ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ცოდვაა თუ არა სიზარმაცე?

by ელენე თანდაშვილი 14 თებერვალი, 2022
14 თებერვალი, 2022 529 ნახვა

სიზარმაცე ცოდვაა, რადგან სხვა ცოდვების მსგავსად, ის გვაშორებს ღმერთს. შრომა ღმერთის ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ − მის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები − შექმნილნი ვართ შრომისთვის. მას განუზომლად მეტის გაკეთება შეუძლია ჩვენი მეშვეობით, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ან ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენც უნდა გვინდოდეს მასთან ერთად შრომა.

სიზარმაცე ღმერთის მორჩილებაზე უარის თქმაა. ის ხელს გვიშლის ზრდაში, მიზნების მიღწევაში. ღმერთს კი სურს, რომ ვშრომობდეთ და ამით ვემსახურებოდეთ მას და ასევე ადამიანებს.

მათეს სახარების 25-ე თავში ქრისტე წარმოთქვამს იგავს ტალანტების შესახებ, საიდანაც ვხედავთ, როგორ უყურებს ის სიზარმაცეს. ტალანტი იმ დროს ფულის დიდ ერთეულს აღნიშნავდა. იესოს მიერ წარმოთქმულ იგავში ვკითხულობთ, რომ ბატონმა სხვადასხვა რაოდენობის ტალანტები მისცა თავის სამ მონას. პირველმა ორმა გონივრულად განკარგა ბატონის მიერ მათთვის მიცემული ტალანტები და გააორმაგა ისინი. ბატონი კმაყოფილი დარჩა და შეაქო ისინი. მესამე მონამ კი მიწაში დაფლა თავისი ერთი ტალანტი, რადგან ზარმაცი იყო. ეს რომ შეიტყო, ბატონი განრისხდა:  

„მიუგო მას თავისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.“
(მათე 25:26
)

მონამ თავი იმართლა, თუმცა სიზარმაცის გამო ის მკაცრად დაისაჯა.

„ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.“
(მათე 25:30
)

სიზარმაცე სახიფათოა  

ზემოთ ხსენებული იგავი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ სერიოზულად აღიქვამს ღმერთი სიზარმაცეს. სიზარმაცე ცოდვაა და ის შეიძლება დიდად სახიფათო იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის. ბიბლია მკაფიოდ გვეუბნება, რა საშიშროება ახლავს მას თან. ეს ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს, რათა თავი ავარიდოთ სიზარმაცეს.  

„როდემდე იწვები, ზარმაცო, როდის ადგები შენი ძილიდან? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად, და მოვა, როგორც მგზავრი, შენი სიღატაკე და გაჭირვება, როგორც ჯარისკაცი.“

იგავები 6:9-11

იგავთა წიგნში სოლომონი კვლავ და კვლავ იმეორებს იმას, რომ სიზარმაცე წინ უძღვის სიღატაკეს, ტკივილსა და სიკვდილსაც კი. ღმერთს არ სურს, რომ ეს მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. მას უნდა, რომ ჩვენი ცხოვრება სიკეთის სიუხვით იყოს სავსე. თუმცაღა თუ ჩვენ არ ვიშრომებთ, თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ ძალისხმევას, ვერ მოვიმკით იმას, რაც არ დაგვითესავს.

„ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.“

იგავები 13:4

დიახ, ღმერთმა თავისი მადლით დაგვიხსნა და მას უპირობოდ ვუყვარვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება ყოველთვის ადვილი იქნება. ის, რომ უფალმა თავისი მადლით გვიხსნა და ამისთვის არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდა თავად, არ ამართლებს ჩვენს სიზარმაცეს. შრომა და შეუპოვრობაა საჭირო იმისათვის, რომ უფალს ვემსახუროთ და ლუკმაპური ვიშოვოთ. სიზარმაცეს თუ გამოვიჩენთ, ამით დიდად დავაზიანებთ როგორც საკუთარ ცხოვრებას, ასევე მათ, ვისზე ზრუნვაც ჩვენს ხელთაა.

„ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურს შრომა.“

იგავები 21:25

სიზარმაცე ნიშნავს პიროვნული ზრდის შეჩერებას

სიზარმაცე იწვევს პიროვნული ზრდის შეწყვეტას. ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას წინააღმდეგობითვე უნდა ვუპასუხოთ, თუ გვსურს, რომ გავიზარდოთ. სირთულეთა დაძლევა კიდევ უფრო გვაძლიერებს როგორც სულიერად, ასევე პიროვნულად. ის ხელს უწყობს ასევე ჩვენს ურთიერთობათა და ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე იმისათვის მოვიდა, რათა ეშრომა. ის შრომობდა: დადიოდა და ასწავლიდა ადამიანებს ღმერთის შესახებ და არა მხოლოდ ასწავლიდა, არამედ კურნავდა სნეულებს, საკვებს აძლევდა მშიერთ, მკვდრეთით აღადგენდა გარდაცვლილებს; ასევე შრომობდა თავისი მოწაფეებისათვის: ძერწავდა მათ პიროვნებას და ამზადებდა მომავალი დიადი დავალებისათვის. ამავდროულად, იესოსთვის უპირველესი მამასთან ურთიერთობა იყო. მას არც დასვენება ავიწყდებოდა დროდადრო, რათა ძალა მოეკრიბა და ისევ დაუღალავად ეშრომა. ამრიგად, ჩვენც შეგვიძლია ქრისტეს მაგალითს მივბაძოთ და ვიცხოვროთ, როგორც ის ცხოვრობდა. ვემსახუროთ უფალს და ადამიანებს ჩვენი შრომით და ასევე, საკუთარი თავი და ოჯახიც შევინახოთ იმით, რასაც უფალი მოგვცემს ჩვენი გარჯის საზღაურად.

წყარო:

https://www.biblestudytools.com


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები