ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ?!

by თამუნა ბაღდავაძე 12 ნოემბერი, 2020
12 ნოემბერი, 2020 4.3K ნახვა

ჰოსპიტლის ყოფილმა თანამშრომელმა შეადგინა თავისებური რეიტინგი იმ საკითხების ჩამონათვალისა, რასაც ადამიანები სიკვდილის წინ ყველაზე მეტად ნანობენ.

ერთი ქალი დიდხანს მუშაობდა ჰოსპიტალში და მისი მოვალეობა იყო მომაკვდავი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, მას  უწევდა, რომ პაციენტების სიცოცხლის ბოლო წუთამდე მათთან ყოფილიყო. თავისი დაკვირვებებიდან გამომდინარე, მან აღმოაჩინა ის საკითხები, რასაც სიკვდილის პირას მისული ადამიანები ყველაზე მეტად ნანობდნენ. ეს ერთგვარი რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ვნანობ, რომ არ მქონდა გამბედაობა – მეცხოვრა ისე, როგორც თავად მსურდა და არა ისე, როგორც ამას ჩემგან სხვები მოელოდნენ.

ეს ყველაზე გავრცელებული სინანულია ადამიანებში. როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ მათი ცხოვრება თითქმის დასრულებულია, შეუძლიათ უკან მიიხედონ და ადვილად დაინახონ, მათი რომელი ოცნებები დარჩა განუხორციელებელი. ადამიანთა უმრავლესობას საკუთარი ოცნების ახდენაზე  არც კი  უფიქრია და ისინი იძულებულნი იყვნენ, გარდაცვლილიყვნენ იმის ცოდნით, რომ ეს მათი არჩევანის შედეგი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია ეცადო, რომ ცხოვრების განმავლობაში აიხდინო რამდენიმე ძირითადი სურვილი მაინც.

იმ მომენტიდან, როდესაც  ჯანმრთელობას კარგავთ, უკვე გვიანია, რაიმე მოიმოქმედოთ.

2. ვნანობ, რომ ასე ბევრს ვმუშაობდი.

ეს გრძნობა ჰქონდა მამრობითი სქესის ყველა პაციენტს. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ ენატრებოდათ თავიანთი ახალგაზრდობა და ურთიერთობები. ისინი ღრმად წუხდნენ იმის თაობაზე, რომ დაკარგეს ცხოვრების უდიდესი ნაწილი ერთფეროვან შრომაზე იმისათვის, რომ მოეპოვებინათ თანხები არსებობისთვის. საპირისპიროს ნანობდა ზოგიერთი ქალი, რადგანაც მათი უმრავლესობა დიასახლისი იყო და ძირითადად არ იყვნენ დაკავებულნი ოჯახებისთვის თანხის გამომუშავებით.

თქვენი ცხოვრების წესის გამარტივებით შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი მოთხოვნილება შემოსავლისა და თანხებისადმი, რომლებიც გგონიათ, რომ გჭირდებათ. ცხოვრებაში უფრო მეტი სივრცის შექმნით თქვენ ხდებით უფრო ბედნიერები და გახსნილები ახალი შესაძლებლობებისთვის.

3. ვწუხვარ იმაზე, რომ არ მქონდა იმის სითამამე, გამომეხატა ჩემი გრძნობები.

ბევრი ადამიანი საკუთარ თავში იკლავდა განცდებს, რათა შეენარჩუნებინათ გარკვეული ურთიერთობები სხვებთან. საბოლოოდ, ისინი თანხმდებოდნენ დამოკიდებული არსებობის სტილზე და არასოდეს ხდებოდნენ ისეთები, როგორებიც უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ. მრავალი ავადმყოფობის წარმოშობა დაკავშირებულია აღშფოთებისა და ტკივილის განცდასთან.

ჩვენ არ შეგვიძლია სხვების რეაქცია გავაკონტროლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ზოგჯერ უარყოფით რეაგირებას ახდენენ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე, საბოლოოდ, ამას აჰყავს ურთიერთობები ახალ, უფრო ჯანსაღ დონეზე.

4. ვწუხვარ, რომ არ ვზრუნავდი მეგობრებთან ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.

ხშირად ეს ადამიანები სიკვდილის მიახლოებამდე მართლაც ვერ აცნობიერებდნენ იმ სარგებელს, რაც მოაქვს ძველ მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ეტაპზე უკვე დაგვიანებული იყო მეგობრების მოძებნა და ურთიერთობის აღდგენა. უმრავლესობა იმდენად ჩაფლული იყო საკუთარ ცხოვრებაში, რომ მათმა ძველმა  მეგობრობამ შეუმჩნევლად ჩაიარა.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს, ახასიათებს მეგობრული ფასეულობების დაკნინება, მაგრამ როდესაც ისინი სიკვდილის პირისპირ რჩებიან, ცხოვრების მატერიალური მხარეები კარგავს თავიანთ აზრსა და მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ მისი ფინანსური საკითხები იყოს რაც შეიძლება მოწესრიგებული. ასეთ ადამიანებს სურთ, რაიმე სარგებლის მოტანა მათთვის, ვინც უყვართ, მაგრამ, ჩვეულებრივ, ისინი უკვე ძალიან დაღლილები და ჯანმრთელობაშერყეულნი არიან იმისათვის, რომ როგორმე გაუმკლავდნენ ამ ამოცანას.

5. ვწუხვარ, რომ არ მივეცი თავს იმის უფლება, ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი.

სინანულის ეს სახეობა იყო საოცრად საერთო. ბევრს ბოლომდე არ ესმოდა ის, რომ მათი ბედნიერება მათ არჩევანზე იყო დამოკიდებული. ისინი ემორჩილებოდნენ ჩვევებს, ჩამოყალიბებულ აზრს და იყვნენ ჩვეული ცხოვრების წესის „კომფორტის“ ტყვეობაში. ცვლილებებისადმი შიშის გამო ისინი ცრუობდნენ სხვებისა და საკუთარი თავის წინაშე, თითქოს იყვნენ კმაყოფილნი საკუთარი ცხოვრებით…

P.S. ძვირფასებო! დააფასეთ ის, რაც გაქვთ, გულწრფელად მადლიერნი იყავით იმისათვის, რაც უფალმა მოგცათ. გიხაროდეთ სიცოცხლის ყოველი დღე, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, აჩუქოთ სიყვარული საყვარელ ადამიანებს და ირგვლივ ყველას. დაე, ჩვენში ყოველთვის იყოს სწრაფვა იმისაკენ, რომ გავხდეთ უკეთესნი არა ჩვენი წარმოჩენისთვის, არამედ უფლისა და სხვებისთვის. იყოს ჩვენი ცხოვრება სავსე მართლაც ღირებული  ფასეულობებით. 


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები