ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

by ნინო ხუროშვილი 21 თებერვალი, 2023
21 თებერვალი, 2023 89 ნახვა

მოწაფეები ეკითხებიან იესოს (იოანეს სახარება 9:2): „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ მათი შეკითხვა უჩვეულო არ ყოფილა. ძველ მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობას სჯეროდა, რომ ყველა იღებს იმას, რაც დაიმსახურა. სიმდიდრე, წარმატება და ძალაუფლება ეძლეოდათ მართალ ადამიანებს, რომლებმაც მოიპოვეს ღმერთის კეთილგანწყობა. ღარიბ, ავადმყოფ ან შრომისუუნარო ადამიანებს კი საკუთარი უგუნურებისა თუ ცოდვის გამო ჰქონდათ ღვთის რისხვა დამსახურებული. ამ შემთხვევაში მოწაფეებმა ივარაუდეს, რომ ბრმა კაცი ასეთ სავალალო გარემოებაში არ იცხოვრებდა, მას ან მის ოჯახს სხვაგვარად რომ ეცხოვრათ, ან უკეთესი გადაწყვეტილებები რომ მიეღოთ.

21-ე საუკუნეში მცხოვრებთა შეხედულებაც დიდად არ განსხვავდება ამისგან. ნაცვლად იმისა, რომ გავიგოთ იმ ადამიანთა ისტორიების შესახებ, რომლებიც იტანჯებიან, ჩვენ თავად ვთხზავთ საკუთარ ამბებს.

გაიგეთ ისტორიები

გზის პირად მჯდარ უსახლკაროს რომ ვხედავთ, რომელიც მათხოვრობს, ვამჩნევთ, ეწევა თუ არა სიგარეტს. ჩვენს მანქანასთან მოახლოებისას შევნიშნავთ, ალკოჰოლის სუნი იგრძნობა თუ არა მის სუნთქვაში, ან აქვს თუ არა ნემსის ნაჩხვლეტები მკლავზე. ამ დაკვირვებათა საფუძველზე სწრაფად ვასკვნით, რატომ არის ეს ადამიანი უსახლკარო და როგორ ხარჯავს თავის ფულს. ჩვენი დასკვნა ხშირად ახდენს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე – დავეხმაროთ თუ არა მას.

მრავალი ჩვენგანი იფიქრებს, რომ ამ კაცის მსგავსი ადამიანები საკუთარ არასწორ გადაწყვეტილებათა შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ. სიზარმაცე. ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება. სასწავლებლიდან გარიცხვა. თუ ეს ადამიანი სამსახურს იპოვის, სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალებს და თავის ცხოვრებაზე კონტროლს თავად აიღებს ხელში, გაცილებით უკეთესად იცხოვრებს. ვვარაუდობთ, რომ ამგვარ ადამიანებს დახმარებით მხოლოდ ხელს ვუწყობთ ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ყიდვაში; შეიძლება ითქვას, ეს ამყარებს კიდეც მათ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ისინი მსხვერპლის როლში არიან, რომ ქვეყნიერება მათ წინააღმდეგაა. სხვა სიტყვებით, ვვარაუდობთ, რომ ეს ადამიანები საკუთარი ცოდვისა და მარცხის გამო არიან უსახლკარონი.

შევიცვლიდით აზრს, თუ გავიგებთ, რომ ამ ადამიანმა ბავშვობაში ბევრი თავშესაფარი ოჯახი გამოიცვალა და ზოგ მათგანში საშინლად ძალადობდნენ მასზე? რას ვიფიქრებდით, თუ შევიტყობდით, რომ ის ცუდი რეპუტაციის მქონე სკოლაში დადიოდა, სადაც სწავლა არ ვარგოდა, სადაც ძალადობა და ნარკოტიკები იყო? მოძალადე მეურვე მშობლებისა და ქაოსით მოცული სკოლისგან თავდასაღწევად ის გაიქცა და სკოლა არასოდეს დაუმთავრებია. საცხოვრებელი მისამართის გარეშე კი პირადობის მოწმობის აღებაც ვერ მოახერხა, რათა მუშაობა დაეწყო. სხვა სიტყვებით, ამ კაცის წინააღმდეგ შესცოდეს მასზე მზრუნველობის ამღებმა მშობლებმა და მთელმა სახელმწიფო სისტემებმა.

ყოველი უსახლკარო ადამიანის ცხოვრება დიდად კომპლექსურია. მათი ისტორიები გადახლართულია სიღარიბესთან, ნარკოტიკსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან და ასევე ტკივილთან, რომელიც გამოწვეულია იმით, რაც თავად ჩაიდინეს და იმითაც, რაც სხვებმა ჩაიდინეს მათ საწინააღმდეგოდ.

დაინახეთ კომპლექსურობა

კომპლექსურობა მნიშვნელოვნად იზრდება, როცა ყურადღებას ადამიანთა ისეთ გაერთიანებებს მივაპყრობთ, რომლებიც გაპარტახებულია სიღატაკით, სიკვდილითა და ტრაგედიით. ნებისმიერი ცოცხალი არსების სიცოცხლისუნარიანობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია გარემომცველი ეკოსისტემის სიჯანსაღეზე.

მრავალი ასკვნის, რომ ღარიბ უბნებში მცხოვრებნი ზარმაცი, გაუნათლებელი, სექსუალურად თავაშვებული, ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან და სახელმწიფო სისტემებისგან მოელიან გამოკვებასა და ჯანმრთელობის დაცვას. ისინი იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ზოგი შრომისუნარიანი პიროვნება უარს ამბობს სამსახურის პოვნაზე. ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს ტოვებს ზოგი კაცი. სხვები მოიხმარენ სახელმწიფო რესურსებს და თავად არაფერს გასცემენ საზოგადოების სასიკეთოდ. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

იმაზე ფიქრისას, თუ რატომ იტანჯებიან ცალკეული ადამიანები და რატომ არის საზოგადოებაში მათთვის არახელსაყრელი პირობები შექმნილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მიზეზები უჩვეულოდ კომპლექსურია და არ შეიძლება მხოლოდ ეს ადამიანები ან სისტემური ძალები დავადანაშაულოთ. ეს დაუფიქრებელი და ზედაპირული საქციელი იქნება.

საკუთარი გულები უნდა გამოვიკვლიოთ, რათა დავინახოთ, ჩვენ მიერ დამნაშავის ძიება ერთგვარი ნიღაბი ხომ არ არის, რომელიც ფარავს ჩვენში ღრმად ჩამალულ სურვილს იმისა, რომ თავი გავიმართლოთ მოწყალებისა და სამართლიანობის საქმეებში მონაწილეობის მიუღებლობის გამო. იქნებ მოწაფეებიც სწორედ ამას ცდილობდნენ, როცა იესოს შეკითხვა დაუსვეს (იოანეს სახარება მე-9 თავი).

თუმცაღა ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ სცემს პასუხს მათ იესო:

„არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ“
იოანე 9:3-5

მხსნელის პასუხი არ გამორიცხავს ამ კაცის სიბრმავის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ის ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ მოწაფეები მცდარ კითხვას სვამდნენ. მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური დამსხვრეულობის მიზეზები, თუმცა ამ დამსხვრეულობის წამალს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

წმინდა წერილში უამრავი შეგონებაა იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს უგუნურება და ეგოიზმი თავად ამ თვისებების მქონე ადამიანსაც და მის გარშემო მყოფთაც (იგავები 6:9-11; 14:23; 22:29). ბიბლია კიცხავს საზოგადოების პრივილეგირებულ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს ისეთ სისტემათა შექმნისთვის, რომლებიც ჩაგრავს და ძალადობს დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლებზე (იგავები 11:1; 14:31; ესაია 10:1-4.).

მიუხედავად ამ ყოველივესი, იესო ამბობს, რომ დამსხვრეულობა და უსამართლობა (ცალკეული ადამიანებისა თუ მთელი თემისადმი გამოჩენილი) შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ „ღვთის საქმენი გამოცხადდეს“. ქრისტე არიგებს თავის მოწაფეებს (და გვარიგებს ჩვენც), რომ უნდა ვაკეთოთ ღვთის საქმეები. ამისათვის კი ჯერ უნდა გავიგოთ ისტორიები, რომლებიც ადამიანთა ტანჯვის მიღმა იმალება, უნდა დაგვამწუხროს ამან, გვიბიძგოს ამ ადამიანებზე ლოცვისკენ და აღძრას სურვილი იმისა, რომ სამართლიანობასა და კურნებას მიაღწიოს იქ, სადაც არ არის ისინი და იზეიმოს ერთობა, მთლიანობა და მშვიდობა იქ, სადაც იპოვის მათ

ბენ შიაკა


ამავე კატეგორიის

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

ცოდვაა თუ არა სიზარმაცე?

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    რა არის ქრისტიანული ათეიზმი?

    3 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები