ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ცნობილ კომპოზიტორთა საშობაო მუსიკალური ნაწარმოებები

by ნინო ხუროშვილი 24 დეკემბერი, 2020
24 დეკემბერი, 2020 436 ნახვა

რა იქნებოდა შობა მუსიკის გარეშე? მრავალი ჩვენგანისათვის მუსიკა ჩვენი საშობაო მოგონებებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ასევე ფიქრობდნენ შობის დღესასწაულის მოყვარული კლასიკური კომპოზიტორები და ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა მათგანმა დაწერა ნაწარმოებები საშობაო თემატიკასთან დაკავშირებით. ქვემოთ ჩამოთვლილია 15 საუკეთესო კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები.

1) არქანჯელო კორელის „საშობაო კონცერტი“

იტალიელი არქანჯელო კორელი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე და კომპოზიტორი მე-17 საუკუნის მიწურულსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში. მისი ერთ-ერთი ნაწარმოებია „კონჩერტო გროსო“. ამ კონცერტის ხელნაწერს აქვს წარწერა: “Fatto per la notte di Natale” („დაწერილია შობის ღამისთვის“).

2) იოჰან სებასტიან ბახის „საშობაო ორატორია“

ბახმა ეს ნაწარმოები დაწერა 1734 წელს, შობის დღესასწაულისათვის. ნაწარმოები შედგება ექვსი კანტატის ანუ ნაწილისგან და განკუთვნილია სოლისტების, გუნდის, ორგანისა და ორკესტრისათვის. ექვსივე ნაწილი ცალ-ცალკე სრულდებოდა შობის სეზონის განმავლობაში. სიუჟეტი აღებულია ლუკას სახარებიდან, ნაწილობრივ, მათეს სახარებიდან.

3) გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის „მესია“

ჰენდელის „მესია“ კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნაწარმოებად იქცა თავისი ერთ-ერთი ნაწილის „ალელუიას“ წყალობით. თავდაპირველად, ორატორია ჩაფიქრებული იყო აღდგომის დღესასწაულზე შესასრულებლად. მაგრამ, ჰენდელის გარდაცვალების შემდეგ, „მესიის“ შესრულება დაიწყო საშობაო მარხვის პერიოდში. საშობაო კონცერტებზე, ძირითადად, სრულდება ორატორიის პირველი ნაწილი და გუნდი „ალელუია“, მაგრამ ზოგიერთი ორკესტრი ნაწარმოებს მთლიანად უკრავს.

4) ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „მარხილით სრიალი“ (Schlittenfahrt )

„მარხილით სრიალი“ მესამეა მოცარტის ნაწარმოებიდან, რომელსაც „სამი გერმანული ცეკვა“ ეწოდება და, სავარაუდოდ, დაიწერა ვენის საიმპერატორო კარზე გამართული ბალისთვის. ნაწარმოებში მარხილის ზარების ხმის გამოყენება ზამთრის განწყობის შესაქმნელად არის განკუთვნილი.

5) ჰექტორ ბერლიოზის „ქრისტეს ბავშვობა“

ფრანგი კომპოზიტორის ჰექტორ ბერლიოზის ორატორია „ქრისტეს ბავშვობა“ ეფუძნება მათეს სახარებაში გადმოცემულ ამბავს ეგვიპტეში იოსების, მარიამის და ჩვილი იესოს გაქცევის შესახებ. ნაწარმოები დაიწერა 1853-1854 წლებში. ბერლიოზი ხსენებულ ორატორიას „წმინდა ტრილოგიას“ უწოდებდა. პირველი ნაწილი აღწერს მეფე ჰეროდეს ბრძანებას ჩვილთა ამოწყვეტის შესახებ, მეორე − ჩვილი იესოს ოჯახის გაქცევას ეგვიპტეში, ხოლო მესამე − მათ ჩასვლას ეგვიპტეში, სადაც თავშესაფარს მათ ისმაელიანთა შთამომავლები აძლევენ.

6) კამილ სენ-სანსის „საშობაო ორატორია“ (ORATORIO DE NOËL)

სენ-სანსიმ „საშობაო ორატორია“ დაწერა ორ კვირაში, რათა ნაწარმოები მზად ყოფილიყო 1858 წლის შობის დღისათვის. კომპოზიტორმა ხუთი მუხლი აარჩია ბიბლიის ლათინური თარგმანიდან („ვულგატა“). ორატორია განკუთვნილია ხუთი სოლოსთვის: სოპრანო, მეცო-სოპრანო, ალტი, ტენორი და ბარიტონი.

7) ფრანც ლისტის „საშობაო ხის სიუიტა“

ფრანც ლისტმა „საშობაო ხის სიუიტა“ დაწერა 1881 წელს თავისი პირველი შვილიშვილის − დანიელისათვის, რომელიც 24 დეკემბერს გახლდათ დაბადებული. ასე იქცა ლისტის ეს ნაწარმოები ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად, რაც კი შეიძლება ვინმეს აჩუქონ შობის ან დაბადების დღისათვის. სიუიტა 12 ნაწილისგან შედგება.

8) პეტრე ჩაიკოვსკის „დეკემბერი: შობა“

ჩაიკოვსკის „წელიწადის დროები“ საფორტეპიანო ნაწარმოებია, რომელიც 12 ნაწილისგან შედგება. თითო ნაწილი წელიწადის თითო თვეს აღნიშნავს. ყოველთვე თითო პიესა უნდა გამოქვეყნებულიყო ჟურნალში „ნუველისი“. დეკემბრის ნომრისათვის კომპოზიტორმა დაწერა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ვალსი „შობა“. „წელიწადის დროების“ შექმნა ჩაიკოვსკიმ დაიწყო 1875 წელს.

9) პეტრე ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“, ალბათ, ყველაზე ცნობილი კლასიკური საშობაო მუსიკალური ნაწარმოებია. კომპოზიტორმა ხსენებული საბალეტო ნაწარმოები დაწერა ე. თ. ჰოფმანის ზღაპრის „მაკნატუნა და თაგვების მეფე“ მიხედვით. ყოველ წელს, საშობაოდ, გვესმის ცნობილი მელოდიები „მაკნატუნადან“: „ტრეპაკი“, „ყვავილების ვალსი“, „ქლიავის ფერიის ცეკვა“. შობის დღესასწაულისთვის ბალეტის დადგმის ტრადიცია დაამკვიდრა ჯორჯ ბალანჩინმა, როცა 1950 წელს ნიუ-იორკში დადგა იგი.

10) ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „შობის წინა ღამე“

ოთხმოქმედებიანი ოპერა კომპოზიტორმა დაწერა ნ. გოგოლის ამავე სახელწოდების მქონე მოთხრობის მიხედვით. შობის წინა ღამეს ვაკულა იჭერს ეშმაკს და მის ზურგზე ამხედრებული მიდის, რათა თავისი გოგონასთვის საუკეთესო საჩუქარი მოიპოვოს: დედოფლის ქოშები.

11) არნოლდ შონბერგის „საშობაო მუსიკა“

მიუხედავად იმისა, რომ შონბერგი ებრაელი გახლდათ, მას უყვარდა საშობაო მუსიკა. ნაწარმოები დაწერილია ორი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, ჩელოსა და ფისჰარმონიისათვის.

12) რალფ ვოან-უილიამსი „ფანტაზია მწვანე სახელოებზე“

ლეგენდის მიხედვით, ცნობილი მელოდია, სახელწოდებით „მწვანე სახელოები“, დაწერა მეფე ჰენრი VIII-მ. ამ მუსიკაზეა დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი საშობაო სიმღერა “What Child Is This?”

13) ბენჯამინ ბრიტენის „საშობაო სიმღერების ზეიმი“ (A CEREMONY OF CAROLS)

ბრიტენის ეს მუსიკალური ნაწარმოები დაიწერა 1942 წელს. ტექსტი აღებულია შუა საუკუნეების ინგლისური პოეზიიდან (The English Galaxy of Shorter Poems).

14) ფრანსის პულენკის „ოთხი მოტეტი შობისათვის“

პულენკის ამ მოკლე ვოკალურ ნაწარმოებებში ასახულია იესოს შობის ოთხი სხვადასხვა სცენა. პირველი მოტეტი ასახავს იესოს შობას და ქალწულ მარიამს შეასხამს ხოტბას, მეორე ეკითხება მწყემსებს: „ვინ იხილეთ?“ მესამე მოტეტი გადმოგვცემს მოგვების მოგზაურობას ვარსკვლავიან ღამეს, მეოთხე კი − სიხარულის გამოხატულებაა და მთავრდება სიტყვებით: „Gloria in excelsis Deo, alleluia.“

15) ოლივიე მესიანის „ნოელი“

ეს გახლავთ ნაწილი მესიანის მუსიკალური ნაწარმოებიდან, რომელსაც ეწოდება „ოცი შეხედულება ჩვილ იესოზე“ (Messiaen’s Vingt regards sur l’enfant-Jésus) და რომელიც კომპოზიტორმა შექმნა პარიზში, 1945 წელს.

წყარო: https://houstonsymphony.org


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები