასუხისმგებლობა იკლებს, როდესაც გარშემო უამრავი ხალხია, ადამიანები უყურებენ ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ რადგან არავინ რეაგირებს, არც პრობლემა არსებობს.

მე ხშირად მაინტერესებს, თუ რატომ გვაქვს ქრისტიანებს პირადი პასუხისმგებლობის დიფუზია. თითქოს ბუნებრივი ჩვევა გახდა ეკლესიაში სიარული და ქადაგებების მოსმენა, სარგებლის მიღება ეკლესიისგან, მაგრამ როდესაც საჭიროებათა წინაშე ვდგებით, ჩვენ, უბრალოდ ვერ ვგრძნობთ პირად პასუხისმგებლობას, პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევებს. საჭიროებისას ერთმანეთს ვუყურებთ და არაფერს ვაკეთებთ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ სასტიკი გული გვაქვს, არც იმიტომ, რომ არ გვაღელვებს ან არ ვგრძნობთ, არამედ იმიტომ, რომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რათა დროულად ვიმოქმედოთ, ისევე, როგორც არც ერთმა მოწმემ არ აიღო საკუთარ თავზე 911-ში დარეკვის ვალდებულება და ამ გულგრილობას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა… მსგავსადვე, ქრისტიანთა გულგრილობა კლავს ეკლესიას…

ავტორი: ჯ.ე. უაითი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები