ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ღმერთს უძღებ ძეზე არანაკლებ უყვარხართ!

by მანანა ტვინიკაძე 4 მარტი, 2021
4 მარტი, 2021 282 ნახვა

გულახდილად რომ გითხრათ, ზოგჯერ ღვთისმსახურებაზე გალობისას ცრემლად ვიღვრები, მაგრამ არა ღვთის მიმართ მადლიერების გამო (თუმცაღა უფალ იესოს მიერ ჩემთვის გაღებული მსხვერპლი ძალიან ეხება ჩემს გულს). თუ უფრო მეტად ჩავუღრმავდები, რაღაც შეუსაბამო და დამაბნეველ ემოციას აღმოვაჩენ. ეს არის მიტოვებულობის გრძნობა.

ამაზე ვწერთ საგალობლებს, ამ საკითხის შესახებ ვასწავლით, მშვენიერ ნახატებს ვხატავთ კეთილი მწყემსის გამოსახულებით, რომელიც ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს ტოვებს და მიდის ერთის საძებრად.

რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის.

ლუკა15:4

მიუხედავად ამ მშვენიერი იგავისა დაკარგული ცხვრის ძიებისა და სახარების უწყების შესახებ, ხშირად ვგრძნობ თავს მიტოვებულად, არადა მე იმ ოთხმოცდაცხრამეტს ვეკუთვნი.

არსებობს შესანიშნავი ნახატები, რომლებზეც ასახულია, როგორ ბრუნდება უძღები ძე მამასთან, რომელიც ფართოდ გაშლილი ხელებით ხვდება მას და გულში იკრავს. 

ადგა და წავიდა თავის მამასთან. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გამოიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. და უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება. ხოლო მისი უფროსი ვაჟი მინდორში იყო. რომ მოდიოდა და სახლს მიუახლოვდა, მუსიკისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა შინ. მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აჰა, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და არასოდეს მოგიცია ერთი ციკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა. ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ძე, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’ მან უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც მაქვს, შენია. მაგრამ უნდა ვილხენდეთ და ვხარობდეთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’

ლუკა 15:20-32

არაჩვეულებრივი იგავია, რომელიც მამის სიყვარულსა და პატიებას საუკეთესოდ გამოხატავს! ის იღებს, ეხუტება და კოცნის მას, ვინც სახლში დაბრუნდა. საკუთარი ეგოიზმით შერცხვენილი ვაღიარებ, რომ მშურს.

ნუთუ არ გესმით, მე უძღები ძის ძმა ვარ.

მე ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. მწყემსის ფარაში ვიყავი მუდამ, მამის სახლში ვცხოვრობდი. ვფიქრობდი: „იქნებ მეც უნდა დავიკარგო, რომ მისი ყურადღება მივიპყრო? იქნებ უნდა წავიდე და შემდეგ დავბრუნდე, რომ უძღები ძის მსგავსად დამაფასონ?“

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე ადგილი წმინდა წერილიდან. ვის მიმართავს იესო?

ფარისეველნი და მწიგნობარნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ‘ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს.’

ლუკა 15:2

იესომ პასუხი გასცა ფარისევლებს, რომლებიც ცდილობდნენ რჯულის ზედმიწევნითი შესრულებით გამართლებულიყვნენ ღვთის წინაშე. თუმცა, რომაელთა მიმართ წერილში დაწერილია, რომ ყველამ შესცოდა და გამოსყიდვა მხოლოდ ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი.

რადგან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღმერთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.

რომაელთა 3:23-24

და მაინც, როცა საკუთარ გულში ვიხედები, ვხედავ, რომ მხსნელი მჭირდება. ეგოიზმმა, სიამაყემ და შურმა განმაცალკევა მამისგან. ვინანიებ. უკან მივრბივარ. ის მიღებს. უხარია ჩემი დაბრუნება. ცრემლებით მევსება თვალები. ამჯერად ეს მადლიერების ცრემლებია.

გესმით, რომ მე უძღები ძე ვარ? მე ვარ ის ძე…


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები