ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

პარასკევია… მაგრამ კვირა მოდის!

by ნინო ხუროშვილი 21 აპრილი, 2021
21 აპრილი, 2021 748 ნახვა

პარასკევია. იესო ლოცულობს. პეტრეს სძინავს. იუდა გასცემს ქრისტეს. მაგრამ კვირა მოდის.

პარასკევია. პილატე ყოყმანობს. იუდეველები შეთქმულებას აწყობენ. ბრბო ბოროტს იზრახავს. მათ არც კი იციან, რომ კვირა მოდის.

პარასკევია. მოწაფეები აქეთ-იქით გარბიან. მარიამი ტირის. პეტრე უარყოფს იესოს. მაგრამ მათ არ იციან, რომ კვირა მოდის.

პარასკევია. იესო მდუმარედ დგას ისრაელის მღვდელმთავრის წინაშე იმ კრავის მსგავსად, დასაკლავად რომ მიჰყავთ.

პარასკევია. რომაელები სცემენ ჩემს უფალს. დაუნდობლად ამათრახებენ. მეწამულ მოსასხამს ახვევენ მხრებზე. ეკლებისაგან დაწნულ გვირგვინს ადგამენ სისხლიან შუბლზე. მაგრამ მათ არ იციან, რომ კვირა მოდის.

პარასკევია. იესო გოლგოთისკენ მიმავალ გზას შესდგომია. სისხლის წვეთები ეცემა მიწაზე. იესო იდრიკება ჯვრის სიმძიმის ქვეშ. მაგრამ, იცით, ეს მხოლოდ პარასკევია. კვირა მოდის.

პარასკევია. ქვეყნიერება იმარჯვებს. ხალხი ცოდვაში იძირება. ბოროტი ზეიმობს.

პარასკევია. ჯარისკაცები ჯვარს ალურსმავენ ჩემი უფლის ხელებსა და ფეხებს და ავაზაკებს შორის აღმართავენ მის ჯვარს. იესო წარმოთქვამს: „მამაო, მიუტევე მათ…“

პარასკევია. მაგრამ, ნება მომეცით, გითხრათ, კვირა მოდის.

პარასკევია. მოწაფეებს აინტერესებთ, რა მოუვიდა მათ მეფეს. ფარისევლები ზეიმობენ იმას, რომ განზრახვა აღასრულეს. მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს მხოლოდ პარასკევია. კვირა მოდის.

პარასკევია. იესო ჯვარცმულია. მამისაგან მიტოვებულად გრძნობს თავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?“ ეს მხოლოდ პარასკევია. კვირა მოდის.

პარასკევია. მიწა იძვრის. ზეცა იქუფრება. ჩემი მეფე სულს განუტევებს. ტაძარში კრეტსაბმელი შუა იხევა.

პარასკევია. იმედი გაქრა. სიკვდილმა გაიმარჯვა. ცოდვამ იმარჯვა და სატანა იცინის.

პარასკევია. იესო სამარხშია. ჯარისკაცი სდარაჯობს მის საფლავს. ლოდითაა დაგმანული სამარხის შესასვლელი.

მაგრამ ეს მხოლოდ პარასკევია. კვირა მოდის!

ს. მ. ლოკრიჯი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები