ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რატომ ვერ იხსნა სიბრძნემ სოლომონი?

by თამუნა ბაღდავაძე 1 მარტი, 2021
1 მარტი, 2021 2.9K ნახვა

მეფე სოლომონმა ბრძნულად დაიწყო თავისი ცხოვრება, მაგრამ მისი ბოლო დღეები უგუნურებით იყო სავსე. შესაძლოა, გონება უწინდებურად უჭრიდა, მაგრამ აი, გული… გული გადაიხარა სხვა ღმერთებისკენ, მრავალრიცხოვან უცხოტომელ ცოლთა და ხარჭათა ღმერთებისკენ.

სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.

მე-3 მეფეთა 11:4

უბედურება მოვიდა შიგნიდან, განდგომილება მომწიფდა გულში. და სიბრძნემ ვერ უშველა იმ სოლომონს, რომელმაც უფალს ტაძარი აუშენა და რომელიც შემდეგ უკვე ემსახურებოდა აშთორეთს… მილქომს… აუშენა მაღლობი ქემოშს… და მოლოქს…

ადამიანთა წარმოდგენებში აშთორეთი(იშთარი) გახლდათ ნაყოფიერების ქალღმერთი. იშთარის სახელთან იყო დაკავშირებული საკულტო პროსტიტუცია. ტაძრის მეძავი ქალების გარდა პროსტიტუციით სხვა ქალებიც იყვნენ დაკავებულნი, ქალღმერთს ასევე მეძავი მამაკაცებიც ემსახურებოდნენ. ისრაელში მისი თაყვანისცემა დაკავშირებულია ციდონელთა სახელთან. მას ბიბლია „ციდონელთა ღმერთად“ მოიხსენიებს და ზიზღით „ციდონელთა სიბილწესაც“ უწოდებს. ცნობილია, რომ სოლომონმა, თავისი მეფობის მიწურულს, დაიწყო თავისი ცოლების ღმერთების თაყვანისცემა: „დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის ყაშთორეთის კვალზე“ – ვკითხულობთ ბიბლიაში.

მოლოქი ყამონელთა ღმერთი გახლდათ, რომლის თაყვანისცემის შემოღებაც ისრაელში სოლომონისა და მისი ყამონელი ცოლების სახელს უკავშირდება. მოლოქს მისი თაყვანისმცემლები საკუთარ ძეებსა და ასულებს სწირავდნენ მსხვერპლად. მოლოქის კერპი სპილენძისგან იყო ჩამოსხმული, კაცის ტანითა და ხარის თავით, რომელიც შიგნიდან ხურდებოდა ცეცხლით და მის გაწვდილ ხელებზე აწვენდნენ ბავშვს. მისი სასოწარკვეთილი ყვირილი რომ გადაეფარათ, ქურუმები დოლებს ურტყამდნენ, რათა მამას არ გაეგო ბავშვის ხმა და გული არ შეძვროდა. ამის შესახებ თალმუდის კომენტარებში წერს შუა საუკუნეების ცნობილი ებრაელი რაბინი რაში.

საინტერესოა, რომ მეფეთა წიგნების ავტორი სოლომონს დავითს ადარებს და აღნიშნავს: „…ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული“ (11:4), „სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი“ (11:6).

ეს შედარება უცნაურად არ გეჩვენებათ? დავითი ხომ არანაკლებ სცოდავდა, ხოცავდა ადამიანებს ომებში, მიითვისა სხვისი ცოლი… მაგრამ საქმე ეს არ გახლავთ. მისი გული, როგორც აღმოჩნდა, მიძღვნილი იყო უფლისადმი და მას მიჰყვებოდა. ამიტომაც ის გალობდა ფსალმუნებს და არ წერდა იგავებს. სხვებს კი არ ასწავლიდა, არამედ თავად ინანიებდა.

ცნობილი რეფორმატორი ღვთისმეტყველი ჯეიმს კ. ა. სმიტი თავის ბოლო წიგნში „შენ ხარ ის, რაც შენ გიყვარს“, ეწინააღმდეგება დეკარტის აზრს, რომლის თანახმადაც „მე“ გაიგივებულია აზრთან, თითქოსდა ადამიანი იდეების ქილა იყოს.

პირიქით, სმიტის აზრით, „იყო ადამიანი, ნიშნავს გსურდეს მეუფება ‒ რაღაც სახის მეუფება… ჩემი სურვილები განმსაზღვრავენ მე.“ ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავარი პროცესები მიმდინარეობს არა თავში, არამედ გულში.

ამქვეყნად, ყველაზე ბრძენი ადამიანის, სოლომონის გულიც კი გადაიხარა არასწორი მიმართულებით. მას სურდა მეფობა და ილტვოდა კიდეც იმისკენ, რომ ჰქონოდა უფრო მეტი ოქრო, ჰყოლოდა უფრო მეტი ცოლი. მან ნება მისცა თავის სურვილებს, დაეშორებინათ იგი ღმერთისგან და ცრუ ღმერთებისა და ტაძრებისკენ მიედრიკათ მისი გული.

სოლომონი მაგალითია ჩვენთვის, რომ გადავსინჯოთ ჩვენი გული, რა გვაქვს გულში, ვართ კი მიწებებულნი ღმერთზე დაცემასა თუ წამოდგომაში, თუ ჩვენს გონიერებას და სიბრძნეს ვეყრდნობით? სოლომონის ისტორია ცხადყოფს, რომ შესაძლოა ცონდამ გაგვაამაყოს, ურჩობამდე მიგვიყვანოს და დაგვცეს. ვხედავთ, რომ არც ისე საიმედო საყრდენია სიბრძნე. გადასინჯეთ, ვის ეკუთვნის თქვენი გული, ეიმედებით ღმერთს ყოველ ნაბიჯზე? რა გსურთ სინამდვილეში? საითკენ იხრება თქვენი გული? როგორ წარმოვიდგენთ სასურველ „მეფობას“?


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები