ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ცილისწამება – ეშმაკის ძლიერი იარაღი

by ნატალია ჩიქოვანი 18 მარტი, 2021
18 მარტი, 2021 1.4K ნახვა

უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.

იგავები 16:28

მიუგო მათ იესომ:

თორმეტი არ ამოგირჩიეთ? და ერთი თქვენგანი ეშმაკია. ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.

იოანე 6:70-71

რას გულისხმობდა იესო, როდესაც ამბობდა, რომ იუდა ეშმაკია? ადამიანი უბრალოდ ბოროტი სულის მასპინძელია, თუ თავად შეუძლია გახდეს დემონი? ზოგიერთები ასწავლიან, რომ იუდამ დაკარგა ადამიანური ბუნება, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ის შეაწუხა სინანულის გრძნობამ და თავი მოიკლა. განა დემონებს აქვთ იმის განცდა, რომ ცოდვა ჩაიდინეს? იესოს განსაზღვრება, რომ იუდა „ეშმაკია“, გულისხმობს სატანის განუყოფელ თვისებას − ცილისწამებას.

ახალ აღთქმაში გამოყენებული სიტყვა „diabolos”, რომელიც „ეშმაკს“ აღნიშნავს, სხვაგან გვხვდება, როგორც „ცრუბრალმდებელი“, „ცილისმწამებელი“ და „ბოროტი ჭორის გამავრცელებელი“. სწორედ ამ ბოლო მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა „diabolos“ 1 ტიმოთეს 3:11-სა და 2 ტიმოთეს 3:3-ში. იესოს ნათქვამი: „ერთ-ერთი თქვენგანი ეშმაკია“, გულისხმობდა იმას, რომ მოწაფეებიდან ვიღაც გამცემი და ცილისმწამებელი იყო.

ეს პრობლემა, „ბოროტი ჭორის გამავრცელებლების“ შესახებ, აქტუალურია დღესაც. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მეორე წერილში ლაპარაკობს საზარელ ჟამზე, როდესაც ადამიანები იქნებიან თავაშვებულნი, ამპარტავანნი, ვერცხლისმოყვარენი, დედ-მამის ურჩნი, ანგარნი და სია გრძელდება, თუმცა აქ საინტერესოა, რომ გამოყენებულია იგივე სიტყვა „diabolos“, რომელიც „ცილისმწამებლის“ მნიშვნელობით არის ნახმარი.

ალბათ, იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ, მათი შეფასებებიც უარყოფითია და ამ ნეგატიურ ინფორმაციას ისინი დაუღალავად ავრცელებენ.

თქვენი სიტყვებით…

ბიბლია ამბობს, რომ ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და გავმტყუნდებით. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს ენაზე დაკვირვებით გავზომოთ ჩვენი მორჩილება ღმერთის წინაშე. ის, თუ რას ლაპარაკობ, ცხადად მიუთითებს იმაზე, რაც შენს შინაგანში ხდება.

იაკობი წერს:

რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.

იაკობი 3:2

სიტყვებს დიდი ძალა აქვს და უნდა დავფიქრდეთ, სანამ მათ წარმოვთქვამდეთ:

სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, და ლაპარაკის მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.

იგავები 18:21

იაკობი აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ ენა დაუკავებელი ბოროტებაა:

ენის მოთვინიერება კი ადამიანთაგან არავის შეუძლია – დაუოკებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი და იმავე პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. არ ეგების, ჩემო ძმებო, ასე რომ ხდება. განა ერთი წყაროსთვალიდან გამოედინება ტკბილი და მწარე?

იაკობი 3:8-11

სატანას ჩვენს ურთიერთობათა დანგრევა სურს. მას სურს, ჩვენივე სიტყვებით გაგვაკეთებინოს ეს. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უარყოფითად ვსაუბრობთ ან ვჭორავთ ვინმეს, ჩვენ ვაღვივებთ ჯოჯოხეთის ცეცხლს…

ღმერთს სურს, რომ აღმოფხვრას ჭორი და ცილისწამება ეკლესიებიდან. მას სურს, რომ მისი სახლი სამლოცველო სახლად იწოდებოდეს, ერთობის და არა ნგრევის ადგილად… ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ცილისწამების შედეგები და სანამ დროა, უარი ვთქვათ მასზე…

ავტორი: ფრენსის ფერჯიპეინი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები