ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

by თამუნა ბაღდავაძე 21 იანვარი, 2021
21 იანვარი, 2021 1.1K ნახვა

ნამდვილი ქრისტიანული ოჯახი ეს არის ოჯახი, რომლის პრინციპებიც ბიბლიას ესადაგება. ეს არის ოჯახი, რომელშიც თითოეული წევრი ხვდება და ასრულებს ღმერთის მიერ მისთვის დავალებულ როლს. ოჯახი არ არის ადამიანის მიერ შემუშავებული, ის ღმერთის მიერ შეიქმნა ადამიანის სასიკეთოდ და მამაკაცს დაევალა მისი მართვა. საბაზისო ოჯახი შედგება ერთი მამაკაცისგან, ერთი ქალისგან და მათი შთამომავლობის ან ნაშვილები შვილებისგან. გაფართოებული ოჯახი შეიძლება მოიცავდეს სისხლით ან ოჯახით ნათესავებს, როგორებიც არიან ბებიები, ბაბუები, დისშვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, ბიძიები და დეიდები.

ცოლ-ქმარი ატარებს პასუხისმგებლობას ოჯახის შესანარჩუნებლად, მიუხედავად ჩვენი კულტურის დღევანდელი პოზიციისა. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინება მისაღები გახდა ჩვენს საზოგადოებაში, ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთს სძულს გაყრა (მალაქიას 2:16).

რა თქმა უნდა, პირველი მოთხოვნა ქრისტიანული ოჯახისადმი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა წევრს ჰქონდეს ჭეშმარიტი ურთიერთობა იესო ქრისტესთან, როგორც თავის პირად მხსნელთან და უფალთან. ეფესელთა მიმართ წერილის 5:22-26 მუხლები მოიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს ქმრებისა და ცოლებისთვის ქრისტიანულ ოჯახებში. ქმარი ვალდებულია, უყვარდეს თავისი ცოლი, რადგან ქრისტეს უყვარს ეკლესია, ხოლო ცოლი პატივს უნდა მიაგებდეს ქმარს და სიხარულით უნდა ემორჩილებოდეს მის ლიდერობას ოჯახში. ქმრის ხელმძღვანელობის როლი უნდა იწყებოდეს მისი პირადი სულიერი ურთიერთობებით ღმერთთან და შემდეგ უნდა გადადიოდეს ცოლისა და შვილებისთვის ბიბლიურ ჭეშმარიტებათა სწავლებაში. მამებს აკისრიათ შვილების აღზრდა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მამამ უნდა არჩინოს თავისი ოჯახი. თუკი ის ამას არ აკეთებს, „იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (I ტიმოთეს 5:8). ამრიგად, მამაკაცს, რომელიც არანაირ ძალისხმევას არ იჩენს იმისათვის, რომ თავისი ოჯახი უზრუნველყოს, არ შეუძლია, თავს ქრისტიანი უწოდოს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ცოლი არ უნდა ეხმარებოდეს ქმარს ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაში. იგავთა წიგნის 31-ე თავში წერია, რომ კეთილშობილ ცოლს შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ ოჯახის უზრუნველყოფა არა მისი, არამედ ქმრის პასუხისმგებლობა.

ქალი მიცემულ იქნა მამაკაცისთვის, რათა იყოს მისი შემწე (დაბადების 2:18-20). ცოლი და ქმარი ქრისტიანულ ოჯახში ერთმანეთის ერთგულები უნდა დარჩნენ მთელი ცხოვრება. ღმერთი აცხადებს, რომ ქალი და მამაკაცი თანაბრად ფასეულია, რადგან ისინი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნნენ და ამიტომ უფლის თვალში ერთნაირად ფასობენ. თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს ერთნაირი როლი აქვთ ცხოვრებაში. ქალები უფრო მოხერხებულნი არიან ბავშვების მოვლასა და აღზრდაში, იმ დროს, როდესაც მამაკაცები უკეთ არიან აღჭურვილნი ოჯახის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. ამრიგად, ისინი თანაბარნი არიან სტატუსით, მაგრამ ყოველი მათგანი თამაშობს თავის როლს ქრისტიანულ ოჯახში.

ქრისტიანული ოჯახი ბიბლიურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ბიბლია უპირისპირდება თანამედროვე კულტურას. განქორწინება, თანაცხოვრება ოჯახის შექმნის გარეშე და ერთნაირსქესიანთა „ოჯახები“ მიუღებელია უფლის თვალში. ბიბლიური პრინციპების შესაბამისად გამოხატული სექსუალურობა, სიყვარულისა და მიძღვნის  მშვენიერი გამოხატულება ‒ ყოველივე ეს განკუთვნილია ოჯახისთვის. ოჯახის გარეშე ეს ცოდვაა.

ბავშვებს აქვთ ორი ძირითადი ვალდებულება ქრისტიანულ ოჯახში: დაემორჩილონ მშობლებს და პატივი მიაგონ მათ (ეფესელთა 6:1-3). მშობლებისადმი მორჩილება შვილების ვალდებულებაა სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, მაგრამ მათი პატივისცემა შვილების ვალდებულებაა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ღმერთი ჰპირდება თავის უხვ კურთხევას მათ, ვინც პატივს მიაგებენ თავიანთ მშობლებს.

ქრისტიანულ ოჯახში ყველა წევრი უნდა იყოს ერთგული და მიძღვნილი, და ერთგული ქრისტესა და მისდამი მსახურების მიმართ. როდესაც ქმარი, ცოლი და ბავშვები ასრულებენ  ღმერთის მიერ დანიშნულ თავიანთ როლებს, მაშინ სახლში მეფობს სიმშვიდე და ჰარმონია. თუკი ჩვენ შევეცდებით, გვყავდეს ქრისტიანული ოჯახი მის სათავეში ქრისტეს გარეშე, ან თუ შევეცდებით, არ მივდიოთ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც უფალმა სიყვარულით მოგვცა, ოჯახი დაზარალდება. 

წყარო: http://cnl.news/


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები