ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

სოციალურ ქსელში მოქცევის წესები ქრისტიანებისთვის

by ნატალია ჩიქოვანი 16 მარტი, 2021
16 მარტი, 2021 176 ნახვა

იყო დრო, როდესაც ადამიანები ინფორმაციას სოფლის სალაყბოზე, დუქნებსა თუ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში უზიარებდნენ ერთმანეთს, ხოლო მოგზაურები ყველაზე საინტერესო პერსონები გახლდნენ ადგილობრივი პატარა თემებისათვის. მოგვიანებით, ბეჭდურმა მედიამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოების ცხოვრებაში, შემდეგ კი – რადიომ და ტელევიზიამ. 21-ე საუკუნეში კი ინტერნეტმა შექმნა ისეთი ვირტუალური საჯარო სივრცე, როგორიცაა სოციალური ქსელი. თუ გაზეთს, რადიოს და ტელევიზიას აქვს შესაძლებლობა, შექმნას რეალობა და მიაწოდოს ის მომხმარებელს ისეთი ფორმით, როგორითაც სურს, სოციალურმა ქსელმა დაამსხვრია ეს; აქ თითოეულ ადამიანს, რომელიც რაიმე მოვლენის მონაწილეა, შეუძლია პირდაპირი ეთერის ჩართვა და თავისი პოზიციის დაფიქსირება. ინტერნეტსაუკუნემ მოიტანა სრულიად ახალი ცნება –  სამოქალაქო ჟურნალისტიკა. თითოეული ადამიანი შესაძლოა, გახდეს ინფორმაციის მიმწოდებელი, ინტერნეტი უზრუნველყოფს მეტ გახსნილობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოქალაქეთა კომუნიკაციას და ღონისძიებების დაგეგმვას, თუმცა არსებობს სხვადასხვა საფრთხე, რომელსაც ინტერნეტსივრცე შეიცავს…

რა საერთო აქვთ სოციალურ ქსელსა და ქრისტიანობას და რა წესები უნდა დაიცვას ქრისტიანმა სოცქსელში, ან რატომ?

ქრისტიანობა, თავისი არსით, სწორედ ინფორმაციის გადაცემას მოიცავს, ინფორმაციას კეთილი უწყების შესახებ, რომ ქრისტე მოვიდა, რათა ჩვენი ცოდვებისათვის მომკვდარიყო, ჯვარს ეცვა და აღდგა მესამე დღეს. მათეს სახარების 28:19-20 მუხლები ამბობს: „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“

იყო დრო, როდესაც ქრისტიანები ქალამნებს ცვეთდნენ, რათა წასულიყვნენ ქვეყნიერების კიდეებამდე და ექადაგათ სახარება. დღეს დადგა დრო, როდესაც შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელად მისწვდე უამრავ ადამიანს და მიუტანო იმედი, ანუგეშო და ახარო კეთილი უწყება.

უკვე ითქვა, რომ სოციალური მედიის დადებითი მხარეა მისი მყისიერობა, ინტერაქტიულობა, მომხმარებელთა მხრიდან ჩართულობა და ხელმისაწვდომობა. ამ შესაძლებლობებს უარყოფითი მხარეებიც შეიძლება აღმოაჩნდეს: თუ საერთო მიდგომებს არ დავამკვიდრებთ, კეთილსინდისიერად და გონივრულად არ მივუდგებით, ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი მოიქცეოდა პირისპირ შეხვედრების დროს, შესაძლოა, სოცქსელმა ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე დამანგრეველი გავლენა იქონიოს.

ზოგჯერ დისკუსიებში ადამიანები თავს კარგავენ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ ერთმანეთის მისამართით, ან მიმართავენ ცინიზმსა და სიძულვილის ენას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ. პავლე ამბობდა, რომ თავად ქრისტიანები არიან „წერილი“, რომელსაც კაცობრიობა კითხულობს. ამიტომ ჩვენი ქცევა და დამოკიდებულება, ჩვენი მეტყველება და ის კონტენტი (ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შიგთავსი), რასაც ვაზიარებთ ჩვენს „კედელზე“, ზოგჯერ უფრო მეტს მეტყველებს ჩვენზე და ჩვენს რწმენაზე, ვიდრე ის, თუ რა თავგამოდებით ვიცავთ ქრისტიანულ ფასეულობებს დებატებისას.

საჭიროა, რომ ქრისტიანებმა (და არამარტო) შეიმუშაონ საერთო მიდგომანი. სოციალურ ქსელში ქცევის სახელმძღვანელო წესები, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, უნივერსალურ პრინციპებზეა აგებული. ეს წესები გამოსადეგია არა მარტო ქრისტიანთათვის, ასევე სხვა რწმენის წარმომადგენლებისა და ათეისტებისთვისაც.

  • პირველ რიგში, იყავი ფრთხილი! ყოველთვის გახსოვდეთ ბავშვების, ახალგაზრდების და მოწყვლადი (დაუცველი) ზრდასრულების უსაფრთხოება. დაუკითხავად ნუ გამოაქვეყნებ სხვის ფოტოებს, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება არასრულწლოვანს. ნუ მოჰყვები ისტორიას სოცქსელში, რომელშიც პიროვნების იდენტიფიცირებამ შესაძლოა მას ცხოვრება დაუნგრიოს.
  • პატივი ეცი სხვას. ნუ გამოაქვეყნებ და გააზიარებ სექსუალური ხასიათის, სიძულვილით სავსე, შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ ან სხვაგვარად უპატივცემულობის გამომხატველ „პოსტებს“.
  • მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ თავად გინდა, რომ მოგექცნენ. ეცადე, კარგი დაინახო ადამიანებში. თუ ადამიანის გაკრიტიკებას აპირებ, დაფიქრდი იმაზე, რომ არასწორი საქციელია ამის საჯაროდ გაკეთება. გახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერაც არსებობს, გაარკვიე პირადად და თქმის ფორმაც შეარჩიე.
  • იყავი გულწრფელი. ნუ შეუქმნი ადამიანებს მცდარ წარმოდგენას შენს პიროვნებასთან დაკავშირებით.
  • აიღე პასუხისმგებლობა. გახსოვდეს, შენ პასუხისმგებელი ხარ ყველაფერზე, რასაც აკეთებ, ამბობ ან წერ. შენ მიერ გაზიარებული ტექსტი ან ფოტო, აუდიო- და ვიდეომასალა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცულობის პარამეტრები გათვალისწინებულია, შესაძლოა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
  • იყავი კეთილი ნების ელჩი. პირად და პროფესიულ (ასევე ეკლესიის) ცხოვრებას მარტივად შეიძლება მიადგეს ზიანი ონლაინსივრცეში. ამიტომ, დაფიქრდი, სანამ რაიმეს „დაპოსტავ“.
  • ნუ გადახვალ ზღვარს კამათისას. ზოგიერთმა საუბარმა შესაძლოა მწვავე კამათი გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, აზრის გამოხატვისას ჩვენი ღირებულებები არ დაგვავიწყდეს, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ თანამოსაუბრეს და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
  • მიუთითე პირველწყარო. პატივი ეცი სხვის შრომას. იკითხე საავტორო უფლებების შესახებ და ყოველთვის მიუთითე ავტორი. თავი შეიკავე კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებისგან. გასაჯაროებამდე ყოველთვის დააზუსტე პირველწყაროსთან ინფორმაციის გამოყენების პირობები.
  • იმოქმედე წესების მიხედვით. დაიცავი სხვადასხვა სოციალური მედიისათვის დადგენილი წესები და პირობები. თუ ნახე მასალა ან კომენტარი, რომელიც ფიქრობ, რომ მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, აცნობე ადმინისტრაციას.

სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ ქრისტიანებს ყოველთვის და ყველგან უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მაგალითი. როგორ მოიქცეოდა იესო?… ჩვენც მის მსგავსად უნდა ვიქცეოდეთ. ყოველდღე, როდესაც ინტერნეტში შევდივართ, არჩევანის წინაშე ვდგებით: შეგვიძლია, ვიყოთ ცინიკოსები, ნეგატიურნი, მივმართოთ შეურაცხყოფას ან მეტი სინათლე და პოზიტივი ვაჩვენოთ სამყაროს.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    წერილი, რომელმაც არაერთი ოჯახი გადაარჩინა განქორწინებას

    18 დეკემბერი, 2020
  • 5

    სიამაყის 5 ნიღაბი

    23 მარტი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები