ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

by ელენე თანდაშვილი 16 სექტემბერი, 2021
16 სექტემბერი, 2021 582 ნახვა

ამ დღეს, 1529 წლის 19 აპრილს გაჩნდა ტერმინი „პროტესტანტი“, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმართულების აღმნიშვნელი.

მარტინ ლუთერი ერეტიკოსად შერაცხეს პაპმა და იმპერატორმა, მაგრამ მისი მიმდევრები სულ უფრო და უფრო მეტად მრავლდებოდნენ. იმპერატორმა კარლოს მეხუთემ ვერ შეძლო რეფორმატორთა მოძრაობის ჩახშობა ისე, როგორც თავად სურდა, რადგან თურქები აღმოსავლეთიდან ემუქრებოდნენ მის იმპერიას. 1521 წელს, გერმანიის ქალაქ ვორმსში კარლოსმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მარტინ ლუთერი კანონგარეშედ გამოცხადდა.

ხუთი წლის შემდეგ, მომდევნო საიმპერატორო კრებაზე კარლოსმა თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ იმპერიაში შემავალი ნებისმიერი ტერიტორიის მმართველს შეეძლო თავად განეგო თავისი მხარე ისე, როგორც ეს ღვთისათვის მოსაწონი იქნებოდა. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის ბევრი დამოუკიდებელი ქალაქისა და სამთავროს რელიგია ხდებოდა ის რელიგია, რომლის მიმდევარიც იყო ამ ქალაქისა თუ სამთავროს მმართველი.

ამ მოვლენებამდე რვა წლით ადრე მარტინ ლუთერი რწმენის და სინდისის თავისუფლების დასაცავად იბრძოდა ვორმსში გამართულ კრებაზე. 1526 შპაიერში გამართულმა პირველმა კრებამ, გერმანელ ლუთერან მთავართა მოთხოვნით, შეაჩერა ვორმსის ედიქტის მოქმედება მარტინ ლუთერის წინააღმდეგ. შპაიერის მეორე კრებამ გააუქმა ეს დადგენილება. ამის პასუხად ექვსმა მთავარმა და წმინდა რომის იმპერიის თოთხმეტმა  თავისუფალმა ქალაქმა კრებაზე წარადგინა ე.წ. „შპაიერის პროტესტი“.

აღნიშნული დოკუმენტის სახელწოდების მიხედვით რეფორმაციის მომხრეებს „პროტესტანტები“ ეწოდათ, ხოლო რეფორმაციის შედეგად აღმოცენებულ არაკათოლიკურ კონფესიას კი „პროტესტანტიზმი“.

დღეს პროტესტანტიზმი ქრისტიანობის სამი მთავარი შტოდან ერთ-ერთია. სამივე შტოს ერთ საფუძველი აქვს, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებებიც არსებობს. მთავარი განსხვავება ის არის, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რომაულ-კათოლიკური ეკლესია წმინდა წერილს ათანაბრებს ეკლესიის ტრადიციებსა და „გარდამოცემასთან“ (ეკლესიის მამათა შრომები), ხოლო პროტესტანტებისთვის ქრისტიანული რწმენის უზენაესი და ერთადერთი ავტორიტეტი ბიბლიაა, ღვთის სიტყვა. პროტესტანტები აღიარებენ ყველა მორწმუნის მღვდლობას და რწმენით გამართლების მოძღვრებას.


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

ტიტუსის მიერ იერუსალიმის განადგურება ქრ. შობიდან 70 წელს

19 მაისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები