ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

დაუკვირდით, რაზე ლაპარაკობთ გამუდმებით

by ნატალია ჩიქოვანი 23 თებერვალი, 2021
23 თებერვალი, 2021 325 ნახვა

ჩვენ ყველას გვაქვს ერთგვარი ფიქრები გონებაში, რომლებიც გამუდმებით მუშაობს. თუ ამ ფიქრებზე პოზიტიური შინაარსის ამბავია დატანილი, ამ ინფორმაციას სხვა ნაკლი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ ჩვენი ტვინის ენერგიას  იყენებს, მაგრამ თუ ნეგატიური ინფორმაცია ტრიალებს გონებაში, ეს მოქმედებს როგორც გონებაზე, ასევე ემოციებსა და ქცევაზე.

რა არის სევდიანი ისტორიების ნაკლი? ერთია, გადავტვირთოთ ჩვენი გონება ამგვარი ამბებით, მეორეა, გვქონდეს ურთიერთობა ამგვარი ამბების გამავრცელებელ ადამიანებთან.

ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმინდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.

კოლასელთა 3:12

გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობანი და აღნიშნეთ, ხართ თუ არა მიდრეკილი მსგავსი რამისკენ, დაფიქრდით, როგორ საზოგადოებაში გიწევთ ყოფნა მთელი დღის განმავლობაში და რითი ივსებით. გაანალიზეთ, რაზე ლაპარაკობთ გამუდმებით, რადგან ზოგჯერ არ ვფიქრობთ, თუ რაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ. საჭიროა, რომ გავფილტროთ ჩვენი საუბარი. მოიშორეთ ძველი ისტორიები და რაღაც ახალზე გაამახვილეთ ყურადღება. ეს საჭიროა იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ნეგატიური ამბების ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე და შევძლოთ ყურება წინ – მომავლისკენ. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი დაგეხმარებათ, გააანალიზოთ თქვენი საუბრის სტილი და რეალურად შეაფასოთ ცვლილებების საჭიროება. 

ტკივილი წარსულიდან

ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე ისტორიას ჰყვებიან განუწყვეტლივ, მაგალითად, თავიანთი ბრძოლის შესახებ, ან როგორ დააღწიეს თავი ულტრაფუნდამენტალისტურ ოჯახს. პირველად, როდესაც ეს ამბავი მოვისმინე, საინტერესო იყო. მეორედ, არცთუ ისე. სხვა საუბრის დროსაც კიდევ ერთხელ მოვისმინე ეს ამბავი. ყოველთვის, როდესაც ეს ადამიანი ვინმე ახალს გაიცნობდა, ახერხებდა საუბრის დროს ამ ისტორიის მოყოლას. ჩანდა, რომ ამ ამბის გარშემო ბრუნავდა მისი ცხოვრება, და ყოველი ახალი თხრობის დროს ეს ამბავი ფესვს იდგამდა მასში. მათ, ვისაც წინათ უყვარდათ ეს ისტორია, ახლა გაბეზრებულები იყვნენ. 

არსებული გამოწვევები

ახლო ურთიერთობების კარგი მხარე ისაა, რომ შეგიძლიათ სიხარულის თუ ტკივილისა და შინაგანი ბრძოლის გაზიარება ერთმანეთთან. მომწონს ეს ფრაზა: „მეგობართან გაზიარებული მწუხარება ნახევრდება და გაზიარებული სიხარული ორმაგდება.“ მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოგვდის. მაგალითად, აუცილებელი არაა, ადამიანს მოუყვე სამედიცინო პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია. მე ნამდვილად მინდა ვიცოდე, რა ხდება შენს თავს, მაგრამ არ მინდა ვიცოდე, მაგალითად, რა დოზით იღებ მედიკამენტებს. 

ნამდვილად მიხარია შენი შვილიშვილების შესახებ ამბების მოსმენა (ისევე, როგორც მიხარია საკუთარის გაზიარება), მაგრამ არა ზედმეტად. წლების წინანდელი შენი მოგზაურობა ძალიან კარგია, შეგვიძლია კიდევ სხვა რაიმეზე საუბარი?

შეკვეცეთ თქვენი ამბები                 

„Readers’s Digest“ არის ამერიკული საოჯახო ჟურნალი, რომელიც 1922 წელს გამოიცა პირველად და წელიწადში 10-ჯერ გამოდის. 2009 წლამდე ის ბესტსელერი ჟურნალი გახლდათ ამერიკაში. ცნობილი იყო მოკლედ წერის სტილით. ყოველი სტატია არის მოკლე, მხოლოდ საკითხის ირგვლივ. მის შესახებ ასეთი გამოთქმაც კი გაჩნდა: „‘Readers’s Digest’-ის მსგავსად მითხარი.“ ეს მაშინ, როდესაც მოკლე ისტორიას ვამჯობინებთ ხოლმე. მოდით, „Readers’s Digest“-ის ვერსია გამოვიყენოთ.

მიმართეთ ყურადღება სხვებისკენ

როდესაც მსგავსი საუბრების მონაწილე ხართ, იფიქრეთ, რა იწვევს უთანასწორობას და გამოარკვიეთ პრობლემა, რომელიც ამ ყოველივეს უდევს საფუძვლად. შესაძლოა, ეს  პრობლემა საკუთარ თავზე ყურადღების გამახვილებით იყოს გამოწვეული, ან საკუთარი თავის წინ წამოწევითა, ეგოიზმით. ურთიერთობებში ამგვარი შეცდომების მოგვარების გზას მოციქული პავლე მიგვითითებს ფილიპელთა მიმართ წერილში:

არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.

ფილიპელთა 2:3-4

ნაცვლად საკუთარ თავზე კონცენტრირებისა, სხვებისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება. შესაძლოა, ისე ვართ საკუთარი თავით დაკავებულნი, რომ არ ვინტერესდებით სხვებით, ამიტომ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზე. უნდა გვაინტერესებდეს სხვა ადამიანების ცხოვრება. გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ამბავი, რაც ღირს მოსასმენად.

ავტორი: დონ მაკმინი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები