ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ქრისტიანული ისტორიის კვირა: 14-20 ივლისი

by მარიამ გოგიჩაშვილი 21 ივლისი, 2019
21 ივლისი, 2019 97 ნახვა

ქრისტიანობის ისტორია არის ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მატარებელი, რომელიც მუდამ სავსეა სხვადასხვა სიახლით. ყოველი კვირა სავსეა აღსანიშნავი მოვლენით, ტრაგედიით, აღმაშფოთებელი ტრიუმფითა თუ შთამაგონებელი პროგრესით…

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიახლეს, რაც ეკლესიის ისტორიაში 14-20 ივლისის განმავლობაში მოხდა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მორავიელთა ეკლესიის დამფუძნებლის დაბადება, ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე, მთავარი თეოლოგიური დებატების დასასრული, რომელშიც მონაწილეობდა მარტინ ლუთერი; და მესამე, ეკლესია, რომელიც მხარს უჭერდა პირველ კონვენციას ქალთა უფლებების შესახებ ამერიკაში.

ავგუსტ გოთლიბ სპენგენბერგი

როგორც აღინიშნა, ეს კვირა მიძღვნილია ავგუსტ გოთლიბ სპენგენბერგის დაბადებისადმი, რომელიც გახლავთ დამფუძნებელი მორავიელთა ეკლესიისა; ის დაიბადა კლეტენბერგში, გერმანიაში.

მორავიელთა გერმანელი ეპისკოპოსი სპენგენბერგი, ცნობილი, როგორც „Unitas Fratrum“, ზედამხედველობდა მისიონერულ საქმიანობას ჯორჯიასა და პენსილვანიის შტატებში.

1740 წელს სპენგენბერგმა დააარსა ჩრდილო-ამერიკული საბჭო „Unitas Fratrum“-ი, რომლის სათავო ოფისიც ფილადელფიაში მდებარეობდა.

ლუთერის დებატები

ეს კვირა აღსანიშნავია აგრეთვე მარტინ ლუთერსა და სახელოვან კათოლიკე თეოლოგს, ჯონ ეკს, შორის გამართულ დებატებში საბოლოო დასკვნის გამოტანის გამოც. აღნიშნული დებატები გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში მიმდინარეობდა. დებატების დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ ჯონ ეკს, მარტინ ლუთერსა და ანდრეას ბოდენშტაინს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა, მათი შეხედულებებიდან გამომდინარე. ლუთერი დებატებში მოგვიანებით ჩაერთო.

დებატების მთავარ თემას, ძირითადად, ეკლესიის ავტორიტეტის განხილვა წარმოადგენდა. სწორედ ეს დებატები გახდა შემდგომი რეფორმაციის მთავარი იდეა.

დასაწყისიდანვე ლუთერმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პაპები, კონსულები და თეოლოგები, ყველანი არასწორ მოძღვრებაში იყვნენ ჩართულნი; რომ ბიბლია, როგორც უმაღლესი ავტორიტეტი, მნიშვნელოვან წყაროს აღარ წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი და ლუთერის ამ პოზიციას გამოუჩნდა როგორც ბევრი მიმდევარი, ასევე ბევრი მოწინააღმდეგეც.

ქალთა უფლებები

ამ კვირაში აღინიშნება ასევე ამერიკის ისტორიაში პირველად, უმაღლესი სამლოცველოს – „სენეკა ფოლზის“ მიერ ქალთა უფლებების პირველი ყრილობის მასპინძლობაც.

„სენეკა ფოლზი“, რომელიც ერთ დროს რელიგიურ ცენტრად იწოდებოდა, ცნობილია აგრეთვე, როგორც ადგილი, სადაც მიმდინარეობდა განხილვა მონებით ვაჭრობის აკრძალვასა და სხვადასხვა პოლიტიკურ ქმედებათა წარმართვაზე.

დაახლოებით 300 ადამიანი ესწრებოდა შეკრებას, მათ შორის იყვნენ შესამჩნევი ფიგურები, როგორებიც არიან ფრედერიკ დუგლასი და ლუკრეცია მოტი.

საბოლოო ჯამში, დამსწრეთაგან დაახლოებით ასმა ადამიანმა მოაწერა ხელი „გრძნობების დეკლარაციას“, რომელიც წარმოადგინა ქალთა უფლებების აქტიურმა დამცველმა ელისაბედ კეიდი სტენტონმა; იგი ეფუძნებოდა „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და მოითხოვდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას.


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები