ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

რა ზეგავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის ტვინზე?

by გუჯა ჩაჩანიძე 12 ნოემბერი, 2020
12 ნოემბერი, 2020 7.6K ნახვა

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, მეცნიერება და რელიგია ხშირად ვერ მოდიან ერთმანეთთან თანხვედრაში. მეცნიერება თავისას ამტკიცებს, რელიგია კი სხვა გზით მიდის. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ რელიგია მეცნიერების მოძულეა და უარყოფს მას; ზოგი კი მიიჩნევს, რომ მორწმუნე ადამიანებს უმეცრებისა და ნაკლები განათლების გამო სწამთ; ის კი, ვინც სწავლული და განათლებულია, უცილობლად ათეისტი უნდა იყოს.

სინამდვილეში, თუკი სწორი მოტივებით დავიწყებთ ღმერთისა და მეცნიერული ფაქტების თანაკვეთის ძიებას, ეს გზა, საბოლოოდ, გზაჯვარედინამდე მიგვიყვანს და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ფიზიოლოგია ღმერთთან სასაუბროდაა მოწყობილი და ლოცვა მასზე ისეთ ზეგავლენას ახდენს, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ. ქვემოთ მოცემული სტატია სწორედ ყველა ზემოხსენებულის განმტკიცებას ემსახურება იმ სტატიებთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ექიმი ნიუბერგი არის დამფუძნებელი დარგისა “ნეიროთეოლოგია”. იგი ამ სფეროში რამდენიმე ათეული წელია, მოღვაწეობს. ამგვარად, მისი ყოველი კვლევა ეყრდნობა არა ერთჯერად ცდას, არამედ მრავალწლიან გამოცდილებას. მოცემული მეცნიერება შეისწავლის კავშირს ტვინსა და სულის ფენომენს შორის. მისი კვლევა 150 ადამიანის ტვინის სკანირების შედეგს ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ ტვინს ბევრი განყოფილება აქვს და, ზოგადად, ლოცვა მთელი ტვინის ფიზიოლოგიის ცვლილებას იწვევს, სკანირების შედეგებიდან ჩანს, რომ არის რამდენიმე ადგილი ტვინში, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურდება ლოცვის დროს.

1) ტვინის წინა წილი – იგი მოთავსებულია უშუალოდ შუბლის უკან. ეს ნაწილი ასაკის მატებასთან ერთად, ასე ვთქვათ, “შრება”. მის დაზიანებას თან ახლავს საერთო მეხსიერების ფუნქციის მოშლა და, ზოგადად, მთელი რიგი ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის შესუსტება. მის დაზიანებას დემენციამდე მივყავართ (დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები). კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 12 წუთით ან მეტი ხნით ლოცვა ამცირებს და ანელებს ტვინის წინა წილის ასაკთან დაკავშირებულ გართულებებს.

2) ტვინის ზედა ხვეული – იგი მოთავსებულია წინა წილის უკან. ეს არე აქტიურდება მაშინ, როდესაც ჩვენ თანავუგრძნობთ და ვეხმარებით ადამიანებს. მეცნიერები სხვაგვარად მას “ნეიროგულს”, ანუ ნერვული სისტემის გულს უწოდებენ.

ლოცვა ამ ცენტრს ყველაზე მეტად ააქტიურებს. შესაბამისად, ლოცვის შემდეგ ჩვენ ვხდებით მეტად თანამგრძნობნი და კეთილად განწყობილნი სხვა ადამიანების მიმართ.

3) პარიეტალური წილი – იგი მოთავსებულია ყურების ზემოთ. ეს ნაწილი აქტიურდება მაშინ, როდესაც თავს სხვებისგან, სამყაროსგან გამოცალკევებულად ვგრძნობთ. ლოცვის დროს მისი აქტივობის გაზრდა გვეხმარება, ვკონცენტრირდეთ ღმერთთან საუბარზე. ლოცვისას ამ ნაწილის აქტივობა თითქოს სწყვეტს ადამიანს სამყაროს და მხოლოდ ღმერთთან საუბრისკენ მიმართავს მას.

4) ლიმბური სისტემა – თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც სამი სტრუქტურისაგან შედგება (ჰიპოკამპი, ამიგდალა, ჰიპოთალამუსი). ამიგდალა, ანუ ნუშისებრი კომპლექსი მონაწილეობს ემოციების კონტროლისა და ემოციური მეხსიერების ფორმირებაში. იმ ადამიანებს, რომლებსაც ნუშისებრი კომპლექსი აქვთ დაზიანებული, ყველაზე მეტად დაქვეითებული აქვთ უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით კი, შიშის გამოხატვის უნარი. შესაბამისად, რაც უფრო აქტიურია ეს ნაწილი, მით მეტად გამოხატავს ადამიანი გაბრაზებას და სხვადასხვა უარყოფით ემოციას. ლოცვის დროს ლიმბურ სისტემაში ყველაზე მეტად სწორედ ამ ნაწილის აქტივობა ითრგუნება, შესაბამისად, ფერხდება უარყოფით ემოციათა წარმოქმნა და მისი გამოხატვა.

ექიმ ნიუბერგისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივ ნამუშევრებში ასევე ახსნილია ლოცვის ზეგავლენა იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომლებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ეს სტატია კი მხოლოდ მცირეთაგანია ექიმ ნიუბერგის მრავალ ნაშრომთაგან. მაგრამ ვფიქრობ, ისიც ნათლად ასახავს, რომ ლოცვის ზეგავლენა ადამიანის ტვინზე საკმარისზე მეტ დადებით ეფექტს ახდენს. ეს ყოველივე კი ცხადყოფს, რომ ჩვენი ტვინი ღმერთთან საუბრისკენაა მიმართული და ამის შედეგად უფრო დადებითად იმუხტება.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ მედიცინის სიღრმეებში ღმერთის საწინააღმდეგო ფაქტებს აღმოაჩენენ, სინამდვილეში კი, მთელი ქმნილება ღმერთთან საურთიერთოდ და მასთან შესაერთებლადაა მომართული.

წყარო: https://www.npr.org


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 3

    „ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი ნახატი

    15 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    რა არის სოტერიოლოგია?

    8 თებერვალი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები