ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

როგორ უნდა უპასუხოს მოზარდმა აგრესიას, ქრისტიანული თვალსაზრისით?

by გუჯა ჩაჩანიძე 20 აპრილი, 2021
20 აპრილი, 2021 335 ნახვა

კითხვას სვამს მაქსიმი (რუსეთი, მოსკოვი): გამარჯობა. სწორია თუ არა ბავშვების ტარება აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელ სპორტულ სექციაში? ქუჩაში ჩემი ბიჭი ხშირად აწყდება აგრესიას სხვების მხრიდან. ხშირად უმასპინძლდებიან მუშტებით. მაგრამ მე მაღელვებს ის, რომ იმ ადამიანებზე შურისძიების სურვილი, ვინც ადრე ჩაგრავდა მას, არ გახდეს ძირითადი, ჩემი აზრით, გამანადგურებელი მოტივი მათი ვარჯიშებისა. თქვენ რას ფიქრობთ?

პასუხობს დენის პოდოროჟნი: მოგესალმებით, მაქსიმ! მე კარგად მესმის, რომ ბავშვები და მოზარდები ხშირად აწყდებიან აგრესიას სკოლაში ან ქუჩაში. ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, რომ თუ ვასწავლით მათ ხურდის დაბრუნებას და პასუხის გაცემას, ჩვენ დავეხმარებით მათ პრობლემის გადაჭრაში. და რა იქნება მაშინ, თუ ვინმე უფრო ძლიერი გამოჩნდა? ვფიქრობ, თქვენ არაერთხელ გექნებათ გაგონილი ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ, აგრესიაზე საპასუხოდ ემოქმედათ ან დაეცვათ თავი და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ: კონფლიქტი გადაზრდილა ჯგუფურ ჩხუბში, ცემაში ან „კედელი კედელზე“ შეტაკებაში. ამიტომ არ იფიქროთ, რომ თუ ბავშვს ასწავლით საკითხის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრას, ამით დაიცავთ მას. რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ ბავშვი ყოველთვის უნდა მოიქცეს პასიურად და გაჩუმდეს, ან მისცეს სხვებს თავის გალახვის უფლება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასწავლოთ მას სიბრძნე, თუ როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციებში. არის მომენტები, როდესაც საჭიროა პასუხის გაცემა და არის სიტუაციები, როდესაც კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სიტყვიერად, მშვიდობიანი საუბრით, როგორც დაწერილია: „…რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს“ (იგავნი სოლომონისა 25:15). ხანდახან კი არის ისეთი მომენტებიც, როდესაც უკანმოუხედავად უნდა გაიქცე.

მე პირადად, როდესაც მოზარდი ვიყავი, ხშირად ვაწყდებოდი სხვადასხვაგვარ კონფლიქტურ სიტუაციებს, და მხოლოდ ერთადერთხელ ოყო სიტუაცია, როდესაც ძალის გამოყენება აუცილებელი გახდა. რთული სიტუაციების უმეტესი შემთხვევა შევძელი მომეგვარებინა სხვა ხერხის მეშვეობით. ბიბლიაში აღწერილია განსხვავებული მაგალითები, თუ როგორი გზებითა და საშუალებებით იცავდა ღმერთი ადამიანს. ეს ყოველთვის სხვადასხვაგვარად ხდებოდა: ერთხელ იესომ ხალხის ბრბოში გაიარა, როდესაც უნდოდათ მისი ჩაქოლვა, სხვა დროს კი ის უბრალოდ არ წავიდა იმ ქალაქში, სადაც მისი მოკვლა სურდათ. მოციქულთა საქმეებში აღწერილია, თუ როგორ ჩამოუშვეს მოციქული პავლე გალავნიდან გოდრით, რადგანაც ის რომ გამოსულიყო ქალაქიდან კარიბჭეებით, მას დაიჭერდნენ. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ მას სცემდნენ, მაგრამ ღმერთი იცავდა მის სიცოცხლეს. ამიტომ მე გირჩევდით, რომ ბავშვისთვის გესწავლებინათ სიბრძნე – თუ როგორი რეაქცია ჰქონდეს და როგორ მოიქცეს ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. დაე, იყოს ის კომუნიკაბელური და შეძლოს, გააკონტროლოს საკუთარი სიტყვები. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ ხშირად სწორედ დაუფიქრებელი სიტყვები ხდება მიზეზი ქუჩური კონფლიქტებისა (თუმცა არა ყოველთვის).

რაც შეეხება აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციას, ვფიქრობ, რომ ეს სარისკო საქმეა. აღმოსავლური ორთაბრძოლა არა მხოლოდ სხეულის ვარჯიშია, არამედ გარკვეული ფილოსოფიაა. ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ და სწავლობდნენ კუნგ-ფუს, იოგას, უშუს, ესმით, რომ ნამდვილი წარმატება ამ საბრძოლო ხელოვნებებში მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი არა მარტო სხეულს, არამედ სულს და აზრებს უმორჩილებს მოცემულ სწავლებას და მსოფლმხედველობას. მე შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქრისტესკენ მოქცევამდე ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი იოგასა და აღმოსავლურ ორთაბრძოლასთან. ბევრ მათგანს მონანიების შემდეგ ჰქონდა სერიოზული სულიერი პრობლემები და საჭიროებდნენ დემონური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შვილს არ უნდა ვუბიძგოთ ასეთი სახის „სპორტისაკენ“. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მას უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვა (ან კიდევ უფრო კარგი – შეეძლოს სხვების დაცვაც), უბრალოდ დაკავდეს სპორტით და ივარჯიშოს, რომ მისი სხეული იყოს საკმარისად ჯანმრთელი და იყოს ფიზიკურად ძლიერი. ბიჭის ფიზიკურად ძლიერი აღნაგობა რაღაც წილად დააშოშმინებს და ჩააცხრობს იმ ადამიანების ემოციებს, რომლებიც მოისურვებენ მასთან შეხლა-შემოხლას. და თუ კონფლიქტი მაინც წარმოიქმნება – ღმერთი მისცემს მას ძალას, გადაჭრას საკითხი ამა თუ იმ მეთოდით. წმინდა წერილი ამბობს: „…და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა“ (1-ლი კორინთ. 10:13). მე მწამს, რომ ეს აღთქმა იმოქმედებს თქვენი ბავშვების ცხოვრებაშიც. მოგცეთ უფალმა სიბრძნე თქვენი ბავშვების აღზრდაში.

პატივისცემით, დენის პოდოროჟნი.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები