ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„ნებადართული” ქრისტიანობა

by ნატალია ჩიქოვანი 19 მარტი, 2021
19 მარტი, 2021 555 ნახვა

ალბათ, სამუშაო დღის დასასრულს მარკეტიდან სახლში მიმავალი მარტო მე არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები მჭირდება. ბევრი ჩვენგანი ცხოვრების რიტმს ინერციით მიჰყვება და მხოლოდ დამღლელი დღის ბოლოს ქანცგამოცლილი ფიქრობს იმაზე, რომ ყოველდღიურ რუტიანს გაექცეს. რამდენ რამეს ვერ ვასწრებთ დღის განმავლობაში, „დრო აჩქარდა“ ვწუწუნებთ ჩვენ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს არაა გასამართლებელი მიზეზი იმისათვის, რომ ბიბლიის კითხვისა და ლოცვისათვის დრო  ვერ გამოვნახეთ… ვხვდებით, რომ განახლება და სულიერი ცხოვრების უკეთ დაგეგმვა გვჭირდება, მაგრამ ახლა არა, ხვალ, ხვალ დილიდანვე გააკეთებ ამას, წყვეტ კმაყოფილი და „ტვირთმოხსნილი“, მჩატე სიხარულის შეგრძნებით პარკებს მაგიდაზე აწყობ…

მას შემდეგ, რაც დაგროვილ ფოსტას უპასუხებ, ქრისტიანულ ჯგუფში რაიმე ჭკვიანურს „დაპოსტავ“, მეგობრის ქორწილის ასორმოცდაათივე ფოტოს პირნათლად „დაალაიქებ“ და ზოგიერთზე სავალდებულო კომენტარსაც დატოვებ, შეგიძლია ცოტა ხანს საყვარელ გადაცემას ან საინფორმაციო გამოშვებასაც გადახედო. დასაძინებლად გამოფიტული და ცარიელი მიდიხარ და საწერ მაგიდაზე დადებული ბიბლია გხვდება თვალში, სანიშნით, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე კვირაა (შეიძლება თვეც), რაც ადგილი არ უცვლია. წამით სურვილი გიპყრობს, გადაშალო და წაიკითხო, მაგრამ თვალები გეხუჭება და მტკიცედ წყვეტ, რომ კვირის შემდეგ, რაც დაგროვილ საქმეებს მოაგვარებ, ორშაბათიდან კითხვას შეუდგები.

…და ვინ იცის, რამდენი ორშაბათი მოვა კიდევ ან რამდენი ხვალ დადგება…

ბოლო დროს ბევრს ვწერდი დევნაზე, ქრისტიანების შევიწროებაზე და როდესაც ახალი სტატიის დასაწერად მოვიცალე, უცებ გამახსენდა, რომ არანაკლებ აქტუალური და საჭირო „ნებადართულ ქრისტიანობაზე“ დაფიქრებაა. ქრისტიანობაზე, რომელიც ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა ჩვენთვის, რომ ეკლესიაში წასასვლელად, ხშირად, საკუთარ თავთან „ვაჭრობა“ გვჭირდება, ან უბრალოდ ჩვევად გვექცევა და გვავიწყდება, რომ ავტოფარეხში რამდენჯერაც არ უნდა შევიდეთ, ავტომობილად არ ვიქცევით…

ჯვარი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ბევრი ჩვენგანი სამკაულად ატარებს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ფრაზა – „მე ქრისტიანი ვარ“, უამრავი ჩვენი და-ძმისთვის უკანასკნელია, რის თქმასაც ასწრებს სიკვდილთან შეხვედრამდე. ჩვენთვის კი ის უშინაარსო რუტინად გადაიქცა, აკრძალვების სიად და კვირას მსახურებაზე დასწრების ვალდებულებად.

იმ ქვეყნებში, სადაც დევნაა, ქრისტიანებმა იციან, რომ სიტყვა „ხვალ“ არ არსებობს, რომ ის შესაძლოა არც დადგეს.

…და ვინ იცის, ვისთვის როდის აღარ დადგება ხვალ?!… მაშინ, იქნებ აღარ დაველოდოთ მომდევნო ორშაბათს ან უკეთეს დროს და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს ქრისტეში დღეს!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები