ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რატომ გვპასუხობს ღმერთი?

by ნატალია ჩიქოვანი 19 თებერვალი, 2021
19 თებერვალი, 2021 372 ნახვა

ბოლოს როდის გიპასუხათ ღმერთმა ლოცვებზე?

როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ღმერთმა ამ ლოცვაზე გიპასუხათ?

ჩვენ არ უნდა ვეჩვეოდეთ ღვთიური პასუხის სასწაულებს, როდესაც ვლოცულობთ. გასაოცარია იმის გაცნობიერება, რომ ის გვისმენს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის გვპასუხობს კიდეც. ჩვენ ნამდვილად არ ვიმსახურებთ მის ყურადღებას, დროსა და რესურსებს.

ხანდახან ვფიქრობ: „რადგანაც ღმერთმა მიპასუხა ლოცვაზე ადრე, ის ისევ გააკეთებს ამას.“ ან ჩემს მცდარ წარმოდგენებში მჯერა, რომ თუ ახლახან ღმერთს პატივი მივაგე, მან უნდა უპასუხოს ჩემს თხოვნას ახლა.

ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის, რომ როდესაც ღმერთი არ მპასუხობს სწრაფად ან ჩემთვის სასურველი გზით, მე აღმოვაჩენ ხოლმე ჩემში მისდამი მზარდ სიცივეს ან ნაღველს. ეს თითქმის იგივეა, რომ ჩემი სული აღშფოთებულიყო: „როგორ გაბედა ღმერთმა, რომ არ ეპასუხა ჩემთვის?!“ რაოდენ ბნელი და საშიში რეალობაა ეს!

აი, რატომაც მჭირდება ბიბლია: ის გვახსენებს ჩვენ ისევ და ისევ, თუ როგორ უნდა მიგვქონდეს უფალთან ჩვენი სათხოვრები. ყველგან, ფსალმუნებშიც და იესო ქრისტეს ლოცვაშიც მოცემული გვაქვს 6 მიზეზი, რომელთა გამოც ღმერთს შეუძლია, უპასუხოს ჩვენს ლოცვებს:

  1. თავისი სიყვარულის გამო: „მიპასუხე, უფალო, რადგან კეთილია შენი წყალობა…“ (ფსალ. 68:16).
  2. თავისი თანაგრძნობის გამო: „ყური მომაპყარ, უფალო და მიპასუხე, რადგან ღარიბი და ღატაკი ვარ მე.“ (ფსალ. 85:1).
  3. თავისი მადლის გამო: „ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე!“ (ფსალ. 26:7).
  4. თავისი ერთგულების გამო: „ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.“ (ფსალ. 68:13).
  5. თავისი დიდების გამო: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.“ (მათე 6:9).
  6. თავისი მეფობის გამო: „მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“ (მათე 6:10).

თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ღმერთის უარის, როდესაც ლოცულობთ. რატომ? იმიტომ, რომ თავად ღმერთი წარმოადგენს ლოცვებზე თავისი პასუხის მიზეზს. ლოცვის იმედი დაფარულია არა მლოცველის, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ხასიათსა და გეგმებში.

ღმერთი პასუხობს ლოცვებს იმის გამო, ვინც არის ის. ის პასუხობს ლოცვებს იმის გამო, რასაც აკეთებს. ის პასუხობს იმის გამო, რომ უყვარს თავისთან სალოცავად მოსულების ყურება და მას მოსწონს ჩვენი უზრუნველყოფა თავისი მადლით ზუსტ და საჭირო დროს. მაშინაც, თუ არაფერი გაქვთ ღმერთისთვის მისატანი, თქვენ მაინც თამამად შეგიძლიათ, მიხვიდეთ მასთან.

მას მართლაც უხარია თავისი შვილების მოსმენა და მათ ლოცვებზე პასუხის გაცემა.

…ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი კაცი ქრისტე იესო.

1 ტიმოთეს 2:5

გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო ‒ იესო, ძე ღვთისა… გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

ებრაელთა 4:14-16

ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები