ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

წყენა ‒ ეშმაკის სტრატეგია

by თამუნა ბაღდავაძე 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 2.7K ნახვა

რატომ ფიქრობთ, რომ ბოროტი, ვიდრე თქვენს სულს დაეპატრონება, კარზე მოგიკაკუნებთ და გეტყვით: „გამარჯობა, მე სატანა ვარ, გააღე კარი, მე მოვედი, რათა მოვიპარო, მოვკლა და მოვსპო.“

სატანა არასოდეს მოისურვებს, წარდგეს თქვენ წინაშე აშკარა სახით. ყველაზე კარგ შემთხვევაში, თქვენ საერთოდაც ვერ უნდა მიხვდეთ, თუ სად არის ის თესლი, რომელიც მთელ ტაძარს ბილწავს. დღესდღეობით მტრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი წყენაა. ეს ტყვია თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ძალიან ღრმად იცის შეღწევა შიგნით.

როგორ გავიგოთ, ნამდვილად ვაპატიეთ ადამიანს თუ მხოლოდ სიტყვით?

ილოცეთ ამ ადამიანისთვის მანამ, სანამ მასთან შეხვედრისას არ დაგეუფლებათ თავისუფლებისა და სიხარულის შეგრძნება. სწორედ სიხარულის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა პრობლემასთან, სიტუაციასთან და იმ ადამიანებთან შეხვედრისას, რომელთაც ტკივილი მოგაყენეს, მოწმობს პატიებაზე. ეს იმის დასტურია, რომ შენ  სიტუაციაზე ამაღლებული ხარ და არა სიტუაციის ქვეშ მოქცეული. სრული პატიება მოდის მხოლოდ ღმერთთან ერთად ცხოვრებაში, მის თაყვანისცემასა და განდიდებაში, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ხვდები ‒ თავისუფალი ვარ! ვიდრე სხვანაირი რეაქცია გაქვს, ესე იგი, არაფერი შეცვლილა.

შესაძლებელია თუ არა, რომ აპატიო, გიყვარდეს, მაგრამ პატივს არ სცემდე ადამიანს?

მარტივია სათქმელად, მაგრამ რთულია გასაკეთებლად. შეიძლება თქვა: „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ, სინამდვილეში, არც კი გიყვარდეს ადამიანი. სიყვარული პატიობს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ თუ არა, როდესაც ადამიანს ვპატიობთ, ეს სხვა საკითხია.

ღმერთს უყვარს ყველა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველას საქციელები მოსწონს და ყველასთან ითანამშრომლებს. ღმერთს უყვარს უკანასკნელი მეძავიც, ბანდიტიც და მკვლელიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი იწონებს და პატივს სცემს მათ ქმედებებს. პატივისცემას დამსახურება უნდა, სიყვარული კი ნიჭია. სიყვარული არის ნიჭი უფლისგან, რომლის მიღების შემდეგაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს მისი ვინმესადმი გადაცემა. მაგრამ პატივისცემა მოზიარეობისა და ურთიერთობების პროცესია. თუმცა, თუ მსურს, ვიპოვო პატივისცემის მიზეზი, შევძლებ მის პოვნას. მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელნიც თავიანთ მტრად მიმიჩნევენ. მე ვცდილობ, დავინახო მათში რაღაც კარგი და მივაქციო ყურადღება ამ კარგს. ეს თავისუფალს მხდის. საჭიროა, საკუთარ თავში სწორი ხასიათი ჩამოვაყალიბოთ. ყოველთვის უყურეთ სწორ რამეებს, მიაქციეთ ყურადღება ღირსებებს, მაგრამ არასოდეს ეცადოთ ‒ გააკეთოთ ეს საკუთარი ძალებით. გააკეთეთ ეს ლოცვისას, ღვთის სიტყვის პრიზმაში, უფალთან ურთიერთობის მეშვეობით. თუ ხვდები, რომ გიჭირს ამის გაკეთება, მიდი და აღიარე ეს უფლის წინაშე.

როდესაც იესო ქრისტე არ პასუხობდა პონტოელი პილატეს კითხვებზე, ავლენდა ამით მისდამი უპატივცემულობას ან შეურაცხყოფას? შესაძლოა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე იესო ქრისტეს უარი შეფასებულ იქნეს, როგორც უპატივცემულობა და შეურაცხყოფა? იესო ქრისტე სიყვარულს ავლენდა. თუ თქვენ უპატივცემულობას გამოავლენთ ადამიანის მიმართ, მისდამი სიყვარულს ვერ გამოავლენთ. შეიძლება აპატიოთ ადამიანს და უთხრათ: „მე მიყვარხარ, მაგრამ იმისათვის, რომ მოიპოვო ჩემი ნდობა და პატივისცემა, დრო გჭირდება“, საჭიროა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, რეალური საქმეები შენი მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია, გადავამისამართოთ სიყვარულის ნიჭი, მაგრამ პატივისცემა ისეთი რამაა, რასაც უფალი გვასწავლის და რაშიც ჩვენ თავად გვზრდის.

იმისათვის, რომ უფლის წინაშე წარვდგეთ სუფთანი, უნდა ვეძიოთ მშვიდობა ყველასთან და ვითხოვოთ პატიება…

არ გააკეთოთ რამე „ყოველი შემთხვევისთვის“. იყავით პატიოსანი, იმიტომ, რომ უმჯობესია, დასხდეთ და დაილაპარაკოთ ერთმანეთთან, ვიდრე მიხვიდეთ ადამიანთან და უბრალოდ პატიება სთხოვოთ. მე მინახავს ქალები, რომლებიც წერილებს სწერდნენ თავიანთ გარდაცვლილ მამებს. მათ არ სჭირდებოდათ პასუხი, მათ ესაჭიროებოდათ გულის გადმოღვრა და გათავისუფლება, რადგანაც როდესაც გულზე მძიმე ლოდი გადევს და გტანჯავს, საჭიროა უფლის წინაშე სულის გადმოღვრა და სიმძიმის გარეთ გამოტანა, რათა გათავისუფლდე.

იცით, როდესაც მშიერი ადამიანი ჭამს, თქვენ ამით ვერ გამოიკვებებით, ისევე, როგორც ვერ გამოიკვებება სხვა ადამიანი, როდესაც თქვენ მიირთმევთ. ნუ დაელოდებით ადამიანებისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას. თქვენ გადადგით ეს ნაბიჯი, უბრალოდ იყავით ბრძენები და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კეთდება ღმერთისთვის.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 4

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები