ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„ჩვენი უფალი იესო“ – კლაივ ლუისი

by ნატალია ჩიქოვანი 19 მარტი, 2021
19 მარტი, 2021 143 ნახვა

სინამდვილეში ეს სათაური ასე ჟღერს: “What are we to make of jesus Christ?”, ანუ დაახლოებით: „რა მოვუხერხოთ იესო ქრისტეს?“ ამ შეკითხვის გულუბრყვილობა, გარკვეული თვალსაზრისით, ღიმილსაც კი იწვევს. წარმოიდგინეთ ბუზი, რომელიც სპილოს აზის და ფიქრობს: „რა ვუყო ახლა მე ამას?“ ალბათ, ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი კითხვა უჩნდებათ, სინამდვილეში სულ სხვა რამეს გულისხმობენ, მათ სურთ გაერკვნენ: „როგორ მოაგვარონ ისტორიული პრობლემა, რომელიც მათში იესო ქრისტემ თავისი სიტყვით და საქმით წამოჭრა“. სწორედ ამიტომ, უფრო სწორი იქნებოდა გვეკითხა: „რა ვუყოთ იმას, რაც ჩვენში გაჩნდა?” და „რას მოიმოქმედებს იესო ქრისტე ჩვენ მიმართ?“ ამ კითხვებში ორი მნიშვნელოვანი და ზოგადად, ფენომენალური გარემოებაა გაერთიანებული: ერთი მხრივ, ეს სახარების თითქმის საყოველთაოდ აღიარებული სიღრმე და მორალური სიწრფელეა. სერიოზულ საუბარში ამას ქრისტიანობის თავგამოდებული ოპონენტებიც კი არ უარყოფენ (პირადად ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანულ „მორალს“ ყველაზე უფრო აქტიური ათეისტებიც კი ეთანხმებიან) და მართლაც, იესოსა და მისი უახლოესი ადამიანების სწავლებაში, ყველაზე ნათლად და გასაგებად, მორალური ნაწილია გამოკვეთილი. ქრისტიანული მორალი არ არის ჩვეულებრივი უქმი იდეალიზმი, როგორც დეტალებში, ისე ერთიანობაში. ეს სრულიად რეალისტური, საღი, ამაღლებული, სიბრძნითა და სიმტკიცით აღვსილი მოძღვრება და ჭეშმარიტად ფხიზელი გონებით შექმნილი პროდუქტია.

მოძღვრების მეორე მხარეს იესოს მიერ გამოთქმული გამომწვევი თეოლოგიური განცხადებებია. ალბათ, გასაგებია, რომ მე, არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში წარმოთქმულ ცალკეული გამონათქვამებს ვგულისხმობ, ისეთებს, როგორიც იყო, მაგალითად, მღვდელმთავრის შეკითხვაზე გაცემული პასუხი, რომელსაც იესოს ჯვარცმა მოჰყვა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

…იესო დუმდა, და მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? უთხრა იესომ: შენ თქვი. მე კი ამასაც გეტყვი: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.

მათე 26:63-64

ზემოთ როგორც ითქვა, მაცხოვრის ასეთი გამოწვევანი მხოლოდ ცხოვრების ყველაზე დრამატულ მომენტში, სიკვდილის წინ არ ჩნდებოდა. იესოს სიტყვებს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ადამიანური სინამდვილესთან მიმართ, მსგავს პრეტენზიებს, ის საკმაოდ ხშირად გამოთქვამდა. ამავე დროს, მას სხვა სახის გამოწვევანი ჰქონდა: იესო ცოდვებს მიუტევებდა. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს გამოწვევაც არ არის, რადგან როდესაც გაგვანაწყენებენ, ჩვენც ვპატიობთ…

ვინმემ თუ 10 ლარი მოგპარათ, თქვენ ალბათ იტყვით: „მე მას ვპატიობ და მოდით, დავივიწყოთ ეს ამბავი“. საინტერესოა, რას იტყოდით, თუ ვინმე 100 ლარს მოგპარავდათ. მიმტევებლობის მასშტაბებზე როცა ვფიქრობთ, გავიხსენოთ ერთი ფრაზა, რომელიც იესომ (როდესაც იგი იერუსალიმს დაჰყურებდა და ღვთის ქალაქის როგორც წარსულს, ისე მომავალს ჭვრეტდა) თითქმის უნებლიეთ წარმოთქვა:

იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

მათე 23: 37-39

უნდა ითქვას, რომ სახარების ამ მუხლის შინაარსი ნებისმიერი ეგზეგეტიკოსისათვის საკმაოდ ძნელი ასახსნელია. კიდევ ერთ ისეთ ფრაგმენტს დავასახელებ, რომელიც მარხვასთან არის დაკავშირებული და თავისი შინაარსით მხოლოდ

ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს შეიძლება უკავშირდებოდეს:

მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.

მათე 9:14-15

ჭეშმარიტ მარხულს, მართლაც, ძლიერი შინაგანი განცდა უნდა ჰქონდეს.

ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და შესაბამისად, თავად არის ღმერთი, მაგრამ ახლა ყველაფერს იმ მსმენელის თვალით შევხედოთ, ვინც ეს ჯერ არ იცის და დავინახავთ, რომ მას ბუნებრივად უჩნდება კითხვა: ვინ არის ეს ადამიანი, რომ მის გვერდით ყველა ჩვეული წესი და ნორმა უნდა გაუქმდეს? და რატომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის აბსოლუტურად უდანაშაულო და უცოდველია? იესო, ადამის შთამომავლობას ცოდვით შეპყრობილს რომ უწოდებს, პირადად მას ეს სიტყვები სრულიად არ ეხება. კიდევ, სახარებაში ვკითხულობთ: „უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ“ (იოანე 8:58),  ებრაულ ენაზე „მე ვარ“ – ღმერთის პიროვნული სახელია და ამ სიტყვის წარმოთქმას იუდეური წესი კრძალავდა, რადგან ასეთი თვითნებობა ადამიანს შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც დასჯდომოდა. ამრიგად, ერთი მხრივ, ჩვენ იესო ქრისტეს სრულიად გასაგები, კონკრეტული მორალური და ზნეობრივი სწავლება ვიცით, ხოლო, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ისეთ ადამიანთან, რომლის მისწრაფებებთან შედარებით ნაპოლეონისა და ალექსანდრე მაკედონელის სურვილები და მიზნები ბავშვურ თამაშად შეიძლება მოგვეჩვენოს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ვინმეს ბუდასთვის დაესვა კითხვა: „შენ ბრაჰმას (შემოქმედი ღმერთი) შვილი ხარ?“, ბუდა უპასუხებდა: „თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ?“ ან შევეცადოთ, ჩვენს ფანტაზიაში სოკრატე დავარწმუნოთ, რომ ის ზევსია. პასუხად გულწრფელ სიცილს მივიღებთ. მუჰამედს თუ ვკითხავთ, თავად ის ხომ არ არის ალაჰი, უეჭველად შემოიხევს ტანსაცმელს და ამის შემდეგ, ალბათ, თავის გარეშე დავრჩებით. კონფუცის თუ ვკითხავთ, ის ხომ არ არის ბუნების დედა: კონფუცი შემობრუნდება, მხრებს აიჩეჩავს და ხითხითით გაგვშორდება; ამიტომ, როდესაც ზნეობის ისეთი ბრწყინვალე მასწავლებელი გვმოძღვრავს, როგორიც იესო ქრისტეა, თუ ეჭვი გაგვიჩნდა, ეს მომენტი ან ხიბლში ყოფნად უნდა მივიჩნიოთ, ან შევიგნოთ, რომ საქმე მართლაც ღმერთთან გვაქვს და ამ საოცრების გაცნობიერება გავაგრძელოთ….

ავტორი: კლაივ ლუისი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები