ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

by ელენე თანდაშვილი 27 სექტემბერი, 2021
27 სექტემბერი, 2021 272 ნახვა

ნესტორი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად ეკურთხა 428 წლის 10 აპრილს. ამ გავლენიან და მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისმა დაწინაურებამ ეკლესიას ბევრი უარყოფითი შედეგი მოუტანა. არიანული ერესის მტკიცე მოწინააღმდეგე ნესტორი საპირისპირო ერესში ჩავარდნისათვის დაადანაშაულეს.

არიანელების სწავლების მიხედვით, ქრისტე შექმნილი არსება იყო. ამ და სხვა მოსაზრებათა გასაბათილებლად ნესტორი ამტკიცებდა, რომ ღმერთი იმგვარად გაერთიანდა ადამიანთან, როგორც ადამიანი შედის კარავში ან იცვამს სამოსელს. ნესტორი ქრისტეს არ განიხილავდა, როგორც ერთიან პიროვნებას, არამედ როგორც ორ, სრულიად სხვადასხვა ბუნების კავშირად, ანუ, მისი აზრით, ეს იყო ორი სხვადასხვა პიროვნების შერწყმა. მან ვერ შეიმეცნა ქრისტე ისეთი, როგორსაც ვიცნობთ მას წმინდა წერილიდან – სრულ ღმერთად და სრულ კაცად,  ჭეშმარიტ ღმერთად და ჭეშმარიტ ადამიანად.

ნესტორი ამბობდა, რომ მარიამი არ უნდა წოდებულიყო „ღვთისმშობლად“, რადგან ფიქრობდა: „ხორცისაგან მხოლოდ ხორცი შეიძლება იშვას, ხოლო ღმერთი კი, როგორც სული, ვერ იშვებოდა ქალისაგან, ქმნილება შემოქმედს ვერ შობდა. მარიამმა შვა ადამიანი, რომელშიც განსხეულდა სიტყვა; მან შვა ჩვენი ხსნისათვის საჭირო ადამიანური ჭურჭელი. სიტყვამ შეისხა ხორცი მოკვდავ ადამიანში, მაგრამ თავად სიტყვა არ მომკვდარა, არამედ მან ისიც აღადგინა, ვისშიც განსხეულდა.“

ნესტორი არ უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობას და სწორედ ამიტომ აცხადებდა, რომ ქალისაგან ღვთიური ბუნების შობა შეუძლებელი იყო. უარს ამბობდა ტერმინის “theotokus” („ღვთისმშობელი“) გამოყენებაზე. ის ამბობდა, რომ ეკლესიის ადრეული მამები და მოციქულები ამ სიტყვას არ იყენებდნენ.

ალექსანდრიის პატრიარქმა კირილემ დაგმო ნესტორის შრომები და გამოსცა 12 ანათემა მის წინააღმდეგ. ნესტორის პასუხმაც არ დააყოვნა. იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ 431 წელს ამ საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ეფესოში. ნესტორის შეხედულებანი კრებამ დაგმო და მწვალებლობად და ცრუმოძღვრებად აღიარა.

ნესტორის მომხრეები არ დანებებულან. მათ სპარსეთის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე ეკლესია დააარსეს. თავდაპირველად, ეს საკმაოდ ძლიერი ეკლესია იყო, რომელიც ეწეოდა მახარებლობას შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში. ნესტორიანული ეკლესიები ჩამოყალიბდა არაბეთში, ინდოეთში, ტიბეტში, მალაბარსა და კვიპროსში. ბევრი მათგანი დღემდე არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია ერაყში არსებული ნესტორიანული ეკლესია. ზოგი მათგანი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა მე-16 საუკუნეში.

თავად ნესტორს რაც შეეხება, იმპერატორის ბრძანებით ის გადაასახლეს ეგვიპტის ერთ-ერთ ოაზის ელ-ხარგაში.

https://www.christianity.com


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

ტიტუსის მიერ იერუსალიმის განადგურება ქრ. შობიდან 70 წელს

19 მაისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები