ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რისი გეშინიათ?

by ნატალია ჩიქოვანი 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 251 ნახვა

–მე მეშინია ეკონომიკური კრიზისის.

–მე მეშინია მარტოობის.

–მეშინია, რომ ვერ ვიპოვი სამსახურს.

–მეშინია ახლობლების დაკარგვის.

მსგავსი კითხვა–პასუხები გვხვდება სხვადასხვა პოპულარულ სოციალურ გამოკითხვებში, რომლებიც ემსახურება საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკვლევას.

დამღუპველი შიში

ადამიანური შიში თავისთავად უნიკალური მოვლენაა. სხვა გრძნობებსა და ემოციებთან ერთად შიშს უკავია ერთ–ერთი უმთავრესი ადგილი ყოველი ინდივიდის ცხოვრებაში. ის თან გვახლავს დაბადებიდან სიკვდილამდე და წარმოადგენს ჩვენი ხორციელი არსებობის განუყოფელ ნაწილს. შიში მიუკერძოებელია და ის არ ირჩევს თავის მსხვერპლს. ის ფლობს როგორც პატარა ადამიანებს, ასევე დიად ადამიანებს, როგორც ღარიბებს – ასევე მდიდრებს, მიუხედავად სქესისა, ასაკისა და მდგომარეობისა.

მაგრამ, რას წარმოადგენს შიში, როგორც ემოცია? საყოველთაო განმარტების მიხედვით შიში არის ფსიქოლოგიური რეაქცია, თავს მოხვეული გარემოთი ან განპირობებული გარემოთი, რომელიც ვარირებს ასაკის მიხედვით. მაგალითად ითვლება, რომ თოთო ბავშვებს ეშინიათ მხოლოდ ორი რამის – ვარდნის და მკვეთრი ხმების. რამდენადაც იზრდება ადამიანი, იმდენად უფრო ემატება სხვადასხვაგვარი შიშები. თუ არ შევებრძოლებით შიშებს, ისინი შესაძლოა გადაიზარდოს ფობიაში, რომელიც გაღრმავდება და დაფუძნდება ჩვენში მთელი ცხოვრების მანძილზე. შიშების უმრავლესობა არ აძლევს ადამიანს საშუალებას იცხოვროს მშვიდად და განვითარდეს და წარმოქმნის დაბრკოლებებს დასახულ მიზნებსა და წარმატებამდე.

თუმცა ნეგატიურ გამოვლინებებთან ერთად, არსებობს პოზიტიური გამოვლინებაც ესოდენ საუცხოო ემოციისა, როგორიც არის შიში. მაგალითად, საფრთხის შიში პირდაპირ არის დაკავშირებული თვითშენარჩუნების გრძნობასთან, რისი მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია აირიდოს მისი ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემოებებთან შეჯახების არასასურველი შედეგები.

სასარგებლო შიში

ამრიგად, შიშის მრავალგვარ სახეობებს შორის არსებობს ისეთები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას შხამავს და ისეთები, რომლებიც მას იცავს. თუმცა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ იმ შიშებისა და ფობიების მოშორებას, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალურ ცხოვრებაში, შეგნებულად აიგნორებენ შიშს, რომელიც მათ საღ აზრს მიუთითებს გონივრულობისა და სიფრთხილისაკენ. სხვაგვარად, მაშ, როგორ უნდა აიხსნას ისეთი ფენომენი, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, მოწევა, ლოთობა, უწესო სექსუალური კავშირები, ჰომოსექსუალიზმი და სხვა მრავალი რამ, რაც, თითქოსდა ნორმალურმა ადამიანმა უნდა უარყოს და რასაც მართლაც უნდა უფრთხოდეს? რატომ ხდება ასე? სწორედ იმიტომ, რომ ადამიანმა, სამწუხაროდ, დიდწილად დაკარგა უნარი აღიქვას შიშის ერთ–ერთი ყველაზე მოქმედი და სასარგებლო სახეობა – ცოდვის მიმართ შიში.

ღვთის შიში

ბიბლიაში წერია შესანიშნავი სიტყვები, რომლებიც ზუსტად გადმოცემენ ამ სიტუაციას:

ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე. რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს. მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას.

ფსალმუნი35:1–3

აი მიზეზი: არ არის ცოდვის შიში, რადგან ყველაფერი, რაზეც აქამდე იყო საუბარი, შეიძლება აღვნიშნოთ ერთი სიტყვით: „ცოდვა“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არის შიში ღვთის მიმართ. ადამიანს აღარ ეშინია იმისა, რაც მიმართულია უშუალოდ მისი უკვდავი სულის წინააღმდეგ, რაც მას ანადგურებს და ღუპავს. შესაბამისად, აღარ ღებულობს დახმარებას და შველას მისგან, ვინც ის შექმნა და ვისაც ის ჭეშმარიტად უყვარს.

მაგრამ მაინც რა არის ღვთის შიში? ეს მოვლენა მოიცავს 2 ძირითად მომენტს. პირველ რიგში, ეს არის შიში იმისა, რომ შეურაცხყო და გული ატკინო მას, ვინც გიყვარს და ვინც ძვირფასია შენთვის. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ადამიანის სიტყვები, რომელმაც თქვა: „მე მეშინია ჩემი ცოლის და ჩემს ცოლს ეშინია ჩემი. ჩვენ ერთმანეთის გვეშინია…გვეშინია ერთმანეთი არ გავაბრაზოთ, არ შევურაცხვყოთ და არ დავკარგოთ“. ასევეა ღმერთთან მიმართებაშიც. მაგრამ იმის შიში, რომ არ შეურაცხყოს, უპატივცემულობა არ გამოხატოს და არ დაკარგოს ღმერთი, შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისაც გულწრფელად და ნამდვილად უყვარს უფალი, მთელი გულითა და სულით, ვინც იცის და ესმის ღვთის სიყვარულის ფასი, ვისთვისაც ღმერთი მამაა და მისი დაკარგვა ტოლფასია საკუთარი თავის დაკარგვისა ამ ცხოვრებაში. თუ ადამიანს არა აქვს ღვთისადმი შიში, არა აქვს პატივისცემა და მორჩილება მისდამი, ასეთებისთვის ღმერთი არ არის მამა, არამედ მხოლოდ მკაცრი და სამართლიანი მოსამართლე, და ამ შემთხვევაში რეალური ხდება მეორე მომენტი: შიში ღვთისმიერი დასჯის მიმართ, რომელიც ადრე თუ გვიან ეწევა მას, ვინც ცოდვას სვამს, როგორც ცივ წყალს:

ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი…

ებრაელთა10:26–27

ღვთის შიში, პირველი და მეორე სახეობაც, შეიძლება კარგად გამოვხატოთ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობების მაგალითზე. როდესაც ბავშვი ცდილობს არ ჩაიდინოს რომელიმე არასწორი საქციელი, ამას ის, როგორც წესი, თუ მშობლებისადმი დიდი სიყვარულით ან მათი ნდობის დაკარგვის შიშით არა, თავისი საქციელისათვის დასჯის შიშით მაინც აკეთებს.

თუ ადამიანი ხანდახან მაინც დაფიქრდება იმაზე, თუ რა ელოდება მას საკუთარი სულისადმი დაუფიქრებელი დანაშაულებრივი ძალადობისთვის, მასთან დაბრუნდება დაღუპვისგან დამცველი შიში ღვთისა. ხოლო მონანიების მეშვეობით ღმერთთან შერიგებით მას უკვე ექნება არა იმდენად სასჯელის შიში, რამდენადაც მოსიყვარულე ზეციერი მამისა და მაცხოვრის დაკარგვის შიში. შედეგად ასეთი შიში ღვთისა გამოიხსნის ადამიანს მტანჯველი შიშებისგან. ყველაზე მთავარი – გაქრება სიკვდილის შიში, რადგანაც მას, ვინც უფლის ხელებშია, აღარაფრის უნდა ეშინოდეს, მათ შორის სიკვდილისაც, რამეთუ სიკვდილი დაამარცხა ქრისტემ თავისი საკუთარი სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით.

…გეშინოდეს ღვთისა და დაიცავი მისი მცნებები, რადგან სულ ეს არის ადამიანი…

ეკლეს.12:13

ავტორი: ა. უტკინა


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები