ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ტიტუსის მიერ იერუსალიმის განადგურება ქრ. შობიდან 70 წელს

by გუჯა ჩაჩანიძე 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 520 ნახვა

გესიუს ფლორუსს უყვარდა ფული და სძულდა ებრაელები. ის რომაელი პროკურატორი გახლდათ და ისე განაგებდა იუდეას, თითქოს სრულებით არ ანაღვლებდა მათი რელიგიური ფასეულობანი. აკრეფილ გადასახადთა ოდენობა მცირე როცა იყო, იგი ტაძრის ვერცხლს ეუფლებოდა. მაშინ, როდესაც ტიტუსის მიმართ იუდეაში უკმაყოფილება გამძაფრდა, ქრ. შობიდან 66 წელს მან იერუსალიმში ჯარები გაგზავნა და ბრძოლას 3,600 იერუსალიმელის სიკვდილი მოჰყვა. სწორედ ამან უბიძგა იუდეველთა პირველ აჯანყებას.

აჯანყება

დაიწყო აჯანყება, რომელიც მასადასთან დასრულდა მარცხით. ეს იყო რომაელთა მიერ აგებული მიუვალი ციხე-სიმაგრე მკვდარი ზღვის პირას. ფლორუსის სისასტიკით განრისხებულმა ზილოტებმა შეუტიეს მასადას, აიღეს და რომაელთა ჯარისკაცები ამოხოცეს. იერუსალიმში ტაძრის მსახურები აჯანყებულებს მიემხრნენ და შეწყვიტეს ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა კეისრის კეთილდღეობისათვის. ამბოხებამ ჯერ მთელი იუდეა, შემდეგ კი გალილეა მოიცვა, რომაულ რაზმებს აძევებდნენ, ზოგსაც თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.

დამარცხებულმა ფლორუსმა დატოვა იერუსალიმი თავის ჯართან ერთად. შემდეგ კი ცესტიუს გალუსი, რომელიც სირიის მმართველი გახლდათ, სირიიდან 20 000 ჯარისკაცით იერუსალიმისაკენ დაიძრა. მან გაანადგურა ქალაქი ქაბული (3 მეფეთა 9:13) და ქალაქ ჯაფაში 8000 ებრაელი დახოცა. იერუსალიმთან მიახლოების შემდეგ, მან დაიკავა და დაწვა ქალაქის გარეუბანი ბეზეთა და ტაძრის მთას შემოატყა ალყა, თუმცა 9 დღის შემდეგ ალყა მოხსნა და სანაპიროსკენ დაიხია.

იმპერატორმა ნერონმა აჯანყების ჩასახშობად ახლა სახელგანთქმული გენერალი ვესპასიანე გაგზავნა, რომელმაც შეძლო აჯანყების ჩახშობა ჯერ გალილეაში, შემდგომ კი ტრანსიორდანიასა და იდუმეაში. იერუსალიმიღა იყო დარჩენილი. ამასობაში ნერონი გარდაიცვალა და ვესპასიანე ტახტისათვის ბრძოლაში ჩაერთო. ვესპასიანემ თავისი ძე, ტიტუსი დანიშნა ჯარის წინამძღოლად, რათა მას ჩაეხშო აჯანყება იუდეაში.

აჯანყების ჩახშობა

იერუსალიმი, რომელიც იზოლირებული იყო დანარჩენი ერისაგან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ალყა გრძელდებოდა, ქალაქში კი შიმშილი და შავი ჭირი მძვინვარებდა, რის გამოც მრავალი ადამიანი დაიღუპა.

ამასობაში რომაელებმა იწყეს ლოდსატყორცნი დანადგარების გამოყენება ქალაქის კედლების დასანგრევად. ებრაელები დღისით თავდასხმათა მოსაგერიებლად იბრძოდნენ, ღამით კი ლოდებისაგან დაზიანებული კედლების აღდგენას ცდილობდნენ. საბოლოოდ, რომაელებმა გაარღვიეს პირველი კედელი, შემდეგ მეორე კედელი და ბოლოს, მესამეც. ებრაელები იბრძოდნენ და უკან იხევდნენ, ახლა კი ისინი თავიანთ უკანასკნელ სიმაგრეს, ტაძარს შეეფარნენ.

ეს იყო გულადი იუდეველი მებრძოლებისა და ტაძრის არსებობის დასასრული. იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემს, რომ მიუხედავად ტიტუსის სურვილისა, რომ ტაძარი არ განადგურებულიყო, რომაელი ჯარისკაცები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი ებრაელებზე შურისძიების სურვილით, რომ ტაძარი მთლიანად გაანადგურეს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, 1.1 მლნ. ადამიანი დაიხოცა ალყის დროს, რომელთაგან უმრავლესობა ებრაელი იყო, 97 000 კი დაატყვევეს. ებრაელთა ნაწილი, რომელიც ამ ბრძოლებს გადაურჩა, დახოცეს, ნაწილი კი მონებად გაყიდეს.

მიუხედავად იერუსალიმის დაცემისა, რომაელებმა ციხე-სიმაგრე “მასადას” დაპყრობა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლეს. ციხეში შესვლისას რომაელებმა დახოცილი აჯანყებულები ნახეს, რომლებმაც დანებებას თვითმკვლელობა არჩიეს.

აჯანყების შედეგები

ებრაელთა აჯანყებას შედეგად მოჰყვა ებრაული სახელმწიფოს გაქრობა მე-20 საუკუნემდე. ტაძრის განადგურებამ გამოიწვია ცვლილებები ებრაელთა ღვთისმსახურებაში (ეს ცვლილებები დაწყებული იყო მანამდეც, რადგანაც ებრაელი ერი 600 წელი გაფანტული იყო). ტაძარი პირველად ბაბილონელებმა ქრ. შობამდე 586 წელს გაანადგურეს და ებრაელები დაატყვევეს.

ტიტუსის მიერ იერუსალიმის აღებამ და ტაძრის დანგრევამ ებრაული სამსხვერპლო სისტემის შეცვლა გამოიწვია. რა თქმა უნდა, მათ ახალი წესები და რიტუალები დაამკვიდრეს სახლისა და სინაგოგისთვის, მაგრამ სინედრიონი გაუქმდა და ებრაული რელიგიის ცენტრმა ახლა ქალაქ იამნიის (Yamnia) საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაინაცვლა.

სად იყვნენ ამ დროს ქრისტიანები? ძირითადად, ქალაქის გარეთ. იმის გამო, რომ იერუსალიმში ქრისტიანებს სდევნიდნენ, ქალაქი მრავალმა ებრაელმა ქრისტიანმა დატოვა. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ როდესაც აჯანყება დაიწყო ქრ. შობიდან 66 წელს, ებრაელ ქრისტიანთა ნაწილმა მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებულ ქალაქ პელას მიაშურა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენებმა ახალ ქრისტიანულ ეკლესიაში წარმართთა (არაებრაელ ქრისტიანთა) დაწინაურება გამოიწვია. მისიონერებს, როგორიც იყო, მაგალითად, პავლე მოციქული, მანამდე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ძლიერ (და კონსერვატიულ) ებრაულ ეკლესიასთან, რომელიც იერუსალიმში მდებარეობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტიანებმა აჯანყებაში არ მიიღეს მონაწილეობა, საფუძველი გახდა იმისა, რომ ისინი გაიმიჯნენ ებრაელ ქრისტიანთაგან.

ქრ. შობიდან 70 წლის შემდეგ, ქრისტიანებს აღარ შეეძლოთ სინაგოგებში შესვლა. იერუსალიმის დაცემამ შემდგომში კიდევ უფრო დააშორა ქრისტიანები იუდეველებს და ხელი შეუწყო არაებრაული ქრისტიანული ეკლესიის განვითარებას.

იერუსალიმის ტაძრის განადგურებით აღსრულდა იესო ქრისტეს მიერ ნაწინასწარმეტყველები:

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა“ (მათე 24:2).


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები