ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რა განსხვავებაა რწმენასა და იმედს შორის?

by ნინო ხუროშვილი 29 სექტემბერი, 2021
29 სექტემბერი, 2021 942 ნახვა

რწმენა და იმედი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცაღა მსგავსი ცნებებია. მათ შორის განსხვავება ჩანს 1-ლი კორინთელთა 13:13-იდან:

ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.

სამიდან ორი უდიდესი საჩუქარი რწმენა და იმედია, რომლებიც ცალ-ცალკეა დასახელებული. რწმენისა და იმედის კავშირი ცხადია ებრაელთა 11:1-იდან: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ [რისი იმედიც გვაქვს]“.  

რწმენა არის სრული ნდობა, სრული დარწმუნება რაღაცაში. რწმენა გულისხმობს ინტელექტუალურ თანხმობას და ნდობას გარკვეული ფაქტების მიმართ. მაგალითად, ჩვენ გვწამს იესო ქრისტესი. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულად ვენდობით მას და ვანდობთ ჩვენს მარადიულ ბედს. ჩვენ გონებით ვეთანხმებით მისი სიკვდილისა და სხეულებრივი აღდგომის ფაქტებს, ხოლო შემდეგ მის სიკვდილსა და აღდგომაზე ვამყარებთ ნდობას ჩვენი სულების ხსნისათვის.

ბიბლიური იმედი რწმენაზეა დამყარებული. იმედი გულწრფელი მოლოდინია იმისა, რაც გამომდინარეობს რაღაც კარგის რწმენიდან. იმედი არის მტკიცე მოლოდინი, რომელსაც რწმენიდან გამომდინარეობს. იმედი არის მშვიდი გულდაჯერება იმისა, რომ რაღაც, რაც ჯერ არ მომხდარა, ნამდვილად მოხდება. იმედი გულისხმობს იმას, რაც ჯერ კიდევ უხილავია.

ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?

რომაელთა 8:24

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა ჩვენი „ნეტარი სასოება/იმედი“ (ტიტე 2:13) − ჩვენ მას ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიცით, რომ ის მოვა და დიდი სიხარულით მოველით ამ მოვლენას. ქრისტემ თქვა, რომ ის კვლავ მოვა (იოანე 14:3). რწმენით ვენდობით იესო ქრისტეს სიტყვებს, საიდანაც გამომდინარეობს იმედი იმისა, რომ ერთ დღეს მასთან ვიქნებით სამარადისოდ.  

ქრისტე აღდგა მკვდრეთით − „განსვენებულთა პირმშო“ (1-ლი კორინთელთა 15:20). ეს არის ჩვენი რწმენის საფუძველი. ქრისტე გვაძლევს დაპირებას და ეს არის ჩვენი იმედის საფუძველი: 

ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.

იოანე 14:19

რწმენასა და იმედს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ ბავშვის სიხარულს, რომელსაც მამა გასართობ პარკში წაყვანას ჰპირდება მეორე დღისათვის. მამის სიტყვებზე დაყრდნობით, ბავშვს სჯერა, რომ ის წავა პარკში. ეს არის რწმენა. ამავდროულად, ბავშვის გულში არსებული დაჯერება აღძრავს დაუოკებელ სიხარულს. ეს არის იმედი. ბავშვის ბუნებრივი ნდობა თავისი მამის დაპირების მიმართ არის რწმენა, ხოლო ბავშვის სიხარულის ყიჟინა და ხტუნვა იმედის გამოხატულებაა.

რწმენა და იმედი ერთმანეთს ავსებს. რწმენა ეფუძნება წარსულის სინამდვილეს, ხოლო იმედი მომავლის სინამდვილეს მოელის. რწმენის გარეშე არ არსებობს იმედი და იმედის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი რწმენა. ქრისტიანები რწმენისა და იმედის ხალხი ვართ.

ჩვენ გვაქვს „საუკუნო სიცოცხლის იმედი, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა“ (ტიტე 1:2).


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები