ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ქრისტიანობა

by გუჯა ჩაჩანიძე 25 იანვარი, 2021
25 იანვარი, 2021 1K ნახვა

ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია, როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.

თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს.

ქრისტიანული რელიგიის წარმოშობისა და განვითარების შესახებ არსებობს ორი სახის წყარო – ქრისტიანული და არაქრისტიანული, რომელშიც შედის ანტიკური ხანის მწერლების ცნობები პირველქრისტიანული თემების შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რომის სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი და, მეორე მხრივ, პირდაპირი და მწვავე კრიტიკა ახალი რელიგიური მიმდინარეობისა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევიან: ლუკიანე, ცელსუსი, ცეცილიუსი, პორფიროსი, იულიანე, ჰიეროკლესი და სხვანი. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის – ცელსუსისა და ქრისტიანობის აპოლოგეტის – ორიგენეს ნაშრომები, უფრო სწორად, ორიგენეს ნაშრომი, რომელშიც გაცამტვერებულია ცელსუსის ყველა შეხედულება ქრისტიანობის კრიტიკის შესახებ. ჩვენამდე ცელსუსის ნაწარმოებს არ მოუღწევია, მაგრამ ორიგენე, რომელსაც ხელთ უნდა ჰქონოდა ცელსუსის შრომა, პუნქტობრივად სცემს პასუხს ცელსუსის ბრალდებას, საიდანაც ვიგებთ როგორც ცელსუსის, ასევე ორიგენეს ნაშრომების ხასიათს.

არაქრისტიანულ ლიტერატურას განეკუთვნება აგრეთვე ცნობილი ავტორების: ტაციტუსის, იოსებ ფლავიუსის, პლინიუს უმცროსისა და სხვათა ნაშრომები.

ქრისტიანული წყაროებიდან უპირველესი ადგილი უჭირავს ახალი აღთქმის წიგნებს, ანუ სახარებას, სადაც მოთხრობილია იესოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მომენტები. სახარება მოიცავს ოთხ წიგნს და თითოეული სახელდება მისი ავტორის სახელით, ესენია: სახარება მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. ქრისტიანული დოგმატიკის მიხედვით, სახარება დაწერილია სულიწმიდის შთაგონებით, მოციქულთა და მათი მოწაფეების მიერ, ამიტომაც მიჩნეულია, რომ ის, რაც სახარებაშია მოთხრობილი, არის ჭეშმარიტი.

მათე და იოანე უნდა ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები და, ბუნებრივია, მისი თანამედროვენიც, ხოლო მარკოზი და ლუკა მოგვიანებით უნდა შესდგომოდნენ მესიის ცხოვრების აღწერას.

სახარება, ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ოთხთავი, არის კანონიკური წიგნი და სავალდებულო სახელმძღვანელო ქრისტეს გზაზე შემდგარი ყველა მორწმუნისთვის.

ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბება დაიწყო რომის იმპერიაში და მისი აღმავლობა პირდაპირ დაუკავშირდა ამ უზარმაზარი იმპერიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს.

რომის იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო ევფრატიდან ატლანტის ოკეანემდე, კალედონიის მთებიდან საჰარამდე, წარმოადგენდა მთელ სამყაროს და ყველა კულტურული მოვლენა მის საზღვრებში ხდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი მოქალაქე მსოფლიო მოქალაქედ იქცა. ნაციონალური ღმერთის თაყვანისცემა ცუდ ტონად ითვლებოდა. თავად რომაელთა დამოკიდებულება სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ ერთობ ინდიფერენტული იყო. თითქოს მოთხოვნილებაც გაჩნდა ისეთი ღმერთისა, რომელიც ადამიანს ნაციონალობისა და ეთნიკური წარმომავლობის გარეშე დააყენებდა. ასეთი იყო ქრისტე, რომლის მოვლინებას მაშინდელი მსოფლიოს წიაღში უკვე ჰქონდა ნიადაგი მომზადებული.

როგორც ცნობილია, რომის იმპერიაში სახელმწიფო ენად ითვლებოდა ლათინური, არამცირედი როლი ეჭირა ბერძნულსაც. ფაქტობრივად, ამ ორი ენის გაბატონებულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. იმდროინდელ ქალაქებს: რომს, კართაგენს, ალექსანდრიას, ანტიოქიას, ეფესოს, კორინთოსა და მილანს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ მკვეთრად გამოხატული ნაციონალური სახე. აქ ერთად ცხოვრობდნენ იტალიელები, ბერძნები, ებრაელები, მცირე აზიიდან გამოსული ხალხები, რაც განაპირობებდა ნაციონალური ღმერთებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.

ახალი აღთქმის მეცნიერ-მკვლევართა ვარაუდით, მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. 7 ან 6 წელს. მისი ამქვეყნად მოვლინება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებშიც იყო გაცხადებული და როგორც მხსნელს, მას უკვე ელოდა ისრაელის ერიც.

ქრისტე ბერძნულად ნიშნავს “ცხებულს”, თავის მხრივ, იგი სათავეს იღებს ებრაული გამოთქმიდან – “ღმერთის ცხებული”. ამ გამოთქმას ხშირად ხმარობდნენ ებრაელები თავიანთი მეფისადმი, რითაც ხაზს უსვამდნენ მის უმაღლეს დანიშნულებას. მოგვიანებით, დაახლოებით ძვ.წ. II საუკუნის მწერლებთან იგი მოასწავებს აღთქმულ მხსნელს, ნაციონალურ ბელადს, რომელიც იხსნიდა მათ რომაელთა ბატონობისაგან.

როგორც მათეს სახარება მოგვითხრობს, ქრისტე დაიბადა ღმერთის ჩარევით და მისი ნებით. დედამისი მარიამი იყო ცოლი ხითხურო იოსებისა, რომელსაც წინასწარ ეუწყა მოსალოდნელი შობის შესახებ და ვინაიდან აღიარა ღმერთის მონაწილეობა ამ საქმეში, ყოველმხრივ იკისრა ახალდაბადებულის მამობა.

ქრისტეს დაბადების წინ გამოიცა რომის იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვით უნდა მომხდარიყო მოქალაქეთა აღწერა. იოსების ოჯახი ნაზარეთში ცხოვრობდა, ხოლო წარმოშობით დავითის ტომიდან იყო და ამიტომაც ჩასაწერად დავითის ქალაქ ბეთლემს წავიდნენ. აქ მათ ღამის გასათევი ადგილი ვერ მონახეს და თავი გამოქვაბულს შეაფარეს, სადაც მწყემსებს სადგომი ჰქონდათ მოწყობილი. ღამით მარიამს მშობიარობა დაეწყო და გამთენიისას დაიბადა იესო, რომელიც დედამ სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა.

ქრისტეს დაბადების ჟამს ცაზე გაბრწყინდა კაშკაშა ვარსკვლავი, რაც აღმოსავლელმა მოგვებმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენის საწინდრად მიიჩნიეს და გაჰყვნენ მნათობის ციალს, რათა ნაწინასწარმეტყველები მოვლენა ეხილათ.

ამ ფაქტით შეძრული მოგვები დაიძრნენ იერუსალიმისკენ და ღმერთმაც ინება, რომ ისინი შესწრებოდნენ ქრისტეს შობის სასწაულს. მოგვებმა დალოცეს ბაგაში ჩაწვენილი ჩვილი, მუხლი მოიყარეს მის წინაშე და რუდუნებით მიუძღვნეს ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს. მოგვთა თაყვანისცემა იყო მესიის მოვლინების აღიარება კაცობრიობის წინაშე.

იუდეის მმართველმა ჰეროდე დიდმა შეიტყო თუ არა ქრისტეს დაბადების ამბავი, რომელსაც მეფობას უწინასწარმეტყველებდნენ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის მახლობლად მიმდებარე დასახლებებში ამოეწყვიტა ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა, რათა წინასწარმეტყველება არ აღსრულებულიყო. ასეთი საშიშროების გამო, ღმერთის ჩაგონებით, იოსები თავისი ოჯახით ეგვიპტისკენ გაეშურა, რათა საშინელი მტარვალისგან თავი ეხსნათ. იოსები ეგვიპტეში დიდხანს არ დარჩენილა, რადგან ჰეროდე დიდი მალე აღესრულა და წმინდა ოჯახი უკან დაბრუნდა.

ნაზარეთში მაცხოვარმა თითქმის 30 წელიწადს დაყო. ქრისტეს ბავშვობის შესახებ მხოლოდ ლუკას სახარებაშია მცირეოდენი მინიშნება, რომ იგი იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით.

12 წლის იესო პასექის დღესასწაულზე მშობლებს იერუსალიმში გაჰყვა. ეს იყო ებრაელთა  უდიდესი დღესასწაული, რომელზე დასასწრებად ყოველი მხრიდან მიემართებოდნენ მორწმუნენი. თავად ქალაქი სავსე იყო მილეთის ხალხით და წმინდა ოჯახი ქალაქგარეთ დაბინავდა. რელიგიური ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს იესო ქალაქის შიგნით, ტაძრის მახლობლად, მშობლებს დასცილდა და მთელი დღე-ღამით დაიკარგა. მესამე დღეს, როცა შეშფოთებულმა მშობლებმა როგორც იქნა, მიაკვლიეს, საყვედური უთხრეს: “მერედა რას მეძებთ? – უპასუხა იესომ – ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი მამაჩემს ეკუთვნის.”

იესოს ცხოვრების 12 წლიდან მხოლოდ ტაძრად მიყვანის ეპიზოდია ცნობილი, დანარჩენი 18 წლის შესახებ მახარებლები დუმან, თუმცა მარკოზს მოეპოვება მასზე წარმოთქმული ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა: “ის ხურო არაა”? – ეს თქვა კაცმა, ვინც იცნო იესო, ხოლო მახარებელმა საჭიროდ მიიჩნია ფრაზის ჩაწერა. ამ მაგიურმა სიტყვებმა განსაზღვრა ქრისტიანული სამყაროს მომავალი. ირკვევა, რომ მაცხოვარი მთელი ცხოვრება შრომობდა თავისი ხელობით და იყო ღარიბი, რადგან მას, პროვინციული ქალაქის ხუროს, შეუძლებელია ბევრი და მდიდარი მუშტარი ჰყოლოდა. იესოსთვის პირველდაწყებითი განათლება მშობლებს უნდა მიეცათ, რაც ითვალისწინებდა ბიბლიის (ძველი აღთქმის წიგნები) შესწავლას.

იესოს სასაუბრო ენა უნდა ყოფილიყო არამეული, მაგრამ მან ებრაულიც ჩინებულად იცოდა. ვარაუდობენ, რომ ფლობდა ბერძნულსაც, რადგან ხშირად უხდებოდა ურთიერთობა ამ ენის მცოდნე ხალხთან. რაც შეეხება ლათინურს, როგორც რომის იმპერიის სახელმწიფო ენას, იგი ნაკლებად ან სულაც არ იცოდა.

რაც უნდა ესწავლა ქრისტეს ბავშვობასა და სიყმაწვილეში, მისი გულისყური მიმართული იყო მამა ღმერთისკენ. ეს იყო წლები შინაგანი მზადებისა, დიადი მისიის მოლოდინი და აჰა, გაისმა ხმა უდაბნოდან, რომელიც ადამიანებს, განკითხვის მოახლოებით შეძრული, მონანიებისკენ მოუწოდებდა. ეს იყო ხმა იოანე ნათლისმცემლისა, რომელსაც ღმერთმა ქრისტეს სახალხოდ აღიარება დააკისრა.

ქრისტეს ცხოვრება დაემთხვა ეპოქას, როცა პოლიტიკურად და სოციალურად დაღლილი საზოგადოება დაქცევის პირას იყო მისული. რომის ტყვეობაში მყოფი ისრაელი ერი მშველელს ეძებდა. სამყარო უნდა შეცვლილიყო, მაგრამ საით? ისრაელის იდეალი იყო მესია მხოლოდ ებრაელთათვის, მხოლოდ მათ რომ გაათავისუფლებდა ტყვეობისგან, მაგრამ მხოლოდ ისრაელი არ ელოდა ასეთ მხსნელს. ეპოქა მოითხოვდა მესიას, რომელიც შეუდარებელი იქნებოდა არა მხოლოდ მოღვაწეობით, არამედ სასწაულებითაც და სიკვდილითაც. და ასეთ საჭირო დროს გაისმა ხმა უდაბნოდან. იგი იყო განდეგილი, თავისებური მეამბოხე, მოწოდებული, რათა თავისი შინაგანი ცეცხლით წარმოეთქვა მამხილებელი სიტყვები არსებულ საზოგადოებაზე და ეწინასწარმეტყველა მომავალი. მან მისცა ნიშანი ხალხს მესიის მოვლინებისა.

როცა იოანე ნათლისმცემელს შეეკითხნენ, თავად ის ხომ არ არის მესია, მან უპასუხა, რომ არც მესიაა და არც ელია წინასწარმეტყველი, ის უბრალოდ “ხმაა უდაბნოში” და სხვა არაფერი, მაგრამ მას მოჰყვება კაცი, რომელიც წინაა მასზე.

მიუხედავად იოანეს წინააღმდეგობისა, მაცხოვარმა მისგან მიიღო ნათელი და მოინათლა წყლით, რითაც კიდევ ერთხელ უარყო ამპარტავნობა. სწორედ ნათლობისას გადმოვიდა სულიწმიდა და მტრედის სახით გადმოევლო ქრისტეს, ხოლო ჰაერში გაილივლივა ღვთის იდუმალმა ხმამ “ესე არს ძე ჩემი საყუარელი.” ამის შემდგომ იესო განმარტოვდა უდაბნოში, რათა გაეძლო ცდუნებისთვის, რომელიც მისთვის გაემზადებინა სატანას. მაცხოვარმა უდაბნოში 40 დღეს დაყო. იგი ვერ აცდუნა ვერც სხეულმა და ვერც ეშმაკმა.

როგორც ცნობილია, იესოს სულ 12 მოციქული (ანუ მოწაფე) ჰყავდა.

მონათვლის მეორე დღეს იოანე ნათლისმცემელთან კვლავ მივიდა იესო, ხოლო იოანემ მოჰკრა თუ რა თვალი, თქვა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაი.” ამის გაგონებისთანავე მის გვერდით მყოფი ორი კაცი, იოანეს მოწაფეები, იესოს გაჰყვნენ უკან. ამ ორიდან ერთი იყო ანდრია, ხოლო მეორე უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი სახარების ავტორი – იოანე (ფარარი). შემდეგ ანდრიამ თავის ძმას, სიმონს ახარა, რომ ნახა მესია. ანდრიამ მოწაფეთაგან პირველმა უწოდა ქრისტეს მესია და ამასთანავე, იგი იყო პირველი მოწაფე, რომელსაც მოუწოდა სამოღვაწეოდ ქრისტემ, რაც შემდგომ ანდრიას ზედწოდების საფუძვლად იქცა (ანდრია პირველწოდებული). ანდრიამ მაცხოვარს წარუდგინა სიმონი. იესოს თვალმა მაშინვე შეიცნო მასში კეთილი და დამყოლი კაცი, უწოდა მას პეტრე და ისიც დაიმოწაფა.

უდაბნოდან დაბრუნების მესამე დღეს ქრისტე შეხვდა ფილიპეს, რომლის ბერძნული სახელი ადასტურებდა, რომ იგი ახლოს იდგა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან.

მეოთხე დღეს ამ კრებულს მიემატა ბართლომე, რომელსაც ადრე ნათანაელი ერქვა და იგი უშუალოდ ფილიპეს მცდელობით დაემოწაფა მაცხოვარს. ბართლომე გალილეის კანადან იყო, მაღალი სოციალური მდგომარეობით.

შემდეგი მოწაფე გახდა ხარკის ამკრეფი მათე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთი სახარების ავტორად. დანარჩენი მოწაფეების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

თავისი მოღვაწეობის ზენიტში ქრისტემ საჭიროდ მიიჩნია, აერჩია 12 მოწაფე. მათეს სახარების მიხედვით, მოციქულები ასე არიან განლაგებულნი: სიმონ-პეტრე, პეტრეს ძმა ანდრია, იაკობ ზებედესი, მისი ძმა იოანე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე, იაკობ ალფესი, თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელმა გასცა იესო, რის გამოც სინდისით ქენჯნილმა თავი ჩამოიხრჩო. კრებულის შესავსებად მოწაფეებმა წილი ყარეს ქრისტეს ორ უახლოეს მიმდევარს შორის, რომელიც ერგო მატათას და იუდას ნაცვლად იგი შეირაცხა მეთორმეტე მოციქულად.

…ერთხელ ქრისტე ქორწილს დაესწრო კანაში, სადაც ღვთისმშობელიც იმყოფებოდა. მესიამ იქ თავისი ხუთი მოწაფე მიიყვანა. ამდენ ხალხს ოჯახი არ ელოდა და ამიტომაც დააკლდათ ღვინო. მაშინ ღვთისმშობელმა, რომელმაც კარგად უწყოდა იესოს ღვთაებრიობა, მიმართა მას, მოეხდინა სასწაული და გაეჩინა ღვინო. ქრისტემ უბრძანა მსახურებს, წყლით აევსოთ ჭურჭლები და როცა მსახურებმა სუფრაზე მიიტანეს, მათგან საუკეთესო ღვინო წარმოდინდა. ეს იყო მისი პირველი სასწაული. ამით ქრისტემ პირველად გამოავლინა ღვთაებრივი ძალა.

თავისი ქადაგების ადგილად ქრისტემ თავდაპირველად ქალაქი კაპერნაუმი აირჩია, რომელიც პალესტინაში მდებარეობდა და გამოირჩეოდა შესანიშნავი ბუნებით.

პასექის დღესასწაული, რომლის დროსაც იერუსალიმიდან ათასი ჯურის ხალხი მიემართებოდა, ებრაელთა უდიდეს დღესასწაულად მიიჩნეოდა. იერუსალიმში ამ დროს საღვთისმსახურო რიტუალი დაკნინებული იყო. ტაძარი იერუსალიმის ვაჭრებისა და ლაზღანდარების ბუდედ გადაქცეულიყო. ღვთის სახლი პატივაყრილი და იავარქმნილი გახლდათ. იესო განაცვიფრა ხალხის ასეთმა უღვთოობამ და გადაგვარებამ. დაერია ირგვლივ ყველაფერს, ააყირავა დახლები, ტაძრიდან გამოყარა ხალხი და პირუტყვი, და ეს გააკეთა ისეთი რისხვითა და სამართლიანობის ისეთი განცდით, რომ გაოგნებულმა ბრბომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა. როცა ფარისევლებმა ამგვარი საქციელისთვის განმარტება მოსთხოვეს, იესომ მიუგო: “დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.” ამ ფრაზით იესო გამოხატავდა თავისი სხეულებრივი ტაძრის დანგრევას, რომელსაც სამი დღის შემდგომ ზეცად ამაღლება ეწერა.

როცა ქრისტემ თავის მშობლიურ ადგილს, გალილეას მიაშურა, თავისიანები გულცივად შეხვდნენ. თავად მესიამაც კარგად უწყოდა, რომ წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის მამულში, მაგრამ არ სურდა, თავისიანები დიდი მადლის გარეშე დაეტოვებინა. ნაზარეთში მას ვერ მიუხვდნენ და ქვებით ჩაქოლვაც მოუნდომეს, ანაზდეულად რომ არ გაშორებოდა.

კაპერნაუმი ქრისტეს ქალაქად იქცა, საიდანაც იწყება მისი მოღვაწეობა. მაცხოვარი მთელ დღეებს ქადაგებაში ატარებდა და, ამასთანავე, კურნავდა ავადმყოფებსა და ხეიბრებს. შემდგომ მან შეარჩია სამოცდაათი მოწაფე და უთხრა: “სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ.” (მათე 9:36-38). დააწყვილა ერთმანეთთან დაახლოებული ორ-ორი მოწაფე და წინასწარვე მიავლინა იმ ადგილებში, სადაც თავად აპირებდა მისვლას.

ქრის­ტეს ერ­თი დი­დი სას­წა­ულ­თა­გა­ნი იყო და­პუ­რე­ბა ხუ­თი ათა­სი კა­ცი­სა, რო­მელ­ნიც მი­სი ქა­და­გე­ბის ხმას გა­მოჰ­ყო­ლოდ­ნენ თა­ვი­ან­თი და­ბე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან.

უზარ­მა­ზარ ბრბოს, რო­მე­ლიც ტი­ბე­რი­ის ტბის პი­რას შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ისე შე­მო­ა­ღამ­და ქრის­ტეს ქა­და­გე­ბა­ში, რომ შინ წას­ვლა და­უგ­ვი­ან­და. ან­დრი­ამ მაცხ­ო­ვარს უთხ­რა, რომ მხო­ლოდ ხუ­თი პუ­რი და ორი თევ­ზი ჰქონ­და ერთ ყმაწ­ვილს. მა­შინ იე­სომ მო­ა­ტა­ნი­ნა პუ­რე­ბი, თვა­ლე­ბი ცის­კენ აღაპყ­რო, პუ­რი­ა­ნი კა­ლა­თა მაღ­ლა ას­წია და და­ი­ლო­ცა, შემ­დეგ პუ­რე­ბი და­ტე­ხა და მის­ცა მო­წა­ფე­ებს, რო­მელ­თაც და­ა­რი­გეს ხალ­ხში.

საჭ­მე­ლი ყვე­ლას ეყო, მორ­ჩათ კი­დე­ვაც, რომ­ლის შეგ­რო­ვე­ბა ბრძა­ნა ქრის­ტემ და ეს ხაზ­გას­მუ­ლად გა­ა­კე­თა, რა­თა და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბის­თვის, რომ მფლან­გვე­ლო­ბა უცხოა ღვთის სახ­ლის მა­შე­ნე­ბელ­თათ­ვის.

ამის შემ­დეგ ხმა და­ირ­ხა, რომ ჭეშ­მა­რი­ტად მე­სი­ის სას­წა­ულს შე­ეს­წრნენ. ხალ­ხი აღ­ტა­ცე­ბამ მო­იც­ვა. მზად იყ­ვნენ, ქრის­ტე მე­ფედ გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნათ. ამას რო­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­ეძ­ლო. სა­შიშ­რო­ე­ბა წა­მი­ე­რად იგ­რძნო იე­სომ. მი­სი მი­თი­თე­ბით მო­წა­ფე­ე­ბი ნავ­ში ჩას­ხდნენ და ზღვის შუ­ა­გუ­ლის­კენ გა­ცუ­რეს, თა­ვად მან კი ხალ­ხი და­არ­წმუ­ნა, რომ ამ­ჟა­მად მათ­თან გან­შო­რე­ბა იყო სა­ჭი­რო.

იე­სო ზე­გან­ზე სა­ლო­ცა­ვად გან­მარ­ტოვ­და. გრძნობ­და, რომ დად­გა დი­ა­დი გარ­და­ტე­ხის მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც მას გან­საც­დელს უმ­ზა­დებ­და და აჰა, ავი­და მა­მის წი­ნა­შე თა­ვი­სი სუ­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად. ანაზ­დე­უ­ლად ქა­რი ამო­ვარ­და, ზღვა აღელ­და, ნავს ქა­რიშ­ხა­ლი და­ნ­თ­ქმით ემუქ­რე­ბო­და. მო­ცი­ქუ­ლებს იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ, რად­გან მათ გვერ­დით არ იმ­ყო­ფე­ბო­და ის, ვი­საც შვე­ლა შე­ეძ­ლო. ამ დროს ზღვა­ში გა­იბ­რწყი­ნა რა­ღა­ცამ, მო­ცი­ქუ­ლებ­მა ნა­ნა­ხი მოჩ­ვე­ნე­ბად მი­ი­ღეს, რად­გან ზღვა­ზე მა­ვა­ლი იე­სო ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ.

ის კი მო­იწევ­და მათ­კენ და არ იძი­რე­ბო­და. იე­სომ ხმა ამო­ი­ღო: “გამ­ხნევ­დით, მე ვარ, ნუ გე­ში­ნი­ათ”. იე­სოს ხმით გულ­მო­ცე­მულ­მა პეტ­რემ ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა: “უ­ფა­ლო, თუ ეს შე­ნა ხარ, მიბ­რძა­ნე, მო­ვი­დე შენ­თან წყალ­-წყალ” და მაცხ­ოვ­რის დას­ტურ­ზე წამ­სვე გა­და­ეშ­ვა წყალ­ში, მაგ­რამ იწყო და­ძირ­ვა და უმ­წე­ოდ ასავ­სა­ვებ­და ხე­ლებს. მა­შინ მაცხ­ო­ვარ­მა გა­უ­წო­და ხე­ლი, აიყ­ვა­ნა ნავ­ზე და უთხ­რა: “რა­ტომ და­ეჭ­ვდი მცი­რედ მორ­წმუ­ნევ”. რო­ცა ზღვა­ზე ქა­რი ჩად­გა, აღ­ტა­ცე­ბულ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა თაყ­ვა­ნი სცეს იე­სოს და მი­ა­გეს სიტ­ყვა: “ჭეშ­მა­რი­ტად ღვთის ძე ხარ შენ”.

მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: “იცით, რა გაგიკეთეთ? თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. (იოანეს სახარება 13:12-14)

ებ­რა­ელ­თა წარ­მოდ­გე­ნით, ავად­მყო­ფო­ბა ცოდ­ვის გა­მო მო­ევ­ლი­ნე­ბო­და ადა­მი­ანს, ცოდ­ვა კი უნ­და გა­მო­ეს­ყი­დათ სა­წეს­ჩვე­უ­ლე­ბო რი­ტუ­ა­ლი­თა და მსხვერ­პლშე­წირ­ვით და იგი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მხო­ლოდ კულ­ტის მსა­ხურთ. ხო­ლო ქრის­ტე კი­დე­ვაც კურ­ნავ­და სნე­ულთ და კი­დე­ვაც მი­უ­ტე­ვებ­და, რა­საც ფა­რი­სევ­ლე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მე­ში ჩა­რე­ვად მი­იჩ­ნევ­დნენ.

იე­სოს წი­ნა­აღ­მდეგ ფეხ­ზე დად­გა იე­რუ­სა­ლი­მის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, მღვდელ­მთავ­რე­ბის – ანა­სა და კა­ი­ა­ფას მე­თა­უ­რო­ბით. ღვთის­მსა­ხურ­თა თათ­ბი­რი­სას მათ­თან გა­მოცხ­ად­და იე­სოს ერ­თი მო­წა­ფე­თა­გა­ნი, იუ­და და თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა იე­სოს და­სატყ­ვე­ვებ­ლად, რად­გა­ნაც ეშ­მა­კი შე­ვი­და მას­ში და მი­სი ბნე­ლი სუ­ლი ბო­რო­ტე­ბით აივ­სო.

ვნე­ბის კვი­რის ოთხ­შა­ბათს ქრის­ტემ თა­ვი­სი მო­წა­ფე­ე­ბი პეტ­რე და იო­ა­ნე გა­გ­ზავ­ნა იე­რუ­სა­ლიმ­ში, რა­თა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვა­ლი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. წი­ნას­წარ მი­ა­ნიშ­ნა მათ იმ სახ­ლზე, სა­დაც უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ პა­სე­ქის­თვის. რო­ცა მო­აღ­წია ჟამ­მა, იე­სო მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად მი­ვი­და ამ სახ­ლში და უთხ­რა მათ, “დი­დად მსურ­და, თქვენ­თან ერ­თად მე­გე­მა ეს პა­სე­ქი ჩე­მი ტან­ჯვის წინ. რად­გან მე გე­უბ­ნე­ბით, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდ­რე არ აღ­სრულ­დე­ბა იგი ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში”.

მო­ა­ტა­ნი­ნა ვარცლი და ყვე­ლა მო­წა­ფეს თა­ვად და­ბა­ნა ფე­ხე­ბი. მხო­ლოდ პეტ­რემ გა­ბე­და ეკითხა ამ უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბის მი­ზე­ზი, რა­ზეც ქრის­ტემ უპა­სუ­ხა: “თქვენ მე მი­წო­დებთ მოძღ­ვარს და უფალს, სწო­რა­დაც ამ­ბობთ, რად­გა­ნაც ვარ, ამი­ტომ თუ­კი მე, მოძღ­ვარ­მა და უფალ­მა, დაგ­ბა­ნეთ ფე­ხე­ბი, თქვენც ერ­თმა­ნეთს უნ­და და­ბა­ნოთ ფე­ხე­ბი. რად­გან მა­გა­ლი­თი მო­გე­ცით, რა­თა რო­გორც მე მო­გე­ქე­ცით, თქვენც ისე მო­იქ­ცეთ”. ამ სიტყ­ვებ­ში გაცხ­ა­დე­ბუ­ლია უსაზღ­ვრო თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ქვა­კუთხ­ე­დად უნ­და დას­დე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ას.

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბი­სას იე­სომ რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ნიშ­ნა მო­წა­ფე­ებს, რომ მათ შო­რის ერ­თი გამ­ცე­მი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. “უ­ფა­ლო, ვი­ნაა იგი?” – იკითხა იო­ა­ნემ. – ეს ისა­ა, – მი­უ­გო იე­სომ, ვი­საც ამო­ვუ­წებ ლუკ­მას და მივ­ცემ. მან მარ­თლაც აი­ღო პუ­რის ქერ­ქი, ამო­უ­წო სა­ერ­თო სინ­ზე, მი­ა­წო­და იუ­დას და უთხ­რა: “რა­საც აკე­თებ, მა­ლე გა­ა­კე­თე”. იუ­და ელ­დის­გან გა­ხევ­და და მსწრაფლ გა­ე­ცა­ლა სე­რო­ბის მო­ნა­წი­ლეთ. იე­სომ აი­ღო პუ­რი, აკურ­თხა, და­ტე­ხ­ა, მის­ცა მო­წა­ფე­ებს და თქვა: “ა­ი­ღეთ, ჭა­მეთ – ეს ჩე­მი სხე­უ­ლი­ა”. აი­ღო სას­მი­სი, მად­ლი შეს­წი­რა, მის­ცა მათ და უთხ­რა: “ყვე­ლამ შეს­ვით აქე­დან, ვი­ნა­ი­დან ეს არის ჩე­მი სის­ხლი ახა­ლი აღ­თქმი­სა”.

იუ­დას წას­ვლის შემ­დგომ მაცხ­ო­ვარ­მა სა­ბო­ლოო და­რი­გე­ბა მის­ცა თა­ვის მო­წა­ფე­ებს. “გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი”, ღა­ღა­დებ­დნენ მი­სი ბა­გე­ნი. ეს მცნე­ბა, რო­მე­ლიც მო­სეს კა­ნო­ნებ­შიც იყო მო­ცე­მუ­ლი, ახალ ში­ნა­არ­სობ­რივ დატ­ვირ­თვას იღებ­და. ამ და­რი­გე­ბამ და­ა­ეჭ­ვა პეტ­რე და შე­ე­კითხა მაც­ხო­ვარს: “უ­ფა­ლო, სად მიხ­ვალ”. “სა­დაც მე მი­ვალ, შენ ვერ გა­მომ­ყვე­ბი ამ­ჟა­მად, არა­მედ შემ­დეგ გა­მომ­ყვე­ბი”. – სულს დავ­დებ შენ­თვი­სო, – უთხ­რა პეტ­რემ. “მამ­ლის ყი­ვი­ლამ­დე სამ­ჯერ უარ­მყოფ მე” – წყნა­რად მი­უ­გო იე­სომ. ეს იყო მწა­რე სი­მარ­თლე. ეს იყო შეც­ნო­ბა ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც მარ­თლაც და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი სი­სუს­ტე, რო­დე­საც დატყ­ვე­ვე­ბულ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი დას­ჯის ში­შით იმა­ვე ღა­მეს ქრის­ტეს ნაც­ნო­ბო­ბა­ზე სამ­გზის გა­ნაცხ­ა­და უა­რი.

მაცხ­ოვ­რის და­რი­გე­ბა­ში ის­მო­და მკაც­რი გაფ­რთხი­ლე­ბა ახა­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. რომ ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბა იც­ვლე­ბო­და მკაც­რი მო­მავ­ლით, რომ­ლის დრო­საც არა­თუ აბ­გა და ჯო­ხი იყო სა­ჭი­რო, არა­მედ ხმა­ლიც, რა­თა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მო­მავ­ლის იმე­დი.

გა­მოთხ­ო­ვე­ბი­სას ქრის­ტემ გა­ნაცხ­ა­და, რომ მო­აღ­წია გან­კითხ­ვი­სა და დამ­ცი­რე­ბის ჟამ­მა, რომ ამაღ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი დრო მი­სი წა­მე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბით იქ­ნე­ბო­და სავ­სე.

გეთ­სი­მა­ნი­ის ბაღ­ში შე­მო­უძღ­ვა ბრბოს იუ­და და სა­კოც­ნე­ლად მი­ი­წია იე­სო­ზე, რი­თაც ნი­შა­ნი მის­ცა, რომ ვი­საც კოც­ნას უპი­რებ­და, შე­საპყ­რო­ბიც ის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ებ­რა­ე­ლებს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გან იუ­დე­ა­ში რო­მის კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებ­და და მხო­ლოდ რო­მის მო­ხე­ლეს შე­ეძ­ლო გა­ნა­ჩე­ნი აღეს­რუ­ლე­ბი­ნა. მღვდელ­მთავ­რებ­მა იე­სო­ზე მსჯავ­რის გა­მო­ტა­ნა იუ­დე­ის რო­მა­ელ მმარ­თველ პი­ლა­ტეს სთხო­ვეს. პი­ლა­ტემ საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლი ვერ და­ი­ნა­ხა და იე­სოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც კი და­ა­პი­რა, რის­თვი­საც კე­ის­რის მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა დას­წა­მეს. პილატე იძულებული შეიქნა, ხალხის ნებას დაჰყოლოდა. ამის შემ­დგომ იე­სოს და­უწყ­ეს ცე­მა, წყევ­ლა, და­ცინ­ვა.

ეკ­ლის გვირ­გვი­ნი და­ად­გეს თავს, ბო­ლოს წა­იყ­ვა­ნეს გოლ­გო­თის მთა­ზე და ორ ავა­ზაკ­თან ერ­თად ჯვარ­ზე გა­აკ­რეს. ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი და უკა­ნას­კნე­ლად მა­მის წი­აღ­ში მობ­რუ­ნე­ბულ­მა ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქვა: “მა­მა­ო, შენს ხელთ ჩა­მი­ბა­რე­ბია სუ­ლი ჩე­მი”. ეს იყო ტან­ჯვის და­სას­რუ­ლი, ეს იყო მი­სი გა­მე­ფე­ბა ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში, ეს იყო სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თა, რო­მე­ლიც მი­ი­ღო დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის ტან­ჯვის შემ­დგომ.

ქრის­ტეს ჯვარ­ცმა მოხ­და პა­რას­კევს. იმა­ვე სა­ღა­მოს ვინ­მე იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი გა­მოცხ­ად­და პი­ლა­ტეს­თან და სთხო­ვა, უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ ჩა­მო­ეხ­სნათ ქრის­ტე ჯვრი­დან და და­ეკ­რძა­ლათ. პი­ლა­ტე და­თან­ხმდა, ტი­ლო­ში შეხ­ვე­უ­ლი მაცხ­ოვ­რის გვა­მი გა­და­ას­ვე­ნეს კლდე­ში გა­მოკ­ვე­თილ მღვი­მე­ში, რომ­ლის გა­მო­სას­ვლელს დი­დი ქვა მი­ა­ფა­რეს.

კვი­რას მე­ნელ­საცხ­ებ­ლე ქა­ლე­ბი მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი, სა­ლო­მე და სხვა­ნი მი­ვიდ­ნენ მაცხ­ოვ­რის საფ­ლავ­თან, რა­თა მის­თვის ნელ­საცხ­ე­ბე­ლი ეცხ­ოთ, მაგ­რამ მაცხ­ო­ვა­რი იქ აღარ და­უხ­ვდათ. მა­ლე პეტ­რემ და იო­ა­ნე­მაც შე­იტყ­ვეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, მი­ვიდ­ნენ გა­მოქ­ვა­ბულ­თან და იხი­ლეს მხო­ლოდ ტი­ლოს ნაჭ­რე­ბი, რო­მელ­შიც მე­სია იყო გახ­ვე­უ­ლი. მო­წა­ფე­ე­ბი გა­ნაც­ვიფ­რა ქრის­ტეს აღ­დგო­მამ და ზო­გი ეჭ­ვობ­და კი­დეც, ვიდ­რე თა­ვად არ გა­მო­ეცხ­ა­და მათ.

ქრის­ტეს აღ­დგო­მა და გა­მოცხ­ა­დე­ბა არის უდი­დე­სი და უეჭ­ვე­ლი ფაქ­ტი.

სა­ყუ­რადღ­ე­ბო­ა, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტეს მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას დი­დი გუ­ლა­დო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მი­სი ამაღ­ლე­ბის შემ­დგომ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვალ­ნენ. არ დარ­ჩე­ნი­ლა წა­მე­ბის არც ერ­თი ხერ­ხი, მათ წი­ნა­აღ­მდეგ რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ წარ­მარ­თებს. ჩვენს სმე­ნას დღე­საც სწვდე­ბა ყი­ჟი­ნი აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი ბრბო­სი, რო­მე­ლიც მდუ­ღა­რეს ას­ხამს და ქვე­ბით ქო­ლავს შე­უდ­რე­კელ მო­ცი­ქულს, რო­მელ­საც ერ­თი ნერ­ვიც არ უთ­რთის სა­ხე­ზე და ქრის­ტეს მად­ლით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი, უდ­რტვინ­ვე­ლად ტო­ვებს ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ცოცხ­ლეს.

სწო­რედ ქრის­ტეს ამაღ­ლე­ბა და მი­სი გა­მოცხ­ა­დე­ბა იყო რწმე­ნის გვირ­გვი­ნი, რო­მე­ლიც ტალ­ღა­სა­ვით აღი­მარ­თა წარ­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს თავ­ზე.

იე­სოს აღ­დგო­მის პირ­ვე­ლი მოწ­მე იყო მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი, შემ­დეგ კი იგი სხვა ქა­ლებ­საც გა­მო­ეცხ­ა­და, ეჩ­ვე­ნა პეტ­რე­სა და იო­ა­ნეს, ასე­ვე ყვე­ლა მო­წა­ფეს, გა­ლი­ლე­ის მთა­ზე კი თა­ვის ხუ­თას­ზე მეტ მიმ­დე­ვარს.

ასე გაგ­რძელ­და ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. იე­სო ცხრა­ჯერ გა­მო­ეცხ­ა­და თა­ვის მიმ­დევ­რებს, მაგ­რამ მი­სი სხე­უ­ლი უკ­ვე აღარ ეკუთ­ვნო­და ადა­მი­ა­ნურს, მას­ში უკ­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და არა­მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ხა­ტი და ბო­ლოს დად­გა დრო გან­შო­რე­ბი­სა. იგი თა­ვის მო­წა­ფე­ებს უკა­ნას­კნე­ლად გა­მო­ეცხ­ა­და იე­რუ­სა­ლიმ­ში. წა­იყ­ვა­ნა ისი­ნი ბე­თა­ნი­ის­კენ და და­უ­ბა­რა, არ მოს­ცი­ლე­ბოდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმს მა­ნამ­დე, სა­ნამ სუ­ლიწ­მი­და არ გად­მო­ვი­დო­და მათ­ზე. მის­ცა მათ სა­ბო­ლოო და­რი­გე­ბა, ხე­ლე­ბი მაღ­ლა აღაპყ­რო, და­ლო­ცა და თან­და­თა­ნო­ბით ამაღ­ლდა ცა­ში.

აღდგომიდან ორ­მოც­დამეა­თე დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა დაჰ­ბე­რა და მოციქულებზე სუ­ლიწ­მი­და ცეცხ­ლის ენე­ბის მსგავ­სად გად­მო­ვი­და; და­იწყ­ეს ლა­პა­რა­კი და ღმერ­თის დი­დე­ბა სხვა­დას­ხვა ენა­ზე. მა­შინ პეტ­რემ გა­ნუ­მარ­ტა მო­ცი­ქუ­ლებს, რომ ნე­ბა ეძ­ლე­ო­დათ იე­სოს­გან, წა­სუ­ლიყ­ვნენ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და მე­სი­ის სა­ხე­ლით ექა­და­გათ ქრის­ტი­ა­ნო­ბა.

ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს იყო ერ­თობ რთუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ახ­ლდა თან ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და წარ­მარ­თე­ბის მხრი­დან, რა­მაც შე­ი­წი­რა ყვე­ლა მო­ცი­ქუ­ლი, გარ­და იო­ა­ნე­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ძლე­ვა­მო­სი­ლი სვლის შე­ჩე­რე­ბა უკ­ვე აღა­რა­ვის შე­ეძ­ლო.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­მის წევ­რებს, ჯერ კი­დევ რო­მის იმ­პე­რი­ის აღ­მო­სავ­ლე­თის პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თველ გა­ლე­რი­უ­სის 311 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ედიქ­ტით, მი­ე­ცათ ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­მსა­რებ­ლის ნე­ბა იმ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ “მათ რი­ტუ­ალ­ში არ ყო­ფი­ლი­ყო შემ­ჩნე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა”.

325 წელს ნი­კე­ის პირ­ველ მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე I-ის დას­ტუ­რით ქრის­ტი­ა­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მოცხ­ად­და.

ავტორი: ელდარ ნადირაძე.
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”.

ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები