ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

როგორ ცვლის აღდგომა ჩვენს შეხედულებას სიკვდილის შესახებ?

by ნინო ხუროშვილი 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 1.6K ნახვა

ადამიანთა უმეტესობას რომ ჰკითხოთ, რა ახსენდებათ აღდგომაზე ფიქრისას, ალბათ სააღდგომო კვერცხის, ოჯახური სადღესასწაულო სადილის ან ეკლესიაში წასვლის შესახებ გეტყვიან. თუ ჰკითხავთ, რას აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულზე, გეტყვიან, რომ ეს არის გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დასაწყისი.  

ის, რასაც „სიცოცხლე“ ნიშნავს მათთვის, ნამდვილად არ არის ნამდვილი სიცოცხლე. შექსპირის მაკბეტი ამბობს, რომ სიცოცხლე „სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის, თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით“ (შექსპირი, „მაკბეტი“, თარგმანი: ივანე მაჩაბელი). ადამიანთა უმრავლესობისათვის სიცოცხლე მართლაც ფუჭი რამაა. ასეთ ადამიანებს არ ესმით, ვინ არიან, რატომ არიან აქ ან სად მიდიან.  

ზოგი ადამიანი სიამეს და გართობას ეძებს მხოლოდ ცხოვრებაში: ჭამე, სვი და იმხიარულე, რადგან ხვალ მაინც დავიხოცებით! ასეთია მათი კრედო.  

სხვანი კი საკუთარ სიცოცხლეს ფულისა და ქონების მოხვეჭაში ატარებენ საკუთარი თავისა და ოჯახისათვის სტატუსისა და უსაფრთხოების მოსაპოვებლად.  

სხვანი კი, შესაძლოა, უფრო ნაკლებად ეგოისტურად იქცევიან და ემსახურებიან საკუთარ ოჯახებს, „მომავალ თაობას“ ან გასაჭირში მყოფ უცნობებსაც კი.  

მაგრამ, საბოლოოდ, ყველა მისწრაფება, კეთილშობილური იქნება ის თუ არა, ამაოა და ვერაფრით გვეხმარება ჩვენი ნამდვილი დანიშნულების აღსრულებაში.  

თავის წერილში იაკობი (4:14) სიცოცხლეს „ნისლს“ უწოდებს: „ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.“ ეკლესიასტეს 3:2-ში დაწერილია: „ჟამი დაბადებისა და ჟამი სიკვდილისა.“ სიცოცხლე ნისლია… დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. სიკვდილი საშინელი მტერია. ის თავის მახვილს დაუნდობლად უქნევს დედამიწას, ისევე მიაქვს ახალგაზრდების სიცოცხლე, როგორც მოხუცებისა… სიკვდილი დაუკითხავად ერევა ადამიანთა ცხოვრებაში. ის ითვისებს სხვათა სიცოცხლეს და არავითარ პატივისცემას არ გამოხატავს ადამიანებისადმი!  

სიკვდილი ცოდვის შედეგია, ვინაიდან „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა  6:23). არა მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი, არამედ სულიერიც. ამრიგად, სიკვდილი ვალია, რომელიც ჩვენ გვედო. ბიბლიაში დაწერილია: „…ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა“ (ებრაელთა 9:27). სიკვდილი ვალია, მაგრამ ის ასევე ბორკილებია ჩვენთვის და შიში, რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრება მოუცავს.  

ადამიანები სხვადასხვა დამოკიდებულებას ირჩევენ სიკვდილის მიმართ. მრავალი ადამიანი თავს ისე აჩვენებს, თითქოს სიკვდილი არც არსებობდეს და ცდილობს, არც იფიქროს მის შესახებ. ისინი ცდილობენ, სამსახურის ან სხვადასხვა საქმეს გადააყოლონ გული, ან სულაც რაიმე ნივთიერების გამოყენებით ჩაახშონ ფიქრი იმის შესახებ, რომ ადამიანი მოკვდავია. ზოგი კი ცდილობს, სიკვდილს დასცინოს და ამით მისი მნიშვნელობა დაამცროს. ზოგნი კი ცდილობენ, „გადადონ“ სიკვდილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ ჯანსაღი კვების, ვარჯიშის და პროფილაქტიკის მეშვეობით. როგორც ჩემი თერაპევტი, ექიმი კენ კუპერი ამბობს: „არ გვინდა, რომ რაღაც სულელური მიზეზის გამო მოვკვდეთ.“

დიახ, შეგვიძლია რაღაცები მოვიმოქმედოთ, რომ სიკვდილი თავიდან ავირიდოთ გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ის მაინც გარდაუვალია. სტატისტიკის მიხედვით, ყველა ადამიანი კვდება. იმას როდი გთავაზობთ, რომ სიკვდილზე ფიქრით უნდა ვიყოთ გარემოცულნი. არა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოკვდავნი ვართ და რომ ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით. ფიზიკურ სიკვდილს ვერ დაამარცხებთ, მაგრამ შეგიძლიათ სძლიოთ სიკვდილს, რომელიც გაცილებით უარესია და ეს არის სულიერი სიკვდილი. ეს არის მარადიული განშორება ღმერთისა და იმედისაგან.  

წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ქრისტე იმისათვის როდი მოევლინა ქვეყნიერებას, რომ ესწავლებინა ჭეშმარიტების შესახებ, თვალები აეხილა ბრმათათვის, ან მკვდრები აღედგინა ლაზარეს მსგავსად. იესო ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ მომკვდარიყო. მთელი მისი ცხოვრება ჯვარცმისათვის მზადება გახლდათ.  

ჩვენი უფლის ამქვეყნიური სიცოცხლის უკანასკნელი კვირის მოვლენები სწრაფად მიჰყვა ერთმანეთს, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული. ის, რაც იესოს შეემთხვა ვნების კვირის განმავლობაში, შემთხვევითი არ ყოფილა, ეს ღვთიური განზრახვა გახლდათ.

სიკვდილი და აღდგომა მისთვის წინასწარ იყო განწესებული, საუკუნეებით ადრე, ღვთის წინასწარმეტყველთა მიერ. ქრისტემ სძლია მტერს, სძლია სიკვდილს. მან თქვა:

მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჩემი სწამს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე…

იოანე 11:25-26

იმის გამო, რომ ის ფიზიკურად მოკვდა ჯვარზე და მკვდრეთით აღდგა, შესაძლებელია, რომ სულიერად აღვდგეთ. ჩვენ აღარ ვართ სიკვდილის ბორკილით შებორკილნი. რომაელთა 5:17-ის მიხედვით, სიცოცხლეში ვიმეფებთ. ჩვენ ვცოცხლობთ და ესაა ჩვენი იმედი! გამარჯვება ჩვენია იესო ქრისტეში!  

ვლოცულობ, რომ აღმოაჩინოთ აღდგომის ჭეშმარიტი იმედი. უფალი იესოა ჩვენი უდიდესი იმედი. იმედი, რომელსაც ის გვაძლევს, ამაო იმედი როდია, არც უბრალოდ დადებითი გონებრივი განწყობაა, არც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიისას ხალხისათვის მიცემული დაპირებაა და არც მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, რაიმე კარგი მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის სარწმუნო იმედი. იმედი, რომელიც ქრისტემ უკვე აღასრულა, ცოცხალმა მხსნელმა, და ჩვენ ეს მხოლოდ უნდა ვირწმუნოთ.

ავტორი: ჯეკ გრემი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები