ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

სრულყოფილი მომნანიე

by ნინო ხუროშვილი 16 სექტემბერი, 2021
16 სექტემბერი, 2021 518 ნახვა

ცოდვით დაცემული ადამიანი უბრალოდ არასრულყოფილი ქმნილება როდია, რომელსაც გამოსწორება და გაუმჯობესება სჭირდება, არამედ ეს არის ამბოხებული, რომელმაც უნდა დაყაროს იარაღი.

იარაღის დაყრა, დანებება, პატიების თხოვნა, აღიარება იმისა, რომ სწორი გზიდან გადავუხვიეთ, თავიდან დაწყება – აი, ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

სწორედ ამ აღიარებას, უპირობო კაპიტულაციას, სრულ უკანსვლას უწოდებენ ქრისტიანები მონანიებას. ეს პროცესი სულაც არ არის სახალისო. ეს უფრო რთულია იმასთან შედარებით, ვიდრე, უბრალოდ, საკუთარ მდგომარეობასთან შერიგება.  

მონანიება ნიშნავს საკუთარი ქედმაღლობისა და თავნებობის უარყოფას, რომლებსაც ათასობით წლის განმავლობაში ვავითარებთ საკუთარ თავში. ეს ნიშნავს საკუთარი თავის ნაწილის მოკვლას, ერთგვარი სიკვდილის განცდას.

საჭიროა, კარგი ადამიანი იყოთ იმისათვის, რომ მოინანიოთ. სწორედ აქ ვაწყდებით სირთულეს. მხოლოდ ცუდ ადამიანს სჭირდება მონანიება და მხოლოდ კარგ ადამიანს შეუძლია სრულყოფილად მონანიება.  

რაც უფრო ცუდი ხართ, მით უფრო მეტად გჭირდებათ მონანიება, თუმცა მით უფრო ნაკლებად ძალგიძთ ეს. მხოლოდ სრულყოფილი ადამიანი შეძლებდა სრულყოფილად მონანიებას, მაგრამ ასეთ ადამიანს მონანიება არც დასჭირდებოდა.  

დაიმახსოვრეთ, რომ ეს მონანიება, ეს ნებაყოფლობითი დამორჩილება დამცირებისა და ერთგვარი სიკვდილის მიმართ, ის არ არის, რასაც ღმერთი ითხოვს თქვენგან მანამ, სანამ უკან მიგიღებთ და რისგანაც მას ძალუძს თქვენი გათავისუფლება, თუკი მოისურვებს. ეს არის მხოლოდ აღწერა იმისა, თუ რას ნიშნავს ღმერთთან დაბრუნება.

თუ თქვენ სთხოვთ ღმერთს, რომ დაგაბრუნოთ ამ მონანიების გარეშე, ეს იგივეა, რომ სთხოვოთ მას მოგცეთ დაბრუნების უფლება დაბრუნების გარეშე. ასე ვერ იქნება.

ამრიგად, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ ის ცუდი, რომელიც ჩვენშია და რომლის გამოც გვჭირდება მონანიება, გვართმევს მონანიების უნარს.

შეგვიძლია მონანიება, თუ ღმერთი დაგვეხმარება?

დიახ, მაგრამ რას ვგულისხმობთ იმის თქმისას, რომ ღმერთი დაგვეხმარება? ვგულისხმობთ იმას, რომ ღმერთი ჩვენში დებს საკუთარი თავის მცირე ნაწილს, ასე ვთქვათ.

ის დებს ჩვენში თავისი აზროვნების უნარის ნაწილს და სწორედ ამის გამო ვაზროვნებთ; ის დებს ჩვენში თავისი სიყვარულის მცირე ნაწილს და სწორედ ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული.

ჩვენ რომ ცოდვით არ დავცემულიყავით, ყველაფერი ადვილად იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ღმერთის დახმარება გვჭირდება იმაში, რაც ღმერთისთვის, მისი ბუნებიდან გამომდინარე, სრულიად უცხოა: დანებებაში, ტანჯვაში, დამორჩილებასა და სიკვდილში.  

ავტორი: კ.ს. ლუისი


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები